ევროპაში დააფიქსირეს საქონლის საშიში ინფექცია

ბალკანეთის სამმა  სახელმწიფომ (ბულგარეთი, საბერძნეთი და მაკედონია) დააფიქსირა  პირუტყვში  კვანძოვანი დერმატიტის შემთხვევები , რომელიც  ბალკანეთის ქვეყნებში  და  ასევე მის ფარგლებს გარეთ საფრთხეს უქმნის საქონელს. ამის შესახებ  ინფორმაცია მოგვაწოდა უკრაინის მეცხოველეების ასოციაციამ.

ადრე დაავადება უკვე რეგისტრირებული იყო იზრაელში (2012 წელს), თურქეთში (2013წ), აზერბაიჯანში (2014წლის ივლისში), რუსეთში (2015 წლის ივლისში) და საბერძნეთში (2015 წლის აგვისტოში). როგორც ასოცოაცოაში აღნიშნავენ, ვირუსის ტრანსმისია ძირითადად მექანიკური საშუალებებით ხდება. ინფექცია გადადის მწერების ნაკბენიდან (კოღოები, ბუზები, ტკიპები და ა.შ.). შესაძლოა ინფექცია შემოვიდეს ინფიცირებული ზონიდან ქარის ან სატრანსპორტო საშუალებებით ან ცხოველი შეიძლება დაინფიცირდეს  დაბინძურებული საინექციო ნემსის მეშვეობით.

ინფექციის გადადება  ხდება წელიწადის თბილ თვეებში, როდესაც ამას ხელს უწყობს პირობები (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ.). დაავადების გამომწვევი მიზეზები ასევე შესაძლოა გავრცელდეს დაბინძურებული საკვებიდან, წყლიდან, აპარატურითა და ინვენტარით. ვირუსი არ არის გადამდები ადამიანზე.

ძირითადი პრობლემა არის ის, რომ  მსხვილი რქოსანი პირუტყვის მკურნალობა კვანძოვანი დერმატიტის საწინააღმდეგოდ ჯერ არ არის შემუშავებული, ამიტომ მეცხოველეებმა დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ პროფილაკტიკისა და დაცვის ზომები, რათა  თავიდან  აიცილონ ცხოველების დაინფიცირება .

"დღეს, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სახელმწიფო სამსახურის რეორგანიზაციის გამო უკრაინა რისკავს, რომ დაკარგოს პირუტყვის საშიში დაავადებების ეპიზოოტიკური სიტუაციის კონტროლი. ასევე ყალიბდება საშიში სიტუაცია საზოგადოებრივი კვლევითი ლაბორატორიებთან მიმართებაში, რადგანაც დეპუტატებს გააჩნიათ სურვილი, რომ  მიიღონ  მათი პრივატიზაციის კანონი. მხოლოდ სახელმწიფო სამეცნიერო ლაბორატორიების დახმარებითაა  შესაძლებელი თავის  დროზე დაისვას კონკრეტული დაავადების დიაგნოზი, რის შემდეგაც ყველანაირი ზომები უნდა მოიძებნოს რომ მოხდეს დაავადების პრევენცია. იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სახელმწიფო სამსახური მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა არ დაუშვას აღნიშნული მსხვილი რქოსანი პირუტყვის დაავადების შემოსვლა უკრაინაში  და  მისი გავრცელება“.  ამბობს მოცხოველეების ასოციაციის თავჯდომარე ირინა პალამარი.

მისი თქმით, მხოლოდ ვეტერინარული სამსახურის ადგილობრივი ზუსტი კონტროლი დაეხმარება დაავადების იდენტიფიცირებას თავის დროზე, რათა თავიდან იქნას აცილებული   ეპიდემიის გავრცელება.

წყარო: agroportal.ua

1285

 

მსგავსი

 

რძის წარმოების მომგებიანობის ინდიკატორი – 2020 IX

 

ქართული ინტენსიური მერძეული სექტორისთვის პირუტყვის საკვების ფასი კიდევ უფრო მეტა...

ახალი გზამკვლევი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მწარმოებლებისთვის

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ აქტივობების ფარგლებში ახალ...

ევროპის რძის ბაზარი – 2020 IX

 

ევროპის რძის ბაზარი კრიზისისადმი გამძლე გამოდგა, თუმცა არსებობს გარკვეული წუხილი...

 

comments powered by Disqus