1 სექტემბრიდან სურსათის არასწორი ეტიკეტირების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან

 

საქართველოში სურსათის ეტიკეტირების ახალი წესები მოქმედებს. www.georgiandairy.org შეეცადა სურსათის ეროვნულ სააგენტოსგან (სეს) გაერკვია, როგორ აპირებს ეს უწყება სამომხმარებლო ბაზარზე რძისა და რძის პროდუქტების რეგულირებას ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. გთავაზობთ სეს-ის მიერ www.georgiandairy.org-თვის წერილობით გამოგზავნილ პასუხებს:

  1. როდის დაიწყება ეტიკეტის შესახებ ახალი კანონის ეფექტური აღსრულება? იქნება თუ არა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ეტიკეტზე მკაფიოდ გამოსახული აღდგენილი რძისგან (ფხვნილისგან) არის წარმოებული რძის პროდუქტი თუ ნედლი რძისგან. იქნება თუ არ ერთი უნიფიცირებული ტერმინები ორივესთვის ეტიკეტზე დასატანად, რომ მომხმარებლისთვის დამაბნეველი არ იყოს?

„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება ამოქმედდა 2019 წლის 1 მარტიდან. 1 სექტემბრიდან სურსათის ეტიკეტირების სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან კოდექსით განსაზღვრული მუხლის შესაბამისად. როგორც ადრე მოქმედი, ასევე ახალი ეტიკეტირების წესის გათვალისწინებით, მწარმოებელმა უნდა მიეთითოს ეტიკეტზე, რომ რძის პროდუქტი დამზადებულია აღდგენილი რძისაგან, რაც მიანიშნებს, რომ რძის პროდუქტი ნაწარმოებია რძის ფხვნილისაგან; ან მიუთითოს, რომ რძის პროდუქტი დამზადებულია ნედლი რძისაგან.

  1. ეს კანონი აკრძალავს თუ არა მიმსგავსებული და სხვა პროდუქტთან (ნედლი რძის  გარეშე დამზადებული და არარძისმიერი ნივთიერების შემცველი) ასოციებული სახელების დაწერას ეტიკეტზე (მაგალითად: სულგუნურა, იმერული,  სახაჭაპურე და ა.შ.) ?

 „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს #152 მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ რძის შემცველი პროდუქტების დასახელებაში, (სურსათი, რომელიც რძისათთვის დამახასიათებელი კომპონენტების გარდა შეიცავს მცენარეულს ცხიმს და არ წარმოადგენს რძის პროდუქტს) დაუშვებელია იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს; შესაბამისად შეუძლებელია სიტყვა „სახაჭაპურეს“ , „იმერულის“ ან ისეთი სხვა სიტყვის გამოყენება, რომელიც შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს.

  1. აპირებს თუ არა სურსათის ეროვნული სამსახური ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში (მაღაზიებში და სუპერმარკეტებში) გაამკაცროს რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტის მოთხოვნის შეუსაბამობაზე კონტროლი (ყველი ეტიკეტისა და შეფუთვის  გარეშე და ა.შ.)  ?

რა თქმა  უნდა, ყოველი წლის კონტროლის გეგმაში შედის და მომავალშიც იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტირებისა და მისი შესაბამისობის კონტროლი დადგენილ მოთხოვნებთან.

133

 

მსგავსი

 

მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სახელმძღვანელო მითითებები შეიქმნა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახე...

პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია ამოქმედდება

2019 წლის 1 მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება...

 

comments powered by Disqus