აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის სექტემბერი

 

სექტემბერში რძის აღდგენის ღირებულება შემცირდა. ეს კლება ერთჯერადი ხასიათის მატარებელია და რაიმე ტენდენციაზე საუბარი ზედმეტია. რძის ფხვნილი კვლავ გაძვირებულია საერთაშორისო ბაზრებზე. უბრალოდ, გასულ თვეში ქართველმა შედარებით იაფიანი მიმწოდებლები გამოძებნეს (როგორც ფხვნილის, ისე კარაქის). პარალელურად, ნედლი რძე სეზონურ გაძვირებას აგრძელებს. წლიდან წლამდე ნომინალურმა გაძვირებამ 8% შეადგინა, რეალურმა კი 1-2%.

*GeorgianDairy-ს შეფასება დღგ-ს ჩათვლის შემთხვევაში. მონაცემთა წყაროები: GeorgianDairy.org - ნედლი რძის ფასი ქართულ შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში; ფინანსთა სამინისტრო - საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა; საქართველოს ეროვნული ბანკი - გაცვლითი კურსი.

სექტემბერში 100 ლიტრი, 2.5%-იანი ცხიმიანობის რძის აღდგენა 109.24 ლარი ჯდებოდა, რაც ჩვენი დაკვირვების პერიოდში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში, დოლარის საშუალოთვიური კურსი ლართან მიმართებაში 1.3%-ით, 2.96-მდე გაიზარდა. იმპორტირებული კარაქი და ფხვნილი კი 6.0 და 5.2%-ით გაიაფდა.

შესაბამისად, სექტემბერში რძის აღდგენის ღირებულება:

  • გაცვლითმა კურსმა 1.44 ლარით გაზარდა (100 ლიტრზე)
  • კარაქმა 2.22 ლარით შეამცირა
  • ფხვნილმა კი 3.80 ლარით
  • აგვისტოს 113.90-დან 109.24 ლარამდე ჩამოვიდა

მინიმუმ ბოლო 4 წლის განმავლობაში, სექტემბრისთვის პირველად ხდება რომ აღდგენილი რძე უფრო ძვირია ვიდრე ადგილობრივი შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმების რძე. თანაც სხვაობა დიდია: 12.24 ლარი ყოველ 100 ლიტრზე.

აღსანიშნავია რომ USDA-ს მიხედვით, საკვანძო მწარმოებელ რეგიონებში, ოკეანიასა და ავსტრალიაში, ფხვნილის წარმოების მოცულობები დაბალია, რაც ფხვნილზე ფასების ზრდას უწყობს ხელს. GDT აუქციონზე კი ფხვნილის ფასი სექტემბერში 174$-ით გაძვირდა (ტონაზე, FAS). მსოფლიო მასშტაბით, შემსყიდველები იაფ ფასებს ეძებენ. ზოგს შესაძლოა გაუმართლოს და ფხვნილის შედარებით იაფიანი ალტერნატივა იპოვოს, თუმცა საერთო ჯამში, ამ პროდუქტზე ფასების დონე გაზრდილია. შემცირებული მიწოდებისა და მომატებული მოთხოვნის პირობებში, ფასების კლების ტენდენციებზე საუბარი უადგილო იქნებოდა.

 


მეთოდოლოგია

აღდგენილი რძის ღირებულება, ლარი/ლიტრი საშუალოდ თვეში

  1. კარაქით, 2.5% ცხიმიანობის აღდგენილი რძე = რძის ფხვნილის ღირებულება * 0.1 + კარაქის ღირებულება * 0.03 + 0.05

სადაც:

  • რძის ფხვნილის ღირებულება = იმპორტის საშუალო ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040210
  • კარაქის ღირებულება = შედარებით იაფი კარაქის იმპორტის ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040510
  • “+0.05” = აღდგენასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, წყალი .. [შეფასება]

განმარტება წონებზე: 1 ლიტრი აღდგენილი რძისთვის გამოიყენება 0.1 კგ ფხვნილი და 0.03 კგ კარაქი; 0.03 კგ კარაქი (82.5%) შეიცავს დაახლოებით 25 გრამ ცხოველურ ცხიმს (რაც საჭიროა აღდგენილი რძის 2.5%-იანი ცხიმიანობისთვის)

  1. აღდგენილი რძე დღგ- ჩათვლის გამოყენების შემდეგ = A / 1.18

ნედლი რძე, საშუალოთვიური ფასები, ლარი/ლიტრი

ფასები ფერმის კართან არა-მაღალინტენსიური მერძეული ფერმებისთვის

მონაცემთა წყაროები

ფინანსთა სამინისტრო - რძის ფხვნილისა და კარაქის იმპორტი (საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა)

ეროვნული ბანკი - საშუალოთვიური გაცვლით კურსი

GeorgianDairy - ადგილობრივი რძის ფასების (რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა)

 

 

97

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის სექტემბერი

 

საბოლოო მომხმარებლისთვის გაძვირება სექტემბერშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალა...

ცვლილებები კოოპერატივების მხარდამჭერ პროგრამაში

 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამა...

საგარეო ვაჭრობა რძის პროდუქტებით - 2019 წლის სექტემბერი - მოკლე მიმოხილვა

 

გასულ თვეში, რძის პროდუქტების იმპორტმა საქართველოში 5.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგ...