ექსტენსიური ფერმების წარმოების ინდექსები - 2018 წლის იანვარი

GeorgianDairy-ს წარმოების ინდექსების მიხედვით, კომერციული ფერმების სეგმენტი მნიშვნელოვნად ვითარდება და თვალსაჩინო წინსვლას განიცდის.

წყარო:GeorgianDairy.org

რძის წარმოების ინდექსის მიხედვით, ექსტენსიური ფერმებისთვის 2018 წელი შარშანდელზე დადებითად დაიწყო. თებერვლის დასაწყისისთვის, ინდექსმა  180-ს მიაღწია. შარშან იგივე პერიოდისთვის ინდექსი მხოლოდ 140-ს უჩვენებდა.  ეს ყოველივე იმას ნიშნავს რომ მიმდინარე წლის იანვრის ბოლოსთვის, ტიპიურ ადგილობრივ ექსტენსიურ ფერმაზე საშუალოდ 29%-ით მეტი რძე მოიწველა ვიდრე ეს შარშან მოხდა.

მართალია რომ ტიპიურმა ფერმამ ვერ შეძლო ზამთრის პირობებში პროდუქტიულობის მასშტაბურად გაზრდა, მაგრამ მან მნიშვნელოვნად გაზარდა მეწველი პირუტყვის სულადობა. რძის წარმოების აღნიშნული ზრდა (+29% შარშანდელ იანვართან) ნაკლებად იყო გამოწვეული საშუალო წველადობის, ანუ პირუტყვის პროდუქტიულობის ზრდით (+5% შარშანდელ იანვართან); ნაწველის 29%-იანი მატება ძირითადად მეწველი ძროხების რაოდენობის  გაზრდის (+22% შარშანდელ იანვართან) ხარჯზე მოხდა.

რძის წარმოების შარშანდელი პიკის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში პირველად დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა.  წარმოების შარშანდელმა პიკმა ინდექსზე 327[1] უჩვენა და შემდეგ, წველის სეზონის გადავლასთან ერთად, ინდექსის ვარდნაც დაიწყო.

აღნიშული ვარდნა, რძის წარმოების ინდექსში 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდა - 2018 წლის დასაწყისში, ინდექსმა კვლავ ზრდა დაიწყო. სეზონური ხასიათის კლების შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, რძის წარმოების ინდექსის აღმასვლა საკმაოდ ხისტი გამოდგა: +26% წინა თვესთან.  წლის დადებითი სტარტი იმედს გვაძლევს რომ 2018 წელს კომერციული სექტორის (ამ შემთხვევაში ექსტენსიური ფერმების სეგმენტის) მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ექსტენსიური ფერმებისთვის რძის წარმოების ინდექსის მატება, წველის სეზონის დაწყებისა და ნედლ რძეზე ფასების ვარდნის მომასწავლებელია. როგორც წესი, რძის წარმოების ინდექსსა და ნედლი რძის ფასებს შორის კორელაცია უარყოფითია - ნედლი რძის მიწოდების ზრდასთან ერთად ეცემა მისი ფასი. 2018 წლის

 

[1] რაც იმას ნიშნავს რომ რძის წარმოება 3-ზე ოდნავ მეტჯერ იყო გაზრდილი 2017 წლის დასაწყისთან შედარებით

 

მასალის გამოყენების პირობები

233

 

მსგავსი

 

ნედლი რძის ფასები – გამოკითხვის შედეგები – 18-05-18

GeorgianDairy-ს უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით ნედლი რძის საბითუმო ფასები დასტაბილურდა –...

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 11-05-18

GeorgianDairy-ს უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, ნედლი...

ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი - 2018 წლის აპრილი

GeorgianDairy-ს მიერ გამოქვეყნებული მომგებიანობის ინდექ...

 

comments powered by Disqus