აღწარმოების პროგრამა

ავტორი: მიხაილ ბელოკონი, კონსულტანტი აღწარმოების საკითხებში (რძის მწარმოებელთა ასოციაციის საკონსულტაციო ცენტრი)

დანიელი სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოში მე აღმოვაჩინე ჩემთვის საუკეთესო  წარმატებული აღწარმოების განსაზღვრება - აღწარმოება წარუმატებელია მაშინ, როდესაც ჭირს ძროხის შერჩევა გამოწუნებისათვის იმ დღეს როდესაც მშობიარობს მომდევნო უშობელი, ან იმ შემთხვევაში როდესაც იწუნებენ იმაზე მეტ ძროხას  ვიდრე ამის საშუალებას იძლევა უშობლების ის რაოდენობა რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ისინი, ან გავაჩნია შეუვსებელი სადგომი ადგილები.

ხბოების წლიური გამოსავლიანობის 80-90%-ის მიღწევა  ერთ-ერთი „ეკლიენ გზა“-ს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ნახირის წარმატებულ აღწარმოებას, რაც შესაბამისად გულისხმობს და მოითხოვს  ძროხების განაყოფიერებას მშობიარობიდან პირველი 100 დღის განმავლობაში.

ხელოვნური განაყოფიერების წარმატება ბევრადაა დამოკიდებული ახურების დაწყების წარმატებულ   გამოვლენაზე და დათესვლისათვის დროის სწორად შერჩევაზე. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო და ძნელი ეტაპია ნახირის აღწარმოებაში.

მეცნიერთა კვლევებით მტკიცდება, რომ ნახირის ხუთჯერადი მონიტორინგი 30 წუთიანი ინტერვალით 6:00 საათიდან 22:00 საათამდე იძლევა ახურების  85%-ით გამოვლენისშესაძლებლობას მაგრამ რომელი ფერმერული მეურნეობის ტექნიკოსი იყენებს ამ მეთოდს?  თითქმის არცერთი.

ხშირად ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსები ეყრდნობიან ინფორმაციას რომელსაც ფლობენ მწველავები და მომვლელები, რომლებიც თავისუფლად შენახვის პირობებში თავისთავად  მინიმალურ დროს ატარებენ  პირუტყვთან. დილით, სამსახურში მისვლის დროს, ტექნიკოსს არ ძალუძს გაიგოს როდის დაეწყო ახურება ძროხას, გუშინ საღამოს, ღამით, თუ ახლახანს, ამიტომაც დათესვლის ოპტიმალური დროის განსაზღვრა  საკმაოდ ძნელ ამოცანას წარმოადგენს.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ მწველავებს ან ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსებს შეუძლიათ უშეცდომოთ გამოავლინონ ხურაობა მცდარია. ახურების და სქესობრივი აღგზნების  აშკარა გამოვლენით შესაძლებელია ვივარაუდოთ ნდომის სურვილი, რადგან სქესობრივი ნდომა ყოველთვის იწყება ახურებაზე გვიან და ყოველთვის არ ემთხვევა სქესობრივ აღგზნებადობას, რომელიც შესაძლებელია, რომ საერთოდ არ არსებობდეს. საჭიროა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხურვის ნიშნები და სქესობრივი აღგზნებადობა არც თუ ისე იშვიათად სუსტად ვლინდება, ასე რომ, ვიზუალური დაკვირვებით ყოველთვის არ ვლინდება, ამიტომაც ხურვის გამოვლენის მცდელობებს ბუღა-გამომცდელის ან სხვა ტექნიკის გარეშე მივყავართ ცდომილებამდე რაც თავისთავად გულისხმობს დათესვლისათვის არაოპტიმალური დროის შერჩევას, შედეგად კი ვღებულობთ გამოტოვებულ ხურვას და გაუნაყოფიერებელ პირუტყვს.

ვეტექიმს, რომელიც რექტალურად იკვლევს პირუტყვს უნაყოფობაზე, ყოველთვის არ შეუძლია მათი ზუსტი დიაგნოზირება: მოდიოდა თუ არა ეს ცხოველი ციკლში, აქვს კისტა თუ პერსისტენტული ყვითელი სხეული ან ნორმალური ციკლის ყვითელი სხეული, რის შედეგადაც ცხოველები იღებენ ზედმეტ, არასაჭირო და არასწორ ინექციებს, რაც თავისთავად იწვევს ჰორმონალურ და სქესობრივი ციკლის დარღვევებს და ახალ დაავადებებს.

შეგვიძლია თუა არა ჩვენ გავანაყოფიეროთ ყველა ძროხა მშობიარობიდან 100 დღეში? იმის გათვალისწინებით, რომ ძროხის სქესობრივი ციკლი შეადგენს 21 დღეს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ განვახორციელოთ მისი განაყოფიერება 5ჯერ. თუ მხოლოდ ძროხას დავეყრდნობით, რათქმაუნდა გაგვიჭირდება, მით უმეტეს, თუ მისი პროდუქტიულობა  6 ტონაზე მეტ რძეს შეადგენს წელიწადში. ძროხას ეს არ სურს, მაგრამ გვსურს ჩვენ და როგორ დავეხმაროთ ამ დროს ძროხას?

უმაღლესი რეზულტატის მისაღწევად საჭიროა გამოვიყენოთ ხურვის სინქრონიზაციის ტექნოლოგიები.

სქესობრივი ხურვის სინქრონიზაცია, ოვულაცია და ძროხების დათესვლა გულისხმობს პროცესს როდესაც შესაძლებელია ერთდროულად განხორციელდეს  სხვადასხვა ციკლში მყოფი რამოდენიმე ძროხის  ერთდროულად, ხელოვნურად ხურვაში მოყვანა და მათ დათესვლა. 

ერთდროულად ხურვაში მოყვანის პროცესი და ერთდროული ოვულაცია გულისხმობს განსაზღრულ პოერიოდს და გარკვეულ დღეებს.

სქესობრივი ხურვის სინქრონიზაცია და ოვულაცია განსხვავდება აღგზნების სტიმულაციის სტადიისაგან იმით, რომ ამ უკანასკნელის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ ფოლიკულისა და ყვითელი სხეულის ლიზისის აქტივიზაცია და მათი განვითარება საკვერცხეებზე, ამიტომ სხვადასხვა ცხოველებში სინქრონიზაციის შემდეგ სქესობრივი ხურვა და ოვულაცია ერთდროულად ვლინდება, შესაბამისად აღგზენბის სტიმულაციის სტადიის შემდეგ ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ფოლიკულების გავითარების ერთი ან ორი ფაზის დროს (დაახლოვებით 18-22 დან 30 დღე პრეპარატების შეყვანის შემდეგ)

სინქრონიზაცია ფართოდ გამოიყენება ემბრიონების ტრანსპლანტაციაში დონორი და მიმღები ძროხებისთვის ყვითელის სხეულის სინქრონულად განვითარების მიზნით.  საკვერცხის შიდა პროცესების და ნეირო-ენდოკრინული მექანიზმების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დაიწყო განსაზღვრული სქემების შემუშავება ძროხის რეპროდუქციაზე ზეგავლენის მოსახდენად, რაც მიზნად ისახავდა სქესობრივი ციკლის სინქრონიზაციას. თავდაპირველად ეს სქემები გამოიყენებული იქნა მეხორცული მიმართულების მეცხოველეობაში, ხოლო შემდგომ თანდათანობით დაიწყო გამოყენება მერძეული მიმართულების მეცხოველეობაშიც.

სქესობრივი ხურვის და ოვულაციის სინქრონიზაციის ძირითადი მიზნებია:

  • ჯგუფური დათესვლის და მშობიარობების ორგანიზაცია;
  • მშობიარობებს შორის ინტერვალის შემცირება;
  • უნაყოფობით გამოწვეული გამოწუნების შემცირება;
  • დიდი რაოდენობის ცხოველების დათესვლა მოკლე დროში;
  • პროფილაქტიკა „ჩუმი“ ხურვის, ანესტრუსის, ანაფროდიზინის და უნაყოფობის;
  • ნახირში საშუალო სერვის პერიოდის შემცირება;
  • მშობიარობების სეზონურობის შეცვლა, ზამთარი- გაზაფხული, შემოდგომა ზამთარი;
  • ახურების გამოვლენის პროცედურებზე უარის თქმა;

დათესვლის ოპტიმალური პერიოდის განსაზღვრა მაღალპროდუქტიული ძროხების თავისუფლად შენახვის პირობებში.

ძროხაში ოვულაციის სტიმულირების და სინქრონიზაციაის მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ექიმ-ვეტერინარის მიერ, რომელსაც შეუძლია ტრანსრექტალური პალპაციის მეთოდის გამოყენების გზით შეაფასოსს პირუტყვის საშვილოსნოს და საკვერცხეების მორფო-ფუნქციური მდგომარეობა.

სინქრონიზაციისს მომზადების პროცესი მოიცავს ცხოველების შერჩევას, მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, კლინიკურ გამოკვლევებს ტრანსრექტალური პალპაციით, საჭირო პრეპარატების და სპერმის მომზადებას.

სტიმულაციისათვის და სინქრონიზაციისთვის ისეთი ძროხები დაიშვებიან რომლებთაც გააჩნიათ საკვერცხეების და საშვილოსნოს ნორმალური მდგომარეობა და ძროხები, გინეკოლოგიური დიაგნოზებით „საკვერცხეების გიპოფუნქცია“ ან ყვითელი სხეულის პერსისტენცია“

ოვულაციის სინქრონიზაცია არაეფექტური იქნება ისეთი ძროხებისთვის რომლებსაც გააჩნიათ:

  • საკვერცხეების გიპოტროფია, კისტოზი, სკლეროკისტოზი, ოოფირიტი, ენდომეტრიტი, საშვილოსნოს გამაგრება, პიომეტრა, ვესტიბულოვაგინიტი და ნეოპლასტური ფორმირებები სასქესო ორგანოების ქსოვილებსა და მენჯის ღრუში;
  • ინფექციურად დაავადებულები (ინფექციური რინოტრაქეიტი და ვირუსული დიარეა)
  • ჩლიქების პრობლემებით (კოჭლი)
  • გამხდრები და გადასუქებულები
  • უარყოფითი ენერგო ბალანსის მქონე ცხოველები ანუ, წონის პროგრესულად კარგვა (მშობიარობიდან 50 დღე)

განვიხილოთ ის ძირითადი მიზნები რის გამოც სინქრონიზაცია გამოიყენება.

მშობიარობების სეზონურობის შეცვლა, ზამთარი- გაზაფხული, შემოდგომა-ზამთარი ხორციელდება შემდეგნაირად: იანვარი - მაისის განმავლობაში ახორციელებენ იმ ძროხების დათესვლას რომლებშიც აღგზნების სტადია ვლინდება სპონტანურად ან სტიმულაციით. ოქტომბერ - დეკემბერში ახორციელებენ სქესობრივი ხურვის, ოვულაციის სინქრონიზაციას და თესლავენ ყველა უნაყოფო ძროხებს.

ამ მეთოდით მშობიარობების ძირითადი რაოდენობა მოსალოდნელია მომდევნო წლის აგვისტო-ოქტომბრისათვის.

სექსუალური ნდომის არარსებობა და უნაყოფობა ძროხებში სქესობრივი ხურვის და ოვულაციის სინქრონიზაცია და დათესვლა ხორციელდება საჭიროებიდან გამომდინარე (ერთხელ თვეში ან კვარტალში) მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც დიდი რაოდენობით არიან ისეთი ცხოველები რომლებთაც აქვთ სექსუალური ნდომის არარსებობა. 

მაკეობის დიაგნოსტიკის შედეგად აღმოჩენელი ძროხები რომლებიც არ არიან მაკედ და არ გამოუვლენიათ ხურვის ნიშნები მშობიარობიდან 60 დღის განმავლობაში, შეუძლიათ კიდევ დიდხანს იყვნენ „ჩუმად“ და გააუარესონ ისეთი რეპროდუქციული მაჩვენებლები როგორიცაა: სერვის პერიოდი, პერიოდი მზსობიარობებს შორის და ხბოების გამოსავლიანობა. ამისათვის ასეთი ცხოველები სისტემატურად უნდა იქნენ იდენტიფიცირებულნი ნახირში და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ლიკვიდირებულ იქნას მათი უნაყოფობა ერთი-სამი ეტაპის სინქრონიზაციის გზით, ამ პროცედურით გაიზრდება განაყოფიერებული ცხოველების რაოდენობა.

მე, როგორც გამოცდილ პრაქტიკოსს ძროხების გინეკოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებში უფრო მეტად მომწონს სინქრონიზაციის ისეთი სქემების გამოყენება, რომლებიც უფრო ეფექტურნი არიან ბიზნესის თვალსაზრისით, როგორიცაა სასურველი, ოპტიმალური საშუალო სერვის პერიოდი, მუშაობის კვირეული ციკლი და ექოსკოპიის გამოყენების შესაძლებლობა.

ცხოველთა დათესვლის ოპტიმალური დროის განსაზღვრა თავისუფლად შენახვის პირობებში სქესობრივი ხურვის სინქრონიზაცის მეთოდით ხორციელდება ყოველკვირეული დათესვლის ციკლის და მაკეობის დიაგნოსტიკის მეშვეობით. სინქრონიზაციას და დათესვლას ექვემდებარებიან ყველა ახალნამშობიარები ძროხები და უნაყოფოები წინა დათესვლის შემდგომ. დათესვლისათვის ოპტიმალურ დროდ განისაზღვრება  სინქრონიზირებული სქესობრივი ახურების და ოვულაციის დრო. სხვა მეთოდი დათესვლის ოპტიმალური დროის განსასაზღვრავად არ გამოიყენება.

პროგრამა რომელიც მუშაობს მთელ მსოფლიოში შემდეგნაირადა ორგანიზებული:

კვირაში ერთხელ ირჩევა ძროხების ჯგუფი რომლებიც იმყოფებიან მშობიარობიდან 17-23 დღეში.  პირველი ინექცია - პროსტაგლანდინის (ესტროფანი). 14 დღის შემდეგ პროსტაგლანდინის მეორე ინექცია. რას გვაძლევს პროსტაგლანდინი? პირველ რიგში ვაჯანმრთელებთ ძროხებს ფარული ენდომეტრიტებისგან, შემდეგ კი ვახდენთ ამ ცხოველების ციკლის კონსოლიდირებას. 14 დღის შემდეგ ეშვება სინქრონიზაციის ბაზისური სქემა ოვსინჩი. პირველი დათესვლა პრაქტიკულად ხორციელდება 55-61 დღეს. განაყოფიერების რეზულტატი როგორც მიმიმუმ 40%-ია (შესაძლებელია მივიღოთ 50-60%). დათესვლიდან 25 დღის შემდეგ კეთდება სურფაგონის ინექცია (განმეორებითი ეტაპი არა მაკე ძროხებისთვის), ქოსკოპია უტარდებათ ყველა დათესლილ ძროხებს 32-ე დღეს. არა მეკეებს მაშინვე უკეთებენ ესტროფანის ინექციას და 60 საათის შემდეგ ხელახლა თესლავენ, ინტერვალი დათესვლებს შორის გამოდის 35 დღე. დათესვლის სამი ციკლის შედეგად ცხოველების ერთ ჯგუფში შესაძლებელია მივიღოთ 90%-მდე მაკეობა, ხოლო საშუალო სერვის პერიოდი კი იქნება 85-100 დღე. ტექნიკოსები პროგრამაში მუშაობენ 3 დღე ყოველკვირეულად, დღეში 3 საათი, მეტი სამუშაო მათ არ აქვთ. სპონტანური ახურების შემთხვევაში კი, წარმატების მისაღწევად მთესლავმა ტექნიკოსებმა უნდა იმუშაონ ყოველდღიურად, დასვენების დღეების, მშვებულებების და დღესასწაულების ჩათვლით.

 

სინქრონიზაციის ყოველკვირეული სქემა გამოყენებულ უნდა იქნას ყველა ფერმაში რათა:

  • გავამარტივოთ არასასიამოვნოდ მძიმე შრომა;
  • გავზარდოთ შრომის პროდუქტიულობა;
  • გავაუმჯობესოთ საწარმოო მაჩვენებლები და გავხადოთ სამუშაო დრო უფრო ეკონომიური

 

769

 

comments powered by Disqus