ახალი ზელანდია ჩინელ მომხმარებელს რძეს ონლაინ პლატფორმის საშუალებით მიაწვდის

ახალ ზელანდიასა და მსოფლიო ონლიან სავაჭრო პლატფორმა ალიბაბას შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულება ძალაში შევიდა, რასაც თვალს მილიონობით ჩინელი მომხმარებელი ადევნებდა.

ჩინური კომპანია “Collins Road Farm” ახალ ზელანდიაში, ჰამილტონის სამხრეთით 29 ახალ ზელანდიურ ფერმას ფლობს, რომელიც მოამარაგებს “ალიბაბას” ახალი რძით.

ჩინელ მომხმარებლებს სოციალური მედიის დახმარებით შეეძლოთ პირდაპირ ეთერში ედევნებინათ თვალი ღონისძიებისთვის.

ახალ ზელანდიურ რძეს რომეიც ალიბაბას საშუალებით გაიყიდება 16 დღიანი ვარგისიანობის ვადა აქვს.

ერთი ლიტრი რძის ფასი ალიბაბას რეგულარული წევრებისთვის იქნება 8$, მაგრამ იარსებებს ასევე სპეციალური ფასი სხვა ტიპის წევრებისთვის  - ორი ლიტრი 8$.

ახალი ზელანდიის აგრობიზნესის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით ჩინეთში ახალი რძის ბაზრის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

ჩინელი მომხმარებელი მიიზიდა ახალი რძის დადებითმა შედეგებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასეთი რძე განიხილება როგორც ყველაზე ნაკლებად გადამუშავებული რძე.

კომპანიის მიზანია დააკავშიროს მომხმარებელი ფერმასთან, რადგან სურსათის უვნებლობა და იმის ცოდნა თუ საიდან მოდის პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩინელი მომხმარებლისთვის.

ჩინეთში საშუალო ფენის მომხმარებელი უფრო და უფრო მეტად იყენებს ინტერნეტ მაღაზიებს სურსათის შესაძენად. ჩინეთში უკვე არსებობს ისეთი ინტერნეტ მარკეტები სადაც ვირტუალურად შედის მომხმარებელი და დასკანერებით ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს.

წყარო: edairynews.com

109

 

comments powered by Disqus