აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად დამატებით 3 მილიონ დოლარს გამოყოფს

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქრთველოსთვის გამოყოფილ გრანტის მოცულობას ცვლის და სოფლის მეურნეობის დასაფინასებლად გამოყოფილი თანხა სამი მილიონი დოლარით იზრდება. გრანტის მოცულობა 18 მილიონი დოლარით კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხითაც გაიზრდება. 

აშშ-სა სა ქართველოს შორის საგრანტო შეთანხმება  2015 წელს გაფორმდა. პროგრამის- „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ თავდაპირველი ბიუჯეტი დაფინანსება 62 მლნ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე ცვლილებების შემდეგ კი ამერიკული გრანტის მოცულობა 90 მლნ დოლარამდე იზრდება. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხდებით, ცვლილების მიხედვით, გრანტის გამოყოფილ მოცულობასთან ერთად მისი ზედა ზღვარიც იზრდება. კერძოდ, გამოყოფილი მოცულობა იზრდება 29 მილიონი დოლარით და 90 მილიონი დოლარი იქნება, ხოლო მაქსიმალური ზღვარი გაიზრდება 35 მილიონი დოლარით და დაახლოებით, 130 მილიონ დოლარს მიაღწევს. 

„მიმართულებები, სადაც დამატებითი თანხები მიემართება, ეს არის კონფლიქტის მოგვარების კუთხით 2,3 მილიონი დოლარი, განათლების კუთხით 4 მილიონი დოლარია გათვალისწინებული, სოფლის მეურნეობის კუთხით ემატება 2,7 მილიონი დოლარი, ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის კუთხით ემატება 18 მილიონი დოლარი, გარემოს დაცვის მიმართულებით კი -  1,1 მილიონი დოლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში. 
 

266

 

მსგავსი

 

ცხოველთა სასაკლაოების სტატისტიკა 2019 წლის II კვარტალის მდგომარეობით

 


2019 წლის II კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სა...

საქსტატის მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კლების ტენდენციაა

 

2019 წლის II კვარტალის ბოლოსათვის საქსტატის წინასწარი მონაცემებით,  მსხვილფ...

 

comments powered by Disqus