აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2020 წლის მარტი

 

უპრეცენდენტოდ გაძვირებული აღდგენილი რძე მარტში კიდევ უფრო მეტად გაძვირდა. დანახარჯების ზრდაზე ასევე არნახული დიდი ეფექტი ჰქონდათ გაცვლით კურსსა და გაძვირებულ რძის ფხვნილს. პარალელურად,  ადგილობრივი ნედლი რძე სეზონურად გაიაფდა.

ჩვენი შეფასებით, 100 ლიტრი რძის აღდგენა მარტში საშუალოდ 130 ლარი ჯდებოდა, ადგილობრივი ნედლი რძის შეძენა კი 115 ლარი. როგორც წესი, მარტში აღდგენილი რძის ღირებულება უფრო დაბალი გახლდათ, მაგრამ წლევანდელი წელი გამონაკლისია: იაფის ნაცვლად, რძის აღდგენა ნედლის შეძენაზე 15 ლარით უფრო ძვირია.

იმპორტირებული ფხვნილის საშუალო ღირებულებამ 100 კგზე 286 დოლარი შეადგინა (CIF), რაც ყველაზე მაღალი ფასია მინიმუმ ბოლო 4 წელიწადში.

მარტში, აღდგენილი რძე თებერვალთან შედარებით, 14 ლარით გაძვირდა (100 ლიტრზე). აღნიშნულ ცვლილებაში, სამი ძირითადი ფაქტორიდან, რომლითაც აღდგენილი რძის ღირებულებას განვსაზღვრავთ:

  • 7.40 ლარი ლარის კურსზე
  • 5.20 რძის ფხვნილზე
  • დანარჩენი კი კარაქზე მოდის

წინა წლის მარტთან შედარებით, აღდგენილი რძის ღირებულება 35 ლარით არის გაზრდილი. საიდანაც:

  • 22.00 ლარი რძის ფხვნილზე მოდის
  • 13.00 ლარი კი კურსზე
  • კარაქს წლიურ ცვლილებაზე ეფექტი პრაქტიკულად არ ჰქონია

საინტერესოა რომ საერთაშორისო ბაზრებზე რძის ფხვნილი იაფდება, თუმცა საქართველოში იმპორტირებული პროდუქტის ფასი დოლარში გაზრდილია. არ ველოდებით რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. მიმდინარე სხვაობას სავარაუდოდ წინასწარი კონტრაქტები განაპირობებენ, რაც იმას ნიშნავს რომ მარტში შემოტანილი ფხვნილი ბევრად ადრე იქნა შეძენილი, მაშინ კი ფასები უფრო მაღალი იყო ვიდრე ახლა.

რადგან საზღვარგარეთ ფხვნილი იაფდება, გასაკვირი არ იქნება თუ მომდევნო თვეებში მისი იმპორტის ფასი დაიწევს. თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე სიტუაცია ძალიან ბუნდოვანია - მიზეზი რათქმაუნდა კორონავირუსია. რიგ ქვეყნებში მარაგები გროვდება, ფხვნილი იაფდება, თუმცა მისი ქვეყნის გარეთ გატანა ლოგისტიკური თუ საკანონმდებლო ცვლილებების გამო გართულებულია.

 


 

მეთოდოლოგია

აღდგენილი რძის ღირებულება, ლარი/ლიტრი საშუალოდ თვეში

  1. კარაქით, 2.5% ცხიმიანობის აღდგენილი რძე = რძის ფხვნილის ღირებულება * 0.1 + კარაქის ღირებულება * 0.03 + 0.05

სადაც:

  • რძის ფხვნილის ღირებულება = იმპორტის საშუალო ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040210
  • კარაქის ღირებულება = შედარებით იაფი კარაქის იმპორტის ფასი $ * საშუალოთვიური გაცვლითი კურსი * 1.18 (დღგ); HS 040510
  • “+0.05” = აღდგენასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, წყალი .. [შეფასება]

განმარტება წონებზე: 1 ლიტრი აღდგენილი რძისთვის გამოიყენება 0.1 კგ ფხვნილი და 0.03 კგ კარაქი; 0.03 კგ კარაქი (82.5%) შეიცავს დაახლოებით 25 გრამ ცხოველურ ცხიმს (რაც საჭიროა აღდგენილი რძის 2.5%-იანი ცხიმიანობისთვის)

  1. აღდგენილი რძე დღგ- ჩათვლის გამოყენების შემდეგ = A / 1.18

ნედლი რძე, საშუალოთვიური ფასები, ლარი/ლიტრი

ფასები ფერმის კართან არა-მაღალინტენსიური მერძეული ფერმებისთვის

მონაცემთა წყაროები

ფინანსთა სამინისტრო - რძის ფხვნილისა და კარაქის იმპორტი (საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა)

ეროვნული ბანკი - საშუალოთვიური გაცვლით კურსი

GeorgianDairy - ადგილობრივი რძის ფასების (რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა გამოკითხვა)

 

208

 

მსგავსი

 

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი - 2020 წლის 11-22 მაისი

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით, ფ...

საქართველოს მერძევეობის ასოციაციის განცხადება

27 მაისს, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვ...

გაზრდილი რძის წარმოება - ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა - 2020-Iკვ

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში ნედლი რძის წარმოება 1...