აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში – 2020 წლის იანვარი

 

წინა წელთან შედარებით გაძვირებულია როგორც ადგილობრივი ნედლი, ისე იმპორტირებული ფხვნილით აღდგენილი რძე. ორი პროდუქტის ღირებულებას შორის ასეთი მცირე სხვაობა ზამთრის პერიოდში ბოლო მინიმუმ ბოლო 4 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

*GeorgianDairy-ს შეფასება დღგ-ს ჩათვლის შემთხვევაში

2020 წლის იანვრისთვის ნედლი რძის საშუალოთვიური ფასი ფერმის კართან (შინამეურნეობებისა და ექსტენსიური ფერმერული მეურნეობებისთვის) 100 ლიტრზე 122.5 ლარია, რძის აღდგენა კი დაახლოებით 118.1 ლარი ჯდება. 100 ლიტრი ნედლი რძის შეძენასა და რძის აღდგენას შორის სხვაობა 4.4 ლარია - ერთი წლით ადრე კი სხვაობა 25.5 ლარს უდრიდა.

რძის აღდგენა საქართველოში წლიდან წლამდე დაახლოებით 31 ლარით გაძვირდა (100 ლიტრზე). ამის მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ფხვნილის ფასების ზრდაა. 31 ლარიანი გაძვირებიდან:

  • 22 ფხვნილზე ფასების ზრდაზე მოდის
  • 7 გაცვლით გაუარესებულ გაცვლით კურსზე
  • 2 კი კარაქზე

 

 


მეთოდოლოგია

აღდგენილი რძის ღირებულება, ლარი/ლიტრი საშუალოდ თვეში

  1. კარაქით, 2.5% ცხიმიანობის აღდგენილი რძე = რძის ფხვნილის ღირებულება * 0.1 + კარაქის ღირებულება * 0.03 + 0.05

სადაც:

  • რძის ფხვნილის ღირებულება = იმპორტის საშუალო ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040210
  • კარაქის ღირებულება = შედარებით იაფი კარაქის იმპორტის ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040510
  • “+0.05” = აღდგენასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, წყალი ა.შ. [შეფასება]

განმარტება წონებზე: 1 ლიტრი აღდგენილი რძისთვის გამოიყენება 0.1 კგ ფხვნილი და 0.03 კგ კარაქი; 0.03 კგ კარაქი (82.5%) შეიცავს დაახლოებით 25 გრამ ცხოველურ ცხიმს (რაც საჭიროა აღდგენილი რძის 2.5%-იანი ცხიმიანობისთვის)

  1. აღდგენილი რძე დღგ-ს ჩათვლის გამოყენების შემდეგ = A / 1.18

ნედლი რძე, საშუალოთვიური ფასები, ლარი/ლიტრი

ფასები ფერმის კართან არა-მაღალინტენსიური მერძეული ფერმებისთვის

მონაცემთა წყაროები

ფინანსთა სამინისტრო - რძის ფხვნილისა და კარაქის იმპორტი (საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა)

ეროვნული ბანკი - საშუალოთვიური გაცვლით კურსი

GeorgianDairy - ადგილობრივი რძის ფასების (რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა)

326

 

მსგავსი