BM.GE: €2.4 მლნ-ის ბელარუსული ინვესტიცია რძის სექტორში - „თბილისის რძის ქარხნის“ გეგმები

 

BM.GE-ს მიხედვით, საქართველოში არსებული ბელარუსული ინვესტიცია, გადამამუშავებელი საწარმო "თბილისის რძის ქარხანა" მომავალში გაფართოებას გეგმავს. დეტალები იხილეთ BM.GE-ს სტატიაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის მაისში, თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ბელარუსული ინვესტიციით კომპანია „თბილისის რძის ქარხანამ“ რძის გადამამუშავებელი საწარმო აამოქმედა. აღნიშნული კომპანია მოხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2020 წლის ანგარიშში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოების მიერ გაწეული ეკონომიკური დიპლომატიის შედეგები იყო შეჯამებული.

BM.GE-მ მერძევეობის სექტორში შემოსულ ახალ მოთამაშეებს კომპანიის საქმიანობის გაზიარებისა და ბიზნეს გარემოს შეფასების შესახებ კითხვებით მიმართა. როგორც კომპანია „თბილისის რძის ქარხნის“ დირექტორი ალექსანდრე ლეჰანი ამბობს, საწარმო ორი ქვეყნის სახელმწიფო სტურუქტურების აქტიური ჩართულობით და ხელშეწყობით ამოქმედდა.

„საინვესტიციო პროექტ „Tbilisi milk factory LLC”-ის განხორციელება და 2020 წლის მაისიდან რძის გადამამუშავებელი ქარხნის ამუშავება საქართველოს და ბელარუსის ხელისუფლების ხელშეწყობით და თბილისში ბელარუსი ინვესტორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა.

პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოში ბელარუსის საელჩოს ჩართულობით შედგა. მისი მთავარი ფინანსური და ტექნოლოგიური ინვესტორი ცნობილი ბელარუსული კომპანიათა ჯგუფია, რომელიც 10-მდე რძის გადამამუშავებელ და საკვების სრულციკლიან წარმოებებს მართავს. რძის გადამუშავების კუთხით მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე ბელარუსს დღეს მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია როგორც რძის პროდუქტების წარმოებაში, ასევე, მათ მრავალფეროვნებაში, სტაბილური მაღალი ხარისხსა და წარმოების მოცულობებში“, - აღნიშნა BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დირექტორმა.

ქარხნის ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიამ 850 000 ევროს ინვესტიცია ჩადო; საწარმო დღიურად 40 ტონა ნედლ რძეს ამუშავებს და 59 ადამიანს ასაქმებს.

„დღეისთვის, საწარმო ტრადიციული ქართული ყველის 10 სახეობას აწარმოებს; უახლოეს წლებში ჩამონათვალს ნედლი რძისგან წარმოებული სხვადასხვა დასახელების პროდუქტებიც დაემატება, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე იქნება გათვლილი. უცვლელი დარჩება მაღალი ხარისხი და წარმოებული პროდუქციის უსაფრთხოება.

ქართული ყველის წარმოების პროცესში ბელარუსულ და ევროპულ სტანდარტებსადა ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები გამოიყენება. მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და უსაფრთხო პროდუქტის გამოშვება პრიორიტეტულია, რაც HACCP-ის სტანდარტს, მომხმარებლის მოთხოვნებს და საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებს შეესაბამება. დღეისთვის პროდუქციის შეძენა თბილისსა და რუსთავში არაქსელურ მაღაზიებში და, ასევე, დედაქალაქის კაფე-რესტორნებშია შესაძლებელი“, - თქვა ალექსანდრე ლეჰანმა.


ბელარუსი ინვესტორები ბიზნესის განვითარებას, წარმოებული პროდუქციის გამრავალფეროვნებას და სამუშაო ადგილების შექმნას მომავალშიც გეგმავენ, რისთვისაც 4-წლიანი გეგმა აქვთ შედგენილი.

„ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ობიექტური შეფასებით, ეკონომიკის წარმოების რეალური სექტორის განვითარების სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, კომპანია Tbilisi Milk Factory LLC საინვესტიციო განვითარების გეგმის მიხედვით 2021-2025 წლებში წარმოებაში 2 440 000 ევროს ინვესტირებას გეგმავს, რითიც 40-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, ქარხნის წარმადობა გაიზრდება და წარმოებული პროდუქტის ჩამონათვალი გასამმაგდება“, - ამბობს ალექსანდრე ლეჰანი."


ავტორი: ვიქტორია მღებრიშვილი

წყარო : €2.4 მლნ-ის ბელარუსული ინვესტიცია რძის სექტორში - „თბილისის რძის ქარხნის“ გეგმები | BM.GE

118

 

მსგავსი

 

სოიოს შროტის ფასების საერთაშორისო კლება და მისი შესაძლო ეფექტი ქართულ ინტენსიურ ფერმებზე

 

დიდი ალბათობით პირუტყვის საკვები რაციონი მომდევნო თვეებში გაიაფებას დაიწყებს. სო...

ნედლი რძის ფასები საქართველოში – 2021-04-07

 

ნედლი რძის ფასები მაღალ დონეზე რჩებიან. სხვაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან...

რძის პროდუქტების სამომხმარებლო ფასების ინდექსი – 2021 III

 

ქართველი მომხმარებლისთვის რძის პროდუქცია რეკორდულად გაძვირდა. რძის პროდუქტი კვლა...