აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის მაისი

 

უკვე აპრილში ნედლი რძის შეძენა უფრო იაფი ღირდა ვიდრე რძის აღდგენა. მაისში ეს სხვაობა უფრო მეტად გაიზარდა. ქართული ნედლი რძის ფასის სწრაფი სეზონური ვარდნა მაისშიც გაგრძელდა. საინტერესოა რომ ფხვნილის გაძვირების მიუხედავად, მცირედით, მაგრამ მაინც გაიაფდა აღდგენილი რძეც. აღსანიშნავია რომ შარშანდელ მაისთან შედარებით ორივე პროდუქტი გაძვირებულია.

*GeorgianDairy-ს შეფასება დღგ-ს ჩათვლის შემთხვევაში

მაისში 100 ლიტრი აღდგენილი რძის საშუალო ღირებულებამ 94.23 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 0.80 ლარით ნაკლებია აპრილის მაჩვენებელთან. ნედლი რძის საშუალო ფასი ფერმის კართან ექსტენსიურ ფერმებსა და შინამეურნეობებში კი - 86.00 ლარიდან 75.00 ლარამდე დაეცა (100 ლიტრზე).

აპრილთან შედარებით, მაისში 100 ლიტრი აღდგენილი რძის ღირებულებაზე შემდეგნაირად იმოქმედეს:

  • გაცვლითმა კურსმა, +1.76 ლარი
  • იმპროტირებულმა ფხვნილმა, +0.06 ლარი
  • იმპორტირებულმა კარაქმა, -2.62 ლარი

შესაბამისად, საერთო ჯამში აღდგენილი რძე კარაქის ფასის კლების გამო გაიაფდა, რომელმაც გაცვლითი კურსის გაუარესებისა და ფხვნილის გაძვირების ეფექტი გადაწონა.

წინა წლის მაისთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში

აღდგენილი რძის ღირებულება 19%-ითაა გაზრდილი. წლიურ ჭრილში აღდგენილი რძის გაძვირებაში თანაბარი წვლილი მიუძღვით იმპორტირებული რძის ფხვნილის ფასის ზრდასა და ლარის კურსის გაუარესებას. შარშანდელთან შედარებით იმპორტირებული კარაქი გაიაფებულია: რომ არა კარაქის გაიაფება, აღდგენილი რძე 22%-ით გაძვირდებოდა ნაცვლად 19%-ისა. წინა წლის მაისთან შედარებით, ნედლი რძე 15%-ით არის გაძვირებული.

მნიშვნელოვანი დეტალები 2019 წლის მაისისთვის:

რძის ფხვნილი

  • იმპორტის საშუალო ფასმა (CIF) 211$ შეადგინა 100 კილოგრამზე
  • რაც უცვლელია წინა თვესთან
  • და 19%-იანი ზრდაა წინა წელთან

კარაქი

  • ინდოეთიდან იმპორტირებული პროდუქტის CIF ღირებულებამ 385$ შეადგინა 100 კილოგრამზე
  • რაც დაახლოებით 32$-იანი (8%-იანი) გაიაფებაა აპრილში გამოყენებულ უკრაინულ კარაქთან შედარებით

გაცვლითი კურსი

  • 100 დოლარის ღირებულებამ ლარებში საშუალოდ 275 ერთეული შეადგინა
  • რაც 2%-იანი გაძვირებაა წინა თვესთან
  • და 12%-იანი წინა წელთან

 

მეთოდოლოგია

აღდგენილი რძის ღირებულება, ლარი/ლიტრი საშუალოდ თვეში

  1. კარაქით, 25.% ცხიმიანობის აღდგენილი რძე = რძის ფხვნილის ღირებულება * 0.1 + კარაქის ღირებულება * 0.03 + 0.05

სადაც:

  • რძის ფხვნილის ღირებულება = იმპორტის საშუალო ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040210
  • კარაქის ღირებულება = შედარებით იაფი კარაქის იმპორტის ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040510
  • “+0.05” = აღდგენასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, წყალი ა.შ. [შეფასება]

განმარტება წონებზე: 1 ლიტრი აღდგენილი რძისთვის გამოიყენება 0.1 კგ ფხვნილი და 0.03 კგ კარაქი; 0.03 კგ კარაქი (82.5%) შეიცავს დაახლოებით 25 გრამ ცხოველურ ცხიმს (რაც საჭიროა აღდგენილი რძის 2.5%-იანი ცხიმიანობისთვის)

  1. აღდგენილი რძე დღგ-ს ჩათვლის გამოყენების შემდეგ = A / 1.18

ნედლი რძე, საშუალოთვიური ფასები, ლარი/ლიტრი

ფასები ფერმის კართან არა-მაღალინტენსიური მერძეული ფერმებისთვის

მონაცემთა წყაროები

ფინანსთა სამინისტრო - რძის ფხვნილისა და კარაქის იმპორტი (საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა)

ეროვნული ბანკი - საშუალოთვიური გაცვლით კურსი

GeorgianDairy - ადგილობრივი რძის ფასების (რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა)

 

 

 

52

 

მსგავსი

 

ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთში მესაქონლეობის ფერმა შექმნა

 

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტ...

დღეს თბილისში მერძევე მესაქონლეობის სამდღიანი ტრენინგის დასკვნითი სწავლება მიმდინარეობს

 

დღეს თბილისში „სასტუმრო მუზეუმში“ მესაქონლეობის სამდღიანი ტრენინგის...

ესტონელმა სპეციალისტმა კალე კასკმა ქართველი ფერმერებისთვის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მასტერკლასი ჩაატარა

 

„საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს სურსათისა...