ახალდაბადებული ხბოების კვება - მომავალი ძროხების წარმატების საწინდარია

ვლადირმერ ანდრუშენკი, უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის (რმა)მეცხოველეობის კონსულტანტი

სარემონტო მოზარდის გამოზრდის დროს  რძის მწარმოებლები  შემდეგ მიზნებს ისახავენ:

1 - ხბოების შენარჩუნების მაჩვენებელი ძირითად ნახირში გადაყვანამდე უნდა შეადგენდეს 85%-ზე მეტს (დასაშვებიადაცემაზე და ტექნოლოგიურ გამოწუნებაზე 15% მოდიოდეს);

2 - პირველი მაკეობის ასაკი 24-26 თვე

3 - ცოცხალი წონა მაკეობისას 565-630 კგ

4. ძროხა პირველი ლაქტაციისას მოგებიდან მე-60 დღეს უნდა იწველიდეს 28 ლ რძეს.

გეგმიური მაჩვენებლების მისაღწევად საჭიროა კონცენტრირება მოვახდინოთ შემდეგ ფაქტორებზე:

  • იმუნიტეტის ფორმირება (თავდაპირველად კოლოსტრალურის, შემდეგ საკუთარის) დაბადებიდან 2 თვემდე.
  • ფაშვის ფორმირება 3-4 თვე
  • სეკრეტული უჯრედების და რძის არხების ფორმირება 3-7 თვე
  • სასქესო ორგანოების ფორმირება 6-9 თვე
  • ჩონჩხის ფორმირება 6-20 თვე

ხსენი

დაბადებიდან პირველ საათებში ხბომ ხსენის აუცილებელი რაოდენობა უნდა მიიღოს, რომელიც  მისი წონით განისაზღვრება და შეადგენს ცხოველის ცოცხალი წონის 10%-ს. დაბადებისას ხბოს საშუალო წონა მერყეობს საშუალოდ 38-დან 42 კილომდე, შესაბამისად აუცილებელია მას დავალევინოთ 4 ლიტრი ხსენი. (ფოტო 1-2)

ფოტო 1. ხბო, რომელიც ვასმევთ ტექნოლოგიის შესაბამისად

ფოტო 2. ხბო, რომელმაც მიიღო ხსენი ძროხისგან

 

ხსენის  ხარისხს  არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია ვიდრე რაოდენობას. პირველ რიგში ის დამოკიდებულია მაკე ძროხის ჯანმრთელობაზე. მოგების შემდგომ წველის დროს სუფთა ცური და თითები, ასევე ხსენის შესანახი და მისაწოდებელი ჭურჭლის და  მოწყობილობის სისუფთავე  გავლენას ახდენს მის ხარისხზე.

 პირველი კვება - ეს არის სტარტი ხბოს, როგორც მომავალი ძროხის, სამომავლო განვითარებისათვის. ცნობილია, რომ სიცოცხლის პირველი  რამდენიმე საათის განმავლობაში, ხბოს საკვებმომნელებელ სისტემას შეუძლია  მოლეკულების დიდი რაოდენობა შეიწოვოს. ეს ნიშნავს, რომ იმუნოგლობულინებთან ერთად ორგანიზმში შესაძლებელია მოხვდეს ბაქტერიებიც. პირველად კვებისას დაინფიცირებული ხსენი საშიშროებას ქმნის ხბოებისათვის, რადგან ორგანიზმი ვერ არჩევს იმუნოგლობულინებს და ბაქტერიებს.

თუ პირველ რამდენიმე კვების დროს ხბომ მიიღო დაინფიცირებული ხსენი, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდება.   ჩვენი მიზანია, რაც შეძლება მალე დავალევინოთ სუფთა და ხარისხიანი ხსენი. ყველა ხსენი, რომელიც შემოწმებულია მასში იმუნური სხეულების შემცველობაზე და ვარგისია ხბოს საკვებად, უნდა ინახებოდეს ხსენის კამერაში (ხსენის ბანკში).

პირველი დარწყულება ტარდება ზონდის მეშვეობით. რაც შეეხება რაოდენობას, ამერიკელი ექსპერტების აზრით, აუცილებელია შევასვათ 4 ლიტრი დაბადებიდან 40-50 წუთის განმავლობაში. რაც უფრო მეტ ხსენს მიიღებს ხბო, მით უკეთესია. გრაფიკ 1-ზე ნაჩვენებია თუ როგორ გავლენას ახდენს ხსენის რაოდენობა  პირველ და შემდგომ ლაქტაციის დროს პროდუქტიულობაზე. მეორე დარწყულება უნდა გავიმეოროთ 8-10 საათში და ასევე ზონდით.

გრაფიკი 1.

შესმული ხსენის რაოდენობის გავლენა სამომავლო რძის პროდუქტიულობაზე

ხსენის ხარისხი შესაძლებელია გავაუმჯობესოთ ძროხების ვაქცინაციის გზით. პნევმონია - ხბოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დაბადებიდან 5 თვემდე ასაკის პერიოდში. ხშირად მეურნეობები მხოლოდ ხბოებს უტარებენ ვაქცინაციას.   თუმცა, თუკი ნახირს გააცნია პნევმონიის თუნდაც მინიმალურ პრობლემა, მაშინ საჭიროა მთელი ნახირის ვაქცინაცია.

რეკომენდებულია ხბოები ვკვებოთ სიცოცხლის მე-3 დღიდან ორჯერ 3-3 ლიტრი საწოვარადან ორი დღის განმავლობაში და შემდგომ შევაჩვიოთ სათლიდან სმას და გრანულირებული კომბინირებული საკვების მიღებას.  მე-6 დღიდან 30-ე დღემდე ხბოებს ასმევენ რძეს ან მის შემცვლელს ორჯერ დღეში 4-4 ლიტრს, ხოლო 31-ე დღიდან 45-ე დღემდე - ერთხელ 8 ლიტრს დილაობით. სასტარტო  კომბინირებული საკვები და წყალი მიეწოდება მუდმივად საკუთარი სურვილისებრ. ხბოს არ უწყვეტენ რძით კვებას სანამ არ მიაღწევს 65 კგ წონას. ასეთ შემთხვევაში კვება გრძელდება სასურველი წონის მიღწევამდე. თუკი ხბო ჭამს 1კგ სასტარტო კომბინირებულ საკვებს, მას უნდა შევუწყვიტოთ რძის მიწოდება (ფოტო 3).

ფოტო 3. ხბო რძიდან ასხლეტის შემდეგ

აღრიცხვა და მართვა

ხბოების რეგისტრაცია ხდება ახალმოგებული ხბოების აღრიცხვის ჟურნალში, ატარებენ ნიშანდებას (ცხოველის იდენტიფიკაციას) და ყველა ინფორმაცია შეაქვთ ნახირის მართვის პროგრამაში „უნიფორმ აგრი“. ეს პროგრამა ასახავს ხბოს ზრდას და განვითარებას (ნახეთ სკრინშოთი), ასევე გვეხმარება დავგეგმოთ აუცილებელი ვეტერინარული და ზოოტექნიკური ღონისძიებები. მაგალითად, ყოველ ოთხშაბათს პროგრამა ახდენს იმ ცხოველთა სიის გენერირებას, რომელთაც აუცილებელია ჩაუტარდეთ ვაქცინაცია, რქების მოწვა, კასტრაცია ან გადაყვანილ იყოს ერთი ჯგუფიდან მეორეში.

პროგრამა „უნიფორმ აგრი“-ს სკრინშოთი

წყალი

ზამთრობით წარმოიშობა ხბოების წყლით უზრუნველყოფის პრობლემა. თუ ის არ თბება, ის იყინება და საჭიროა მისი ხშირ-ხშირად გამოცვლა დღის განმავლობაში. ბევრ ფერმებში რძით კვების შემდგომ ხბოებს უსხამენ თბილ წყალს. ეს სწორი ტაქტიკაა.  ბევრს ეშინია: თუკი  რძით კვების შემდეგ ხბოები მალე ბევრ წყალს დალევენ, ეს ცუდად აისახება საკვების მონელებაზე. გახსოვდეთ: რძესთან ერთად ხბო იღებს ბევრ ცილას, ხოლო ცილების მოსანელებლად აუცილებელია წყალი.

 ქვეშსაფენი და ვენტილაცია

როდესაც საქმე ეხება ხბოების შენახვის პირობებს, მათ სჭირდებათ სითბო და სიმშრალე.

სათანადო საფენი - ეს კომფორტის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. როგორ შევაფასოთ მისი ხარისხი? ჩვეულებრივ იყენებენ 3 ბალიან შკალას. როდესაც ხბო წვება და ფეხები მთლიანად უჩანს, მაშინ კომფორტის დონე ერთს უდრის (ფოტო 4). როდესაც ცხოველი წვება საფენზე და ფეხები არ ჩანს კომფორტი ფასდება უმაღლესი 3 ბალით (ფოტო 5). ამ დროს ხბო თბილადაა და ის არ იყენებს ბევრ საკუთარ ენერგიას რათა გათბეს. როდესაც ძალიან ცივა, ზოგიერთი ცხოველს აფარებს ზეწარს ან აცმევენ სპეციალურ ჟილეტებს.

ფოტო 4. როდესაც ხბო წევს ფეხები მთლიანად ჩანს (1 ბალი)

ფოტო 5. როდესაც ხბო წევს ფეხები არ ჩანს (3 ბალი)

კარგი ვენტილაცია - ბუნებრივი ან ხელოვნური - აუცილებელია.

45 დღისას ხბო უნდა იწონიდეს 65-70 კგ-ს, ხოლო 60 დღისას - 75-85 კგ-ს. მესამოცე დღეს ხბოები გადაჰყავთ 8-10 სულიან ჯგუფურ გალიებში, მამრები ცალკე, მდედრები ცალკე. აქ ხბოებს აჩვევენ სილოსის და სენაჟის მიღებას. ვაძლევთ 50-50-ზე კომბინირებულ საკვებს და დაპრესილ ქერის ან სიმინდის მარცვალს და თივას განუზომლად (ფოტო 6-7).

ფოტო 6. ხბო დაბადებიდან 121-ე დღეს

ფოტო 7. ხბო დაბადებიდან 107 დღეს

საერთოდ ნაკლებმნიშვნელოვანია სად ხდება ხბოების გამოზრდა, მნიშვნელოვანია როგორ კვებავთ მას და როგორ ავდით წყალს. მთავარია ქვეშსაფენი მშრალი იყოს.

თუკი ყველაფერს სწორად აკეთებთ, მიიღებთ მე-14-16 თვეს მოზარდს წონით 340-360 კგ, დროულად გაანაყოფიერებთ და 23-25-ე თვის ასაკში  მიიღებთ კარგ ძროხას დღეში 25-30 ლიტრი რძის წველადობით, ხოლო წელიწადში მიიღებთ 7000-დან 9000-მდე ლიტრ რძეს (ფოტო 8.)

ფოტო 8. რმა-ს ტექნოლოგიით გამოყვანილი ძროხები

 

 

1702

 

comments powered by Disqus