ახალი მობილური აპლიკაცია სარძეო ფერმებისთვის - Zisk app.

ამერიკის რძის სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა ბოლო 20 წლის განმავლობაში იკლებს. მხოლოდ უისკონსინის შტატში 2,200-მდე სარძეო ფერმამ შეწყვიტა საქმიანობა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

აღნიშნული ტენდენცია ძირითადი გამოწვეულია პირუტყვის საკვებისა და რძის ფასების არასტაბილურობით, განაცხადა ახალი აპლიკაციის მწარმოებელმა კევინ ჰუგენდორნმა.

უფასო აპლიკაცია ამერიკელი ფერმერებისთვის აიოვას შტატში მერძევე ფერმერებთან 35 წლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

მონაცემების შეყვანის შემდეგ, აპლიკაციას შეუძლია გამოითვალოს ფერმის მოგება მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

აპლიკაცია იყენებს ინფორმაციის რამდენიმე წყაროს, ფერმის დანახარჯების რაოდენობას და საკვებზე ფასებს იმისთვის რომ გამოთვალოს მოგება.

აპლიკაციის შემქმნელების განცხადებით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი რის გამოც ფერმერი ვერ ახერხებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას რათა აკონტროლოს ფერმის მოგება/ზარალი.

ფერმერი მართავს დიდ და კომპლექსურ ოპერაციებს და არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის რომ განსაზღვროს თუ რა გავლენა ექნება ბაზარს მის ბიზნესზე ყოველდღიურად.

ფასების მართვის თანამედროვე მექანიზმები ძალიან კომპლექსურია და მოითხოვს სწავლას იმისათვის რომ ფერმერმა შეძლოს მათი გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში აშინებს ფერმერს.

ისტორიულად ერთადერთი მექანიზმი ბაზრის კონტროლისა ფერმერისთვის იყო გადამამუშავებელთან მოლაპარაკება, განაცხადა ჰუგენდორნმა.

წყარო: www.dairyreporter.com

238

 

მსგავსი

 

რძის პროდუქტების წარმოების ნარჩენებისგან ალკოჰოლურ სასმელს დაამზადებენ

შესაძლოა მომავალში ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოჩნდეს, რო...