აგრარულმა ბაზრებმა რძის პროდუქტებზე მოთხოვნა შეამცირეს

მეწარმეები, რომლებიც ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციით ამარაგებენ სავაჭრო ობიექტებს უცვლელ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა  ბაზარზე გარკვეული ცვლილებები შეინიშნება.

ჩვენთან საუბარში, რძის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები მათ სექტორში მიმდინარე პროცესებს აფასებენ და გარკვეულ ცვლილებებზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში Covid-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომებით არის გამოწვეული.

ბოლო კვირის განმავლობაში, მოთხოვნა ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტზე სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში არ შემცირებულა, რიგ შემთხვევებში საგრძნობლად გაიზარდა კიდეც, რასაც ვერ ვიტყვით აგრარულ ბაზრებზე. მეწარმეების შეფასებით დღეს ღია ბაზრებზე ნაკლები პროდუქციის რეალიზაცია ხდება, რაც მყიდველების რაოდენობის შემცირებით და არსებული გაურკვევლობით არის გამოწვეული. 

მეწარმეები აღნიშნავენ, რომ ბაზრებზე პროდუქტს ძირითადად მოსახლეობა და ასევე  რესტორნების, სასტუმროებისა და სხვა საკვები ობიექტების წარმომადგენლები ყიდულობდნენ, შესაბამისად მოთხოვნის შემცირება ბაზრებზე ლოგიკურია. გარდა ამისა მოვაჭრეებისთვის ბუნდოვანია მომავალშიც განაგრძობენ თუ არა ბაზრები ფუნქციონირებას, რადგან ყოველდღიურად მკაცრდება უსაფრთხოების ზომები, ამიტომ ისინი არ იმარაგებენ გასაყიდ პროდუქტს და ცდილობენ მინიმალური რაოდენობა შეიძინონ.

მწარმოებლები, რომლებიც ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქციით ჰიპერმარკეტებს და ქსელურ სუპერმარკეტებს ამარაგებენ, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, არ გეგმავენ ფასები გაზრდას.

255

 

მსგავსი

 

ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანს...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი (16-27 მარტი, 2020) – USDA

 

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, USDA-ს მიხედვით სა...

რა გავლენა აქვს კარანტინს მარნეულსა და ბოლნისში რძის წარმოებაზე?

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა ნედლ...

 

comments powered by Disqus