GHN: სურსათის ეროვნულ სააგენტოში მემორანდუმი გაფორმდა

 

ახალი ამბების სააგენტო GHN-ის მიხედვით:

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შორის, რომელიც ითვალისწინებს ქართველი და თურქი ვეტერინარებისა და მცენარეთა დამცველების თანამშრომლობას და ტრენინგებს აგრარული მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისის კოორდინატორმა ნეჯლა დემირდაღმა.

„ცხოველთა ინფექციური და მცენარეთა სოკოვან-ბაქტერიული დაავადებების რისკის შეფასებისა და ზედამხედველობისათვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. თურქულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ დიაგნოსტიკის ლაბორატორიული მეთოდებისა და ადრეულ ეტაპზე ვირუსის შემოჭრა-შემოტანის გამოვლენის მექანიზმის დახვეწას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის ეპიზოოტიურ და ფიტოსანიტარიულ კეთილსაიმედოობას", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობას დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც 1992 წელს დაარსდა და დღეისათვის 59 ქვეყანაში საქმიანობს."


ბმული პირველწყაროსთან

130

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...