ბოლნისში რძის პროდუქტების საწარმოებმა მუშაობა შეაჩერეს

გუშინ, გვიან ღამით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბოლნისისა და მარნეული მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონაში მოქცევის შესახებ.  დღეს ჩვენ დავუკავშირდით ბოლნისში მდებარე რძის საწარმოების წარმომადგენლებს, მათი განცხადებით, ამ დროისთვის საწარმოო პროცესი შეჩერებულია.

რძის პროდუქტების მწარმოებლები ბოლნისიდან განმარტავენ, რომ მათ დღეს ვერ განახორციელეს თავიანთი პროდუქციის მიწოდება ბაზარზე. მათთვის საკარანტინო ზონის საზღვართან გახდა ცნობილი, რომ ამ დორისთვის ვერ შეძლებდნენ პროდუქტის გატანას სხვა რეგიონებში. მეწარმეებმა პროდუქტით დატვირთული მანქანები ისევ საწარმოში დააბრუნეს. უცნობია თუ როდიდან შეძლებენ ისინი პროდუქტის ტრანსპორტირებას, შესაბამისად მათ მიიღეს გადაწყვეტილება დროებით შეწყვიტონ წარმოება.  

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთავრობის მხრიდან, დაევალა იმ საწარმოების ჩამონათვალის გაკეთება, რომლებიც, სპეციალური უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, კვლავ განაგრძობენ მუშაობას საკარანტინო ზონაში. მოხვდებიან თუ არა ამ ჩამონათვალში რძის პროდუქტების საწარმოები ჯერ-ჯერობით უცნობია.

386

 

მსგავსი

 

სცივა თუ არა ძროხას ზამთარში?

ძროხამ, როგორც ცხოველმა ევოლუ...

მშრალი ნივთიერების განსაზღვრის წესი მიკროტალღური ღუმელის მეშვეობით

მეთოდი განკუთვნილია ნოტიო უხეშ საკვებში და მთლიან საკვე...

 

comments powered by Disqus