FDA-ს ექსპერტები ამერიკაში ექსპორტიორი ქართული საწარმოების ინსპექტირებისთვის ჩამოვლენ

FDA-ს  ექსპერტები იმ საწარმოებს შეამოწმებენ, სადაც შეერთებულ შტატებში ექსპორტზე შეტანილი ყველი მზადდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ( FDA - Food and Drug Administration) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამერიკაში ექსპორტიორი ყველის მწარმოებელი კომპანიების მოსალოდნელი კონტროლის შესახებ შეტყობინება გამოუგზავნა.

„ამერიკის ბაზარზე  გარკვეული წარმოშობის ქართული პროდუქცია აჭარიდან და სხვა რეგიონებიდან გადის და მინდა გითხრათ, რომ FDA-დან მოვიდა შეტყობინება სამინისტროში. მათ გაიგეს ექსპორტის შესახებ. FDA ინსპექტორატი პირველად საქართველოს ისტორიაში აპირებს ჩამოვიდეს და ექსპორტიორი კომპანიები შეამოწმოს. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს კომპანიები FDA-ს შემოწმებას ვერ გაივლიან და ბაზარს ჩაკეტავენ ქართული საწარმოებისთვის. თუმცაღა არ არის დიდი რაოდენობის ექსპორტი ამერიკაში და ძირითადად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები არიან იქ მომხმარებლები. ამ კომპანიებს ჩვენ ვაცნობეთ კონტროლის შესახებ და თუ მოემზადებიან და გაივლიან FDA-ს შემოწმებას ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით“, - აცხადებს სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე.

რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარი“ ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელსაც ამერიკელი ექსპერტები შეამოწმებენ. „ცეზარის“-ს დამფუძნებელი ცეზარ კახაძე ამბობს, რომ FDA-ს მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ ინფორმირებულია და შემოწმების წარმატებით გასავლელად ემზადება: „ჩვენ გუშინაც გვქონდა მიმოწერა FDA-სთან და ისინი სავარაუდოდ მაისში ჩამოვლენ. მე ვყოფილვარ ამერიკაში და იქ უზარმაზარი მაღალტექნოლოგიური საწარმოებიც მინახავს, მაგრამ ასევე შემხვედრია ჩვენზე ცუდი საწარმოები. და ისინი იქ შეუფერხებლად მუშაობენ. ჩვენ გვაქვს დრო, რომ მაქსიმალურად მზად დავხვდეთ ინსპექტირებას. მთავრობაც დაინტერესებული უნდა იყოს ჩვენი ექსპორტის შეუფერხებლობით რადგან ჩვენ უკვე გაჭრილი გვაქვს საექსპორტო გზა.  ჩვენთვის ბაზრის ჩაკეტვა კი სხვებისთვისაც ბაზარს დიდი ხნით ჩაკეტვას“, - აცხადებს კახაძე.

ავტორი: ზურა მოდებაძე

737

 

მსგავსი

 

რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი FDA-ს დასკვნას უახლოეს ხანში ელოდება

 

შპს რძის პროდუქტების კომპანია ცეზარი FDA-ს (Food and...

Mercy Corps-ი რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარს“ FDA-ს შემოწმებისთვის საწარმოს მომზადებაში დაეხმარება

 

FDA-ს (Food and Drug Administration - ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა...

 

comments powered by Disqus