FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის ზრდა მაისში რძის პროდუქტებზე ფასებმა განაპირობა

მაისში სასოფლო სამეურნეო პროდუქციაზე ფასებმა გლობალურად მოიმატა, თუმცა, სხვა პროდუქტებთან შედარებით, რძის პროდუქტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა საშუალოდ 176.2 ერთეული შეადგინა რაც 1.2%-ით არის გაზრდილი აპრილის თვესთან შედარებით.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ზომავს შერჩეულ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასების ყოველთვიურ ცვლილებას. მაისის თვეში ინდექსის ზრდა განპირობებული იყო ფასების ზრდით მარცვლეულზე და რძის პროდუქტებზე, ასევე მცირედით გაიზარდა მცენარეული ზეთების ფასი.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა მაისში, რაც, საშუალოდ, 11.5%-ით მაღალია გასულ წელთან შედარებით. მიმდინარე ცვლილებები ძირითადად გამოწვეულია შემცირებული წარმოებით ახალ ზელანდიაში, რომელიც რძის პროდუქტების წამყვან ექსპორტიორს წარმოადგენს.

წყარო: www.fao.org

140

 

მსგავსი

 

პასუხი 8 ხშირად დასმულ კითხვაზე რძის პროდუქტებზე

თქვენ შესაძლოა გსმენიათ, რომ რძის პროდუქტებს ჯანმრთელობ...

“მილკა“ ბიო რძის პროდუქტების წარმოებას იწყებს

კომპანია „მილკას“ ხარისხის მართვის მენეჯერი...

 

comments powered by Disqus