ესტონელი ექსპერტი ლეელის ოტსი საკვებ რაციონზე კონსულტაციების გასაწევად  ორ ქართულ ფერმას ეწვია

 

ესტონელი ცხოველთა კვების სპეციალისტი ლეელის ოტსი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დაფინანსებით დღეს საქართველოში ჩამოვიდა და შპს „დორანი ფერმასა“ და ინდ. მეწარმე როინ ტერტერაშვილის ფერმებს ეწვია. ესტონელი ექსპერტი საქართველოში 7 აპრილამდე დარჩება და ამ დროის განმავლობაში „საქართველოს მერძევეთა ასოციაციაში“ გაერთიანებულ ყველა ფერმას ესტუმრება.

ლეელის ოტსის ვიზიტის მიზანია, რომ საქარათველოში არსებულმა კომერციულმა ფერმებმა კონსულტაციების შემდეგ საკვები რაციონის უკეთესად შერჩევის ხარჯზე პროდუქტიულობა აამაღლონ. ინტენსიური ფერმების მონახულების შემდეგ ესპონელი ცხოველთა კვების ექსპერტი ადგილობრივ სპეციალისტებსაც შეხვდება.  

შეგახსენებთ რომ ესტონელი კონსულტანტი ქართულ თანამედროვე ფერმების წარმომადგენლებთან შემდეგ 10 ძირითად საკითხზე იმუშავებს:

  1. ქართულ ბაზარზე არსებული საკვების, საკვებდანამატების და ბალახის ქიმიური და სასურსათო კვებითი ღირებულების შეფასება;
  2. „საქართველოს მერძევეობის ასოციაციის“ წევრ რძის მწარმოებლებთან ურთიერთობა მათი მიზნებისა და ამოცანების, ასევე კონკრეტული მოთხოვნილებების გარკვევის მიზნით;
  3. ფერმებში არსებული კვების სისტემების კვებითი და ეკონომიკური ღირებულების შეფასება;
  4. ფერმებში არსებული კვების რეჟიმების ეფექტურობის შესწავლა;
  5. არსებული რაციონების და ბაზარზე ხელმისაწვდომი პოტენიურად გამოყენებადი კვების კომპონებტების ლაბორატორიული ანალიზის უზრუნველყოფა (ევროკავშირის ლაბორატორიებში) ;
  6. ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით კომერციული ფერმებისთვის რჩევის მიცემა, რომ გამოიყენონ ახალი კომპონენტები თავიანთ კვებით სისტემებში და ასევე განავითარონ ახალი კვებითი რეჟიმი ბაზრის შესაძლებლობებიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე;
  7. კვების რაციონის ნიმუშის იმგვარად შედგენა, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ზრდას, პირუტყვის რეპროდუქციულობას, ჯანმრთელობას, შესრულებას და ხარჯთეფექტურობას;
  8. რჩევები „მერძევეობის ასოციაციის წევრებს“ ცხოველთა საკვების წარმოების ტექნიკის გაუმჯობესების შესახებ;
  9. დისტანციურად მიღება და ანალიზი ფერმერებისგან მიწოდებული შედეგების, რომელიც რაციონის შედგენამ გამოიწვია და რაციონის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში;
  10. ანგარიშის დაწერა, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;

 

229

 

მსგავსი

 

ინტერვიუ ესტონელ ცხოველთა კვების სპეციალისტ მეელს ოტსთან

 

მიმდინარე წლის 3 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოს მერძევეობს ასოციაციას გ...

 

comments powered by Disqus