"ბლაუნშტაინ საქართველო" რძის პროდუქტების წარმოებას იწყებს

ქართულ-შვეიცარული ინვესტიციით შექმნილი კომპანია, „ბლაუნშტაინ საქართველო“, რომელიც რაჭაში თანამედროვე სტანდარტების ხორცპროდუქტების  საწარმოს ფლობს, რძის პროდუქტების წარმოების დაწყებას გეგმავს.

კომპანია ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და დღემდე განხორციელებული ინვესტიცია 27 მილიონ ლარს აჭარბებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, თათია არაბიძე BM.GE-თან აცხადებს, კომპანია გაფართოვებას და ახალი პროფილების დამატებას განიხილავს, მათ შორის საუბარია, რომ 2020 წლიდან ,,ბლაუნშტაინ საქართველოს“ სახელწოდებით ბაზარზე ხორცპროდუქტების შემდეგ, რძის ნაწარმი გამოჩნდეს.

დავიწყებთ რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას, როცა მივიღებთ საქონლის სუფთა ჯიშს.  ეს იქნება 2020 წელს, წარმოებულ პროდუქციას კი გავიტანთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საჭირო მოცულობების არსებობის შემდეგ განვიხილავთ საექსპორტო ბაზრებსაც“-აცხადებს თათია არაბიძე.

მისი თქმით, რძის პროდუქტების საწარმოებლად კომპანიას დაახლოებით 1.5-2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია დასჭირდება.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, „ბლაუნშტაინ საქართველო“ მიმდინარე წლიდან დედაქალქში პროდუქციის რეალიზაციას ე.წ „მოძრავი მაღაზიით“ დაიწყებს.

„გვექნება მანქანა მაღაზია, რომელიც ივლის თბილისის ქუჩებში და გაყიდის ხორცპროდუქტებს“-ამბობს კომპანიის დირექტორი.

გარდა ამისა, მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქვთ სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც ერთგვარი საწარმოო სკოლა იქნება და დარგის სპეციალისტებს მოამზადებს.

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო: www.bm.ge

216

 

მსგავსი

 

რძისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში - ახალი კვლევა

დღეს, სომხეთის ქალაქ წაღკაძორში გაიმართა საქართველოსა დ...

comments powered by Disqus