ევრომონიტორი: 20 “მეგა” ტრენდი რომელიც გავლენას იქონიებს მსოფლიო ბაზარზე 2030 წლისთვის

ევრომონიტომა გამოავლინა 20 მეგა ტრენდი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო ბაზარს 2030 წლისთვის. ანალიზში მომხმარებელი განხილულია როგორც ბიზნესის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

კვლევაში ნათქვამია, რომ დღეს არსებული სწრაფად ცვალებადი გარემო უფრო რთულს ხდის კომპანიებისთვის არ ჩამორჩნენ კონკურენტებს.

მეგა ტრენდი წარმოადგენს მომხმარებლის ქცევის ან დამოკიდებულებების გრძელვადიან ვცლილებას, რომელსაც გლობალური გავლენა აქვს ინდუსტრიებზე.

იმისათვის რომ კომპანია არ ჩამორჩეს სწრაფად ცვალებად ბაზარს და მოახდინოს ადაპტირება მომხმარებლის ქცევის ცვლილების შესაბამისად, მან უნდა მოახდინოს მეგა ტრენდების ანალიზი და შეიტანოს ის კომპანიის სტრატეგიაში.

ერთ-ერთ მეგატრენდს წარმოადგენს მომხმარებლის სურვილი რომ პროდუქტის შეძენისას მონაწილეობა მიიღონ მის შექმნაში.

მაგალითისთვის ნაყინის მწარმოებელმა კომპანია “მაგნუმმა” მომხმარებელი წარმოების პროცესის ნაწილად აქცია - ბოლო სამი წლის განმავლობაში მაგნუმმა გახსნა მაღაზიები ლონდონში სახელწოდებით “გააკეთე შენით”, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს თვითონ შექმნას ნაყინი თავისი გემოვნებით.

წყარო: www.dairyreporter.com

119

 

comments powered by Disqus