georgianmilk.ge-ს რჩევები რძის პროდუქტების მომხმარებლებს

 

ქართული რძის ნიშნის ოფიციალური ვებგვერდი www.georgianmilk.ge მომხმარებლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სადაც ნათქვამია, რომ ბოლო წლებში რძის ფხვნილის გამოყენება ყველის წარმოებაში საგრძნობლად გაიზარდა. ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი წარმოების დაბალი ხარჯია. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება უნდოდეს კიდევაც რძის ფხვნილით დამზადებული ყველის შეძენა, თუმცა ყველა მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს როცა პროდუქტი დამზადებულია რძის ფხვნილისგან და ეს ინფორმაცია ეტიკეტზე მკაფიოდ/ნათლად  უნდა იკითხებოდეს.

2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის და რძის პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტში შეიტანა ცვლილებები, რომელიც მიხედვითაც იკრძალება ყველი უწოდო იმ პროდუქტს, რომელიც  რძის ფხვნილს ან/და მცენარეულ ცხიმს შეიცავს. თუმცა სხვა სახელები, რომელებიც არ შეიცავენ დასახელებაში სიტყვას „ყველი“, ხშირად გვხვდება რძის პროდუტების ეტიკეტებზე და მომხმარებელს ჰგონია, რომ ეს პროდუქტი ნედლი რძისგან დამზადებულია. მაგალითისთვის ასეთი სახელებია: სახაჭაპურე, ექსტრა, ჭყინტი.   

რეკომენდებულია არ იყიდოთ ყველი ისეთ გარემოში, რომელიც არ არის სუფთა და ჰიგიენური, და ასევე არ იყიდოთ ყველი თუ გაურკვეველია სად და რისგან არის ის დამზადებული.

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს:

  • წარწერა ეტიკეტზე "ყველი" ნიშნავს, რომ პროდუქტი დამზადებულია ნედლი რძისგან, ხოლო თუ სიტყვა „ყველი“ არ არის მითითებული, ესე იგი პროდუქტი დამზადებულია აღდგენილი რძით (რძის ფხვნილით) და მცენარეული ცხიმით.
  • ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვა. თუ პროდუქტის შემადგენლობაში წერია მცენარეული ცხიმი, ეს ნიშნავს რომ პროდუქტი არ არის დამზადებული ნედლი რძით.
  • თუ ყველი არის ეტიკეტის გარეშე, მომხმარებელს აქვს უფლება რეალიზატორს/გამყიდველს დამატებითი ინფორმაცია (მაგ. შემადგენლობა, დამამაზადებლის სახელი) მოთხოვოს, გამყიდველი კი ვალდებულია ეს ინფორმაცია მომხმარებელს მიაწოდოს.
  • თუ გამყიდველი სარეალიზაციო ობიექტი ვერ წარადგენს ინფორმაციას ყველის შესახებ, მომხმარებელს უფლება აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოში დარეკოს და მომხდარი ფაქტი დააფიქსიროს.

 

137

 

მსგავსი

 

„ჯავახეთის მდელოები“ ყველს ნედლი რძით და HACCP -ის სტანდარტის გამოყენებით აწარმოებს

 

„ჯავახეთის მდელოები“ ინდივიდუალური მეწარმე კარენ სიმონიანის მიერ დაა...

comments powered by Disqus