2020 წლის გაზაფხულის სეზონზე რძე უფრო ძვირი იქნება - ფერმერების მოლოდინები

საქართველოში რძის წარმოების უდიდეს ნაწილს სეზონურობა ახასიათებს და როგორც წესი, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე, რძის რაოდენობის ზრდასთან ერთად ფასი იკლებს, მოგვიანებით, შემოდგომა-ზამთარში კი - კვალავ იზრდება. ჩვენს ბოლო გამოკითხვაში ფერმერებმა გაგვიზიარეს მოლოდინები, თუ როგორ ფასებს ელიან მიმდინარე გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე.

საინტერესოა რომ ახლა რძის საშუალო საბითუმო ფასი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია და 1 ლარის ნაცვლად 1.17 თეთრს შეადგენს. გამოკითხული ექსტენსიური ტიპის ფერმერული მეურნეობები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ რძის ფასი წელს შარშანდელზე მაღალი დარჩება, ისინი ამისათვის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

  • პირუტყვის საკვებზე გაზრდილი ფასები;
    • გასული წლის გვალვამ თივის რაოდენობის შემცირება და მისი გაძვირება გამოიწვია.
  • მოსახლეობაში პირუტყვის სულადობის შემცირება;
    • ფერმერები ხედავენ, რომ მათ გარშემო მოსახლეობამ შეამცირა პირუტყვის სულადობა, შესაბამისად შემცირდა რძის რაოდენობაც.
  • ფერმერთა ნაწილი უფრო სარფიანად ხბოების გაზრდას და ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს;
    • რაც ხშირად იმას ნიშნავს, რომ ფერმერები რძის გაყიდვებს ამცირებენ და მას მოზარდის საკვებად იყენებენ.
  • არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები, რომლებმაც ხელი შეუშალა საძოვარზე ახალი ბალახის ზრდას;
    • რიგ შემთხვევებში პირუტყვი ჯერ კვლავ რჩება ბაგურ კვებაზე, რაც რა თქმა უნდა უფრო ძვირია ვიდრე საძოვრული კვება.

გამოდის, რომ ფერმერები ნედლი რძის დეფიციტის უფრო მეტად გაღრმავებას ელიან და წელს რძე უფრო ძვირი ეღირება ვიდრე შარშან. როგორც ჩანს ბოლოდროინდელი ტენდენცია კიდევ შენარჩუნდება და ნედლი რძის ფასები ფერმის კართან ინფლაციაზე მეტად გაძვირებული დარჩება.

 

217

 

მსგავსი

 

ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანს...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სა...

რა გავლენა აქვს კარანტინს მარნეულსა და ბოლნისში რძის წარმოებაზე?

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ნედლ...

 

comments powered by Disqus