ჩინეთის 400 მილიონიანი ინვესტიცია ბელარუსის მერძევეობის სექტორში

ჩინურმა კომპანია DRex Food Group Co. Ltd.-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას ბელარუსიის მხარესთან, რომლის თანახმადაც კომპანია 400 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სარძეო ფერმებისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობაში ვიტებსკის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ჩინური კომპანიის პრეზიდენტმა დაი შივეიმ და ვიტებსკის მხარის გუბერნატორმა ნიკოლაი შერსტნევმა.

შერსტნევის განცხადებით მშენებლობები მიმდინარე წელს დაიწყება და ორ წელიწადში დამთავრდება.

„ჩვენ გვინდა ავაშენოთ სრულიად ახალი სარძეო ფერმები, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეს იქნება ყველაზე მაღალი დონის სარძეო ფერმები 21-ე საუკუნეში.“

შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე დაიწყება 20,000 სულ პირუტყვზე გათვლილი სარძეო ფერმის მშენებლობა, რომელიც მომავალში გაფართოვდება 50,000 სულიან ფერმამდე.

გუბერნატორის განცხადების თანახმად ჩინური კომპანია გეგმავს როგორც პროდუქციის საკუთარი პროდუქციის გამოშვებას ასევე წარმოებას  ბელარუსული კომპანიებისთვის. ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს მოახდინონ ჩინეთში საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია.

ჩინეთის ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ბელარუსული კომპანიებისთვის რუსეთთან ახლახან წარმოქმნილი პრობლემების შედეგად.

წყარო: www.foodnavigator-asia.com

547

 

მსგავსი

 

პირველი იანვრიდან 140 კგ-მდე მსქვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა

მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის #592 დადგენილებით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტე...

 ქართული ნედლი რძით ნაწარმოებ პროდუქტებს სპეციალური აღნიშვნა ექნებათ

 

ქართული რძის ნიშნის პრეზენტაცია 22 იანვარს,  14:00 საათზე, თბილისში, სასტუმ...

მერძევე ფერმერი გიორგი ბიკაშვილი დარგის პრობლემად კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას მიიჩნევს

ფერმერი გიორგი ბიკაშვილი 25 წელია დედოფლისწყაროში მერძევეობის ბიზნეს მისდევს. 2015 წელს  150...

 

comments powered by Disqus