დმანისში შვეიცარიული აგრარული კოლეჯი აშენდება

დღეს დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში “შვეიცარიული აგრარული სკოლა - კავკასიის“ პრეზენტაცია გაიმართა.

სკოლა კავკასია უპრეცენდენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში. შვეიცარიული სტანდარტების მოხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში და რძის გადამუშავებაში, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ 3 წლიანი პროფესიული სასწავლო პროგრამა. ამასთან, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი კურსები. თეორიულ სწავლებასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება პარქტიკულ სწავლებაც. ამ მიზნით  კოლეჯის ტერიტორიაზე მოეწყობა ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ კოლეჯში სასწავლო პროგრამა შვეიცარიული აგრარული სკოლების პროგრამის იდენტური იქნება და დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე.

პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation  (SSFC), რომელიც უკვე 20 წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს. კოლეჯის ასაშენებლად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ “შვეიცარიულ აგრარულ სკოლა - კავკასიას“ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში მდებარე 20 427კვ.უძრავი ქონება გადასცა. კომპანია 350 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“-ში სასწავლო პროცესი 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან დაიწყება.

730

 

მსგავსი

 

აღდგენილისა და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის დეკემბერი

 

2019 წელს ქართველი რძის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა...

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქონლის ხორცის გაყიდვების სწრაფი ზრდაა პროგნოზირებული

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიო ბაზარზე საქონლის ხორცის ვაჭრობის ზრდის დინამიკა ფიქსირდება. აღნიშ...

ყველის კონკურსი World Cheese Awards 2020 წელს ესპანეთში გაიმართება

2020 წლის 5 - 7 ნოემბერს  ოვიედოში, ესპანეთი,  World Cheese Awards-ის 33-ე კო...

 

comments powered by Disqus