ძროხების კოჭლობა - ეკონომიკის გამოწვევა

ბოლო წლებში მერძეულ მეცხოველეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ეს შეეხება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვას და კვებას, ასევე თავად ნახირის მართვის სისტემას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ძროხის პროდუქტიულობაზე.   მუშაობის პროცესში ჩვენ ხშირად ვეჩეხებით „ჩლიქების პრობლემებს“ ფერმებში. ამიტომ გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კოჭლობის პრობლემას და ჩლიქების მოვლას.   

 კოჭლობა  მერძეულ შესაძლებელია ფერმაში მნიშვნელოვანი ზარალის მიზეზი იყოს. ეს უმთავრესად დაკავშირებულია ფინანსურ დანაკარგებთან პროდუქტიულობის შემცირების გამო და  მკურნალობასა და კოჭლი (ქრონიკულად) ცხოველებიანი ფერმის მართვასთან დაკავშირებულ დანახარჯებთან. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს პრობლემა წარმოადგენს მერძეული ნახირიდან შემოსავლების დანაკარგის  უმთავრეს მიზეზებს შორის რიგით მესამეს, მასტიტის და დაბალი ნაყოფიერების შემდეგ. უარეს შემთხვევაში გვიწევს ძროხების გამოწუნება.  მერძეული მეცხოველეობის წამყვანი საწარმოები მთელს მხოფლიოში ხვდებიან, რომ  ჩლიქების მდგომარეობაზეა დამოკიდებული რძის მონაწველის 10-20%. ჩლიქებთან დაკავშირებული ზარალის გამოკვლევებმა აშშ-ში და ევროპაში გვიჩვენა, რომ კოჭლობის ყოველი შემთხვევა საშუალოდ 346$ ჯდება.

 

მშრალი ნივთიერების მოხმარება

პროდუქტიულობა

კოჭლობის შეფასება

(ბალი)

პროდუქტიულობის შემცირების % სიარულის შეფასების შკალაში 1 ბალთან შედარებით

2

- 2 %

- 1 %

3

- 5 %

- 3 %

4

- 17 %

- 7 %

5

- 36 %

- 16 %

 

როგორ განვსაზღვროთ ძროხის კოჭლობა?

ადრე ითვლებოდა, რომ კოჭლობის გამოვლენა საკმაოდ იოლია: ცხოველები ითრევენ ფეხს და მასზე დატვირთვას ერიდებიან. მხოლოდ ახლა აღიარეს, რომ კოჭლობა შესაძლებელია დავადგინოთ უფრო ადრეულ ეტაპზე, ვიდრე სიარულისას დაკვირვებაა. ეს პროცესი ცნობილია როგორც „ლოკომოციის (გადაადგილების) შეფასება“ და თუ მთელი ნახირში ფასდება ლოკომოციაზე, ვლინდება ნახირში არსებული ჩლიქების პრობლემების საერთო დონე. შემოთავაზებული იქნა ლოკომოციის შეფასების რამდენიმე სისტემა, მაგრამ მათ შორის ყველაზე პოპულარულს წარმოადგენს შპრეხენის მიერ შემოთავზებული მოდიფიცირებული სისტემა:

1. ჯანმრთელი. ძროხა დგება და დადის სწორი ზურგით და გრძელ ნაბიჯებს დგამს.

2. მსუბუქად კოჭლობს. დგას სწორი ზურგით, მაგრამ დადის მოხრილი ზურგით და დგამს შედარებით მოკლე ნაბიჯებს. არ ეყრდნობა არცერთ განსაზღვრულ კიდურს.

3. ზომიერი კოჭლობა. დგას და დადის მოხრილი ზურგით. გადაადგილდება მოკლე ნაბიჯებით. დაზიანებულ ფეხზე ახდენს ნაკლებ დატვირთვას. ხრის თავს, როდესაც დატვირთვა მოდის დაზიანებულ ფეხზე.

4. ძლიერი კოჭლობა. დგას და დადის მოხრილი ზურგით, აშკარად არ აკეთებს დატვირთვას დაზიანებულ კიდურზე. ძროხა დაგაადგილდება ნელა, ხშირად ჩერდება, შესაძლებელია გამოვლინდეს ტკივილის სხვა ნიშნები, როგორიცაა წონის დაკარგვა, კბილების დაკრეჭა და გაძლიერებული ნერწყვისდენა.

5. უკიდურესი კოჭლობა. ზურგი მოხრილია, არ შეუძლია გადაადგილება. არ ახდენს დატვირთვას დაზიანებულ ფეხზე.

ძროხის კოჭლობის გამოვლენისა და მკურნალობისთვის აუცილებელია გვქონდეს წარმოდგენა კიდურის ქვედა ნაწილის (ჩლიქის) სტრუქტურის შესახებ. ის შედგება ორი განცალკევებული თითისგან: გარეთა ანუ ლეტარული ბრჭყალისგან და შიდა ანუ მედიალური ბრჭყალისგან.

კიდურის ქვედა ნაწილის სტრუქტურა

სურათ 1-ზე ნაჩვენებია ძროხის მარჯვენა უკანა ფეხი, ხედი ქვევიდან და გვერდიდან. მიაქციეთ ყურადღება, რომ ლატერალური ბრჭყალი ცოტათი უფრო  დიდია მედიალურზე. წინა ფეხებზე ყველაფერი საპირისპიროდაა: ლატერალური ბრჭყალი ცოტათი პატარაა მედილაურზე.

ბრჭყალი შედგება სამი ძირითადი ქსოვილის კომპონენტისგან:

1. ჩლიქი (ეპიდერმიქსი) - კიდურის ქვედა ნაწილის მყარი გარეთა ფენა. ის შეიძლება დავყოთ 5 შემადგენელ ნაწილად:

  • გვირგვინი: რბილი რქოვანას არშიას უბეწვო საფარი, რომელიც ყოფს ჩლიქის კედელს და კანს გვირგვინის არშიასთან.
  • კედელი: ექვივალენტურია ადამიანის თითის ფრჩხილის, იმ გამონალისით, რომ ის გარემოიცავს მთელს სტრუქტურას მთლიანად; იზრდება თვეში 5 მმ  სისწრაფით.
  • ტერფი: რქოვანას მეორე ფენა, რომელიც იწყება „თითის ბოლოებიდან“.
  • თეთრი ზოლი: შემაერთებელი სტრუქტურა, განლაგებული ჩლიქის კედელსა და ტერფს შორის.
  • ქუსლი: რბილი რქოვანათი დაფარული მომრგვალებული ნაწილი, რომელიც წარმოადგენს გვირგინის ფენის გაგრძელებას.

სურათ 2-ზე გამოსახულია ჩლიქის, კორიუმის, ძვლების და მყესების დეტალური სქემა.

სურათი 2.

2. კორიუმი (დერმა) ანუ ფრჩხილისზედა ფირფიტა, შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს და სისხლძარღვებს, რომლებიც აწვდიან საკვებ ნივთიერებებს ჩლიქს და ასევე  ჩლიქის ძვალს ემსახურება საყრდენ ელემენტად ჩლიქის შიგნით. ის შეიძლება დავყოთ შემდეგ ფენებად:

  • კოჭრისებრი ფენა - გამოდევნის რქოვანას.
  • ლამინარული ფენა - ემსახურება საყრდენად კედელს, რომელიც ეშვება ქვევით კიდურის ქვედა ნაწილისკენ და წარმოადგენს მჭიდროთ მიკრულ ფიქსატორს ჩლიქის ძვალსა და ჩლიქის კედლის წინა ნაწილს შორის.
  • რბილობის ბალიში , ზოგჯერ ეძახიან ასევე კანისქვეშა ცხიმის ფენას, ფართოვდება და იკუმშება სიარულის დროს და ასრულებს როგორც ამორტიზატორის, ასევე ტუმბოს როლს სისხლის გადასაქაჩად.  

3. ჩლიქის ძვალი, მტევნისებრი ძვალი და მისი თანმხლები ნაწილები  საკუთარ თავზე იღებენ სხეულის წონას და ანაწილებენ მას კიდურის ქვედა ნაწილზე. სურათ 3-ზე გამოსახულია ფეხის სრუქტურა:  ძვლები და სახსრები კოჭის სახსრამდე.

სურათი  3

განვიხილოთ ჩლიქების ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებები.

ლამინიტი (კორიოზი)

ლამინიტი უბრალოდ აღნიშნავს ლამინარული ფენის ანთებას, თუმცა გავლენას ახდენს კორიუმის ყველა ნაწილზე და მასში ჩათრეულია და ანთება აქვს არა მხოლოდ ფურცლებს. ტერმინი „ლამინიტი“ ჩვეულებრივ გამოიყენება კორიუმის მთლიანი ანთების აღსანიშნავად. შესაძლებელია, კორიუმის დისფუნქციის აღნიშვნას ტერმინი „კორიტი“ ან „კორიოზი“უფრო ესადაგება. კორიუმის დარღვევის და შესაბამისად ჩლიქის სუსტი ფორმირების ერთიანი მიზეზი არ არსებობს. ითვლება, რომ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ახდენენ გავლენას კორიუმზე, შემდეგია:

  • ფიზიკური ტრამვა
  • მეტაბოლური ცვლილება ძროხის ორგანიზმში, ისეთები როგორიცაა მაკეობისას ან ადრეული ლაქტაციის დროს.
  • ტოქსინები, მაგალითად ნაწლავებში საკვებიდან (ფაშვის აციდოზი) ან ავადმყოფობისგან.

სურათ 4-ზე გამოსახულია ქრონიკული ლამინიტის შემთხვევა. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად არ არის კონტაქტში მიწის ზედაპირთან ზედმეტად გაზრდილი თითი სიარულის დროს და წინა კედელი საკმაოდ მოღუნულია. თუ ჩლიქის ძვალი ეცემა ტერფის კორიუმს, ის არასდროს აღარ დაუბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას და დაზიანებულ ცხოველს მოუწევს მიბჯენილი კორიუმის გამო დისკომფორტით სიარული   მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს მუდმივად სუსტი რქოვანას ფორმირება, განსაკუთრებით ტერფის წყლულის წარმოქმნის ირგვლივ, რასაც მივყავართ ტერფების წყლულისადმი მიდრეკილებამდე და თეთრი ზოლის დეფექტამდე. ზოგიერთ ძროხას ჩლიქის ძვალი იმდენად ეშვება, რომ მისი უკანა ბოლო ისინჯება ტერფის პალპაციით.

ამდაგვარად, კორიუმის მთლიანი ანთებამ (კორიოზი), ლამინიტის ჩათვლით, შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი ცვლილებები:

  • ტკივილი და დისკომფორტი, განსაკუთრებით თითების ბოლოებში, რაც ძროხას აიძულებს ქუსლებზე იაროს.
  • თითის ზემოთ ამობრუნება, რაც იწვევს ჩლიქის წინა კედლის  გაღუნვას და უსწორმასწორობას და თითის ზედმეტად სწრაფად ზრდას.
  • რქოვანას ზრდის დარღვევა „სირთულის ზოლების“ სახით, რომლებიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ ჩაღრმავებებს და ნახეთქებს კედლის ირგვლივ.
  • დაჩქარებული სისხლის უკუდინება კორიუმს შიგნით, რაც ასტიმულირებს დაბალი ხარისხის (ანუ ძალიან რბილის) რქოვანას დაჩქარებულ ზრდას.
  • ტერფის რქოვანას მოყვითალო (შრატისმიერი) გაუფერულება და უფრო სერიოზულ შემთხვევებში - სიხლის გამოჟონვა თეთრ ზოლში და ტერფის წყლულის არეალში.
  • ჩლიქის ძვლის ჩამოწევა, რომელიც იწვევს კორიუმის გადაადგილებას, როგორც ჩლიქის მიმართულებით (გაფართოვებული და შესუსტებული თეთრი ზოლი),  ასევე გვირგინის რბილობზე (შესივება ჩლიქს ზემოთ).

ჩლიქის ჰიპერტროფია

ჭლიქების მოჭრის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩლიქის ფორმის და დატვირთვის მიმღები ზედაპირების თავდაპირველი ფორმის აღდგენა. ამისთვის აუცილებელია გვქონდეს ზუსტი წარმოდგენა კიდურების ქვედა ნაწილის სწორ ფორმაზე და ფორმის ცვლილებაზე, კიდურის სტრუქტურაზე და ზომებზე, რომლებიც შესაძლებელია წარმოიქმნას ჰიპერტროფიის (გადაჭარბებული ზრდის) შედეგად.  

სურათი 5.

ჰიპერტროფია ძირითადად აღინიშნება ჩლიქის სამ ნაწილში - თითის ბოლოში. ლატერალურ ბრჭყალზე და ტერფზე (განსაკუთრებით ლატერალურ ფრჩხილზე) - და იწვევს ორი ფრჩხილის არათანაბარზომიერებას. ჩლიქის ფორმა - ეს ბალანსია ზრდის სიჩქარესა და ცვეთის ხარისხს შორის დროის მოცემულ პერიოდში: სწორად ფორმირებულ ჩლიქს წონა უნაწილდება ქუსლზე და კედელზე. ტერფის თითქმის მთელი ზრდაპირი თითის ბოლოსთან იღებს წონას, რომელიც თანაბრად ნაწილდება კედლის როგორც აქსიალურ (შიდა), ასევე აბაქსიალური (გარეთა) მხარიდან. კედელი და ტერფი უნდა იყოს გლუვი ქუსლიდან თითის ბოლომდე და ქმნიდეს მუდმივ კონტაქტს მიწის ზდაპირთან და ამდაგვარად ზრდიდეს ტვირთამწეობას. ყოველი ბრჭყალის წინა კუთხე უნდა იყოს საკმაოდ ბასრი, დაახლოებით 45 გრადუსი, ამასთან თითის ბოლო მჭიდროდ უნდა იყოს კონტაქტში მიწასთან გადაადგილების დროს.

ჩლიქის ფორმა = ზრდა  – ცვეთა

ტერფის რქოვანას ზედმეტი ზრდა ყველაზე მეტად დამახასიათებელია უკანა ფეხის ლატერალური ბრჭყალისთვის. სურათზე 5 გამოსახულია ჰიპერტროფირებული კიდურის  წინა ქვედა ნაწილი. მიაქციეთ ყურადღება, რამდენად გრძელია თითის ბოლო და არ ეხება მიწას. წინა კედელი მოღუნულია, ხოლო ლატერალური კედელი  მომრგვალებულია ტერფის ქვეშ.  

ჩლიქების მოჭრა

ჩლიქების მოჭრისთვის გამოიყენება სხვადასხვა აღჭურვილობა  და ხელსაწყოები (სურათი 6). ელექტროხელსაწყოებით გაშლეიფება და მოჭრა   აუცილებელია, თუ ჩლიქების მოჭრა უტარდებათ დიდი რაოდენობით ძროხებს.

სურათი 6.

სამწუხაროდ, ჩლიქების მოჭრა  ეს არაერთჯერადი ამოცანაა. თუმცა მოჭრა ცალსახად აუმჯობესებს კიდურის სტრუქტურას, სიარულს და ზოგადად ძროხის კომფორტს, ძროხებს, რომლებიც მოჭრამდე დადიოდნენ ცუდად, დიდის ალბათობით უკვე განუვითარდათ კორიუმის ან ჩლიქის ძვლის რაიმე სახის შიდა დეფექტი და მათ შეენიშნებათ რქოვანას უფრო სწრაფი ზრდა ვიდრე ნახირში შემავალ სხვა ძროხებს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მართვაში, კვებაში და მოვლა-შენახვაში არსებულ ზოგიერთ შეცდომებს (რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ) არ ასწორებენ. ამდაგვარად, ჩლიქების მოვლა ეს მუდმივი პროცესია, რომელიც ჰგავს ფერმერის მიერ გატარებულ მასტიტის პროფილაქტიკურ ღონიძიებებს. კიდურის ქვედა ნაწილის ჰიპერტროფირებულ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება კონტრპროდუქტიულია. ძროხებს, როგორც გამოსახულია სურათ 4-ზე, მყესები უკვე გაწელილი აქვთ და ისინი გააგრძელებენ არასწორად სიარულს ჩლიქების სწორად მოჭრის შემდეგაც კი. 

კიდურების ქვედა ნაწილის ყველაზე ხშირი დაავადებები

დაზიანებების უმეტესობა, რომელთაც კოჭლობამდე მივყავართ, წარმოიქმნება კიდურების ქვედა ნაწილში და მათგან ყველაზე უფრო გავრცელებულია ტერფის წყლული, თეთრი ზოლის დარღვევა, თითის დერმატიტი და დაჩირქება. კიდურის ქვედა ნაწილის ყველაზე უფრო ხშირი დაავადება შეგვიძლია დავყოთ შემდეგ კატეგორიებად:

  • ჩლიქის დაავადება: ტერფიდან სისხლჟონა, თეთრი ზოლის დარღვევა, ტერფის წყლული, ქუსლის წყლული და თითის ბოლოს წყლული, უცხო სხეულის შეღწევა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნახეთქები, თითის ბოლოს ნეკროზი და ქუსლის გაცვეთა.
  • ძვლის დაავადება, ანუ ჩლიქის და მტევნისებური ძვლების დარღვევა.
  • კანის დაავადება: თითებს შორისი კანის ჰიპერპლაზია (გამონაზარდები და კოჟრები) და ინფექციური დაავადებები, როგორიცაა თითის დერმატიტი, თითებს შორისი ნეკრობაცილოზი (დაჩირქება) და ჭაობის ციებ-ცხელება.

სურათი 7. ქვის კენჭის შეღწევა დაზიანებულ თეთრ ზოლში.

სურათი 8. თეთრი ზოლის აბსცესი. ჩირქი გამოდის გარეთ შედარებით რბილი გვირგვინის რქოვანიდან ქუსლზე წერტილ «А»-ში. წერტილი «В»  თეთრ ზოლში თავდაპირველი შეღწევის არეალი.

სურათი 9. გართულებულ შემთხვევებში კორიუმი (А) შესაძლებელია მთლინად გაცვდეს და გააშიშვლოს ჩლიქის ძვალი (В).უმეტეს შემთხვევაში, თეთრი ზოლის დაზიანების მიზეზის გამო კოჭლობა წარმოადგენს კორიუმსა და ტერფს შორის აბსცესის შედეგს და როგორც ნებისმიერი აბსცესის შემთხვევაში, მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია დრენაჟი. გართულებულ შემთხვევაში კორიუმი შესაძლებელია იყოს იმდენად დაზიანებული, რომ ჩლიქის ძვალი გამოდის გარეთ (სურათი 8). თეთრი ზოლის აბსცესის დრენაჟისას, მნიშვნელოვანია, რომ ინფიცირებულ კანალის მიდებარე კედლის ნაწილი იყოს გახსნილი დრენაჟისთვის.

                                    

სურათი 10. სისხლდენა                                   სურათი 11. წყულიდან გამოსული

ტერფის წყლულის არეალში.                              «ველური ხორცი»

სურათი 12. ტერფის წყლულიდან გამომავალი ჩირქი, რომელიც წარმოადგენს იმის მაჩვენებელს, რომ ჩათრეულია უფრო ღრმა სტრუქტურები და აუცილებელია უფრო რადიკალური მკურნალობის გამოყენება.  ტერფის წყლული ბევრად უფრო ნელა რჩება, ვიდრე დაუტვირთავი ტერფის დაზიანება თეთრი ზოლის აბსცესის ან უცხო სხეულის შეღწევის შედეგად. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ დაუტვირთავი ტერფი ეს უბრალოდ რქოვანას მოშორებაა რქოვანას წარმომქნელი ქსოვილიდან და თვით  რქოვანას წარმომქნელი ქსოვილი არაა დაზიანებული. ტერფის წყლული, მეორეს მხრივ, ეს რქოვანას წარმომქნელი ქსოვილის და ქვემოთმდებარე კორიუმის დაზიანების შედეგია. ამდაგვარად, ახალი რქოვანა წარმოიქმნება ბევრად უფრო ნელა და ტერფის წყლულის მორჩენა ბევრად უფრო რთულია. თუ პირველი წყლული არ განიკურნა, ძროხები იტანჯებიან წყლულებისგან მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობა რაც შეიძლება მალე დავიწყოთ და განვახორციელოთ ის კეთილსინდისიერად.

                                       

სურათი 13. ვერტიკალური ნახეთქიდან,                 სურათი 14.  ჰორიზონტალური ნახეთქი.

გამოსული „ველური ხორცი“.

დაუტვირთავი ტერფის მოშორების შემდეგ ან ტერფის წყლულის დროს გადახვევის გამოყენების აუცილებლობის შესახებ შეხედულებები განსხვავდება. უმეტესობა ფიქრობს, რომ შეხვევას არ გააჩნია მნიშვნელოვანი დადებითი  ეფექტი და თუ შესახვევს დავტოვებთ ერთ-ორ დღეზე მეტხანს მან შესაძლებელია უკუეფექტი მოგვცეს. დაზიანებული ბრჭყალის მოსვენებულ მდგომარეობაში დატოვება დადებით გავლენას ახდენს ცხოველის გამოჯანმრთელებაზე, ფომფორტზე და ზოგად კეთილდღეობაზე. ჩვეულებრივ ეს მიიღწევა ჩლიქების მოჭრით, ანუ ჯანმრთელი ბრჭყალს ტოვებენ უფრო მაღალს და ის იღებს მეტ დატვირთვა. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი აღჭურვილობა ესაა კედელზე და ტერფზე მიმაგრებული ფეხსაცმელი, ტერფზე მიმაგრებული ხის ან რეზინის ბალიშები და რეზინის ბალიშები ლურსმნებზე (სურათი 17-19).

  

            სურათი 17                                  სურათი 18                                           სურათი 19

                           

სურათი 20. თითებსშორისიჰიპერპლაზია

თითების მეორადი დერმატიტით.

სურათი 21. თითებსშორისი კანის ჰიპერპლაზია

მეორადი დაჩირქებით

                              

სურათი  22. დაჩირქება. მიაქციეთ ყურაღება გვირგვინის რბილობის გასივებას და გარდიგარდმო გაშლილ ბრჭყალებს.

სურათი 23.  დაჩირქება ტიპიური ნახეთქით თითებსშორის კანზე, რომელიც ქვემოთმყოფ დერმას აშიშვლებს.

                           

სურათი 24. თითის დერმატიტი: სველი ექსუდატიური გადახლართული ბეწვით.

სურათი 25. თითის დერმატიტი: ადგილი სადაც სრული გაწმენდისას გარეთ გამოდის წითელი ნედლი გრანულაციური ქსოვილი, რომელიც იწვევს ტკივილს.

თითის დერმატიტი – ეს კანის ზედა ფენის ბაქტერიული ინფექციაა. ადრეულ სტადიაში სწრაფი საპასუხო რეაქცია ადგილობრივ ანიბიოტიკურ თერაპიაზე ბაქტერიული ინფექციის არსებობას მოწმობს  (სპიროქეტული ბაქტერიები Treponema ოჯახის). თუმცა თითის დერმატიტის ცალკეული შემთხვევები შეინიშნება საძოვრული შენახვის ძროხებშიც, ინფექციის აფეთქების უმეტესი შემთხვევები გვხდება ბაგურ შენახვაზე მყოფ ცხოველებში, განსაკუთრებით მერძეული ჯიშის ძროხებში. უკვე ფორმირებულ ნახირში დაავადება როგორც წესი ვლინდება ახალშეძენილ ძროხებში ან ახლადგადმოყვანილ დეკეულებში ნახირში შემოსვლიდან 2-8 კვირაში. თითის დერმატიტის ყოველი ცალკეული შემთხვევა (როგორც მასტიტი) უნდა ითვლებოდეს ინფექციის რეზერვუარად სხვა ძროხებზე გადადების რისკით, ამიტომ აუცილებელია დაუყონებლივი მკურნალობა. ხშირად ეს არ ხდება. დაუშვებელია უბრალოდ ვთქვათ, რომ „რამდენიმე ძროხას შეენიშნება მსუბუქი დერმატიტი“, რადგან, თუ არ მივმართავთ მკურნალობას, ინფექცია დაიწყებს დაგროვებას და მალე გავრცელდება ყველა ძროხაზე. ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების შემთხვევაში, აღკვეთა უნდა ეფუძნებოდეს გარემოს ჰიგიენას და დეფინფექციას, ანუ პროფილაქტიკას და არა განმეორებით მკურნალობის კურსს ანტიბიოტიკების ვანებით. მაგალითად:

  • გარემო პირობების გაუმჯობესება დაინფიცირების შესამცირებლად;
  • კლინიკური შემთხვევების მკურნალობა;
  • კიდურების დეზინფექციის რეგულარული გამოყენება (მასტიტის პროფილაქტიკისას ცურთითების დეზინფექცია ხდება დღეში ორჯერ);

                                                             

სურათი 26. დაზიანება ჭაობის ციებ-ცხელებისგან მიმართული ზევით ფეხის გასწვრივ

     სურათი 27. ქუსლის ადრეული ნეკროზი

კოჭლობის წარმოშობის მიზეზები და პროფილაქტიკა

პრობლემური კოჭლობის ნახირში, უპირველესად, მოქმედებს არაერთი ეთიოლოგიური ფაქტორი. კოჭლობა ეს პოლიფაქტორული მდგომარეობის ნათელი მაგალითია, ანუ გააჩნია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც  ჩლიქების მდგომარეობაზე არასასურველ ზეგავლენას ახდენენ. თვითოეული ცალკეული ფაქტორი ცალკე შესაძლებელია არ იწვევდეს კოჭლობას. თუმცა, ერთდროული მოქმედებისას, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული პრობლემები. ზოგიერთი ნეგატიური ზემოქმედება კოჭლობის წარმოქმნაზე ძალიან რთულია თავიდან ავიცილოთ. ამის ტიპური მაგალითებია.

  • მოგება (მშობიარობა), რომლის დროსაც შეინიშნება სისხლდენა ქუსლიდან და თეთრი ზოლის დასუსტება.
  • ბეტონის მყარ ზედაპირზე დიდი ხნით ყოფნა წველის, კვების და სოციალური ურთიერთქმედების დროს.
  • მაღალი წველადობა.
  • კომერციული მიზნებით რძის წარმოებისთვის აუცილებელი კვების მაღალი დონე.

კოჭლობასთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლისას მიიღეთ მხედველობაში შემდეგი ფაქტორები.

ფრთხილი ინტეგრაცია მოგებისას

სწორედ ამ პერიოდში ვლინდება კოჭლობის წარმოქმნის ძირითადი სტრეს-ფაქტორები, ამიტომ აუცილებელია გააზრებული ინტეგრაცია მოგებისშემდგომ გარემოში:

გარემოში ინტეგრაცია. მაგალითად, დეკეულებისთვის სწავლება გამოიყენონ  ბაგები. მოგებამდე ძროხები უნდა მიეჩვიონ იატაკის მყარ ზედაპირს და ისწავლონ სრიალა ბეტონზე დგომა.

  • სპოციალური ინტეგრაცია. მაგალითად დეკეულების შენახვა ძროხებთან ერთად.
  • კვებითი ინტეგრაცია. მაგალითად ტრანზიტული რაციონი.
  • ინტეგრაციის სხვა სახეები. რქენის, დაშინების რისკი შესაძლებელია შემცირდეს:
  • დეკეულების ნახირში ჯგუფებად შემოყვანით
  • მათი ვაშლის ძმრით დაპკურებით
  • ღამის პერიოდში შემოყვანით

დგომის დროის მინიმუმამდე დაყვანა, (ე.ი. ჩლიქების ტრამვატიზმის შემცირება) შემდეგი ქმედებებით:

  • მოგებისას სწორი ინტეგრაციით (იხ. ზემოთ).
  • ბაგების ზომების და ზოგადი კომფორტის ოპტიმიზაციით.
  • შენობის შიგნით ფართო გასასვლელების უზრუნვეყოფით.
  • ბაგების რაოდენობის უზრუნველყოფით 10%-ით უფრო მეტი რაოდენობით ვიდრე ძროხებია.
  • ძროხების ნაკადის კორექტირებით წველის დროს დგომის დროის მიმიმუმამდე დასაყვანად  (იხ. დროის რესურსების განყოფილება).
  • ბაგეებს შორის სათადარიგო გასასვლელების უზრუნველყოფით ძროხების ნაკადის დაჩქარებისთვის, რომლებიც პასუხობენ ყველა მოთხოვნებს.
  • საკვებურასთან საკმარისი სივრცის უზრუნველყოფა  დგომის ხანგძლივობისა და დაშინების შესამცირებლად: მინიმუმ 0,6 მ ძროხაზე და 0,8 მ ახლადმოგებულ ძროხაზე.
  • ძროხების შეყვანა წველისწინა მოსაცდელში უკნიდან ძროხების საწველ დარბაზში ნორმალური ნაკადის უზრუნველსაყოფათ.
  • სიცხიდან მიღებული სტრესის შემცირება.

კარგი არასრიალა და არატრამვულსახიფათო იატაკის საფარით უზრუნველყოფა

  • ზედმეტად უხეში და დამტვრეული ბეტონის ზედაპირის გასწორება.
  • ბეტონის ზედაპირის რეფლირება, თუ ის ზედმეტად სრიალაა.
  • ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომ ძროხები დადიოდნენ თავისი სიჩქარით.
  • კომფორტული ბილიკების კონსტრუირება, რომელზედაც ძროხებს შეუძლიათ ადვილად და სწრაფად იარონ საძოვრებისკენ და უკან.
  • მკვეთრი მოსახვევების გარეშე გადაადგილების მარშრუტების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით თუკი ძროხებს უწევთ ერთდროულად გადადგან ნაბიჯი ქვევით.
  • რეზინების საფარის გამოყენების გათვალისწინება.

კიდურების ოპტიმალური ჰიგიენა:

  • ბაგების და საკვები დერეფნის საკმაო სიგანის უზრუნველყოფა (მგ: 3 და 4,5 მ შესაბამისად)
  • გასასვლელების რეგულარული გაწმენდა.
  • არაავტომატური სკრეპერების გამოყენება.
  • საკმაო რაოდენობის ქვეშსაფენის გამოყენება, ანუ მისი გარკვეული რაოდენობა უნდა იყრებოდეს განყოფილებებს შორის გასასვლებებში და ამით გასასვლელები სასიარულოდ უფრო რბილი, სუფთა და მშრალი გახდეს.
  • წყლის და ნაკელის წუნწუხის დაგროვების არდაშვება ბეტონის ნაპრალებში, კარგი საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მინდორში ორმოების არარსებობთვის და იქ სითხეების დაგროვებისთვის.
  • ძროხების დგომის დროის შემცირება.
  • რეგულარული, მაგალითად ყოველდღიური ფეხების აბაზანები.

ამდაგვარად ფერმერებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეამცირონ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჩლიქების პრობლემების წარმოქმნის სიხშირე მეურნეობის რაციონალური მართვის საშუალებით: სათანადო კვებით (კვების რაციონები), სადგომის სუფთად და მშრალად შენახვით, ფეხების აბაზანების გამოყენებით და კარგად გააზრებული გამრავლებით.

იგორ პრისნიაჟნუკი (ვეტერინარული მედიცინის ექიმი, რძის მწარმოებელთა ასოციაცია, უკრაინა)

წყარო: როდჯერ ბლოვი. მრპ-ის კოჭლობა და ჩლიქების მოვლა. ილუსტრირებული გზამკვლევი. .

 

70

 

მსგავსი

 

ახალმა კვლევამ აჩვენა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკების ზრდა რძის ინდუსტრიაში

ბაქტერიების რეზისტენტობის ზრდა ანტიბიოტიკების მიმართ საფრთხის მაუწყებელი ნიშანია მსოფლიოსთვის. ან...

მასტიტის მკურნალობა დეტალების ცოდნას მოითხოვს

პირუტყვის ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიც მასტიტი...

თანამედროვე მოწყობილობები სარძეო ფერმის ეფექტური ფუნქციონირებისათვის

დღეისათვის სარძეო ფერმის უკეთ ფუნქციონირებისათვის ძალია...

 

comments powered by Disqus