ინტენსიური ფერმების რძის წარმოების, საშუალო წველადობისა და მეწველი ძროხების რაოდენობის ინდექსები, 100=2017 წლის დასაწყისი

გრაფიკზე მოცემული თითოეული ინდექსი გვიჩვენებს საშუალო ინტენსიური ფერმის სხვადასხვა მაჩვენებლის დინამიკას. ისინი შედგენილია GeorgianDairy.org-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით. საწყის პერიოდად აღებულია 2017 წლის დასაწყისი და ის პირობითად უდრის 100-ს. რძის წარმოება გვიჩვენებს რძის წარმოების ცვლილებას საშუალო ინტენსიურ ფერმაში. საშუალო წველადობა გვიჩვენებს მეწველი ძროხის წველადობის დინამიკას. მეწველი ძროხები კი გვიჩვენებს თუ როგორ იცვლება მეწველი პირუტყვის სულადობა საშუალო ინტენსიურ ფერმაში.