FAO-ს საკვების ფასების ინდექსი შემცირებას განაგრძობს

 

საკვები კალათის ჯამური ღირებულება უკვე ხუთი თვეა იკლებს. FAO-ს მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია რძის პროდუქტებსაც ეხებათ.

 წყარო: FAO

FAO-ს საკვების ფასების ინდექსის მიხედვით, საკვებზე საერთაშორისო ფასები მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა; საკვების ფასებზე წლიურმა ცვლილებამ -7.4% შეადგინა. ოქტომბერში ფასები გაიზარდა შაქარსა და მარცვლეულზე (მცირედით), თუმცა საერთო ჯამში FAO-ს ინდექსი მაინც შემცირდა რაც  რძის პროდუქტების, ხორცისა და მცენარეული ზეთების გაიაფების დამსახურებაა:

 წყარო: FAO

კონკრეტულად რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, რომელიც FAO-ს საკვების ფასების ინდექსის ერთ-ერთი კომპონენტია, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 4.8%-ით დაეცა, წინა წელთან კი - 15.3%-ით. FAO-ში რძის პროდუქტებზე ფასების შემცირებას მის მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში საექსპორტო მიწოდების ზრდას უკავშირებენ. 

107

 

მსგავსი

 

პირველი იანვრიდან 140 კგ-მდე მსქვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალა

მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის #592 დადგენილებით ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტე...

 ქართული ნედლი რძით ნაწარმოებ პროდუქტებს სპეციალური აღნიშვნა ექნებათ

 

ქართული რძის ნიშნის პრეზენტაცია 22 იანვარს,  14:00 საათზე, თბილისში, სასტუმ...

მერძევე ფერმერი გიორგი ბიკაშვილი დარგის პრობლემად კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას მიიჩნევს

ფერმერი გიორგი ბიკაშვილი 25 წელია დედოფლისწყაროში მერძევეობის ბიზნეს მისდევს. 2015 წელს  150...