გლობალური ტენდენციები: ფასების გამყარება ჯერ-ჯერობით შენარჩუნდება, მომავალ წელს კი შეიძლება ფასებმა იკლონ

 

რაბობანკის მიხედვით, საერთაშორისო დონეზე რძის პროდუქტების ფასები 2020 წლის მეორე ნახევრამდე არ შემცირდება. ამ ეტაპზე 2020 წელი რთულად პროგნოზირებადია, მის მეორე ნახევარში შესაძლოა რეცესიით გამოწვეული ფასების ვარდნაც კი ვიხილოთ.

რაბობანკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი საფინანსო ინსტიტუტია. მის კვლევებსა და რეპორტებს მთელს მსოფლიოში უდიდეს ყურადღებას ანიჭებენ

მართალია რომ ბოლო დროს რძის პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობაში ფასები გამყარდა, თუმცა ეს არ ასახულა ფერმების გაფართოებაში. შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ფასების შემცირება მიწოდების სწრაფი ზრდის ხარჯზე ვერ მოხდება. გაზრდილი ფასები სავარაუდოდ შენარჩუნდება მომდევნო წლის მეორე ნახევრამდე, თუმცა 2020 წელი ძალიან ბუნდოვანია.

მომდევნო წლის მეორე ნახევარში გლობალური ეკონომიკის რეცესიის რისკები ძალიან მაღალია. რაც ნიშნავს რომ მაღალია საბოლოო მოხმარების ვარდნის რისკი. მოვლენების ასეთი განვითარება (რეცესია) უკვე საბაზისო სცენარია რაბობანკის „გლობალური ეკონომიკის“ გუნდისთვის. რაბობანკში აცხადებენ რომ როგორც წესი, რეცესიების დროს რძის პროდუქტებზე ფასები 20-40%-ით მცირდება.

ფასების მსგავსი ვარდნა ქართულ რძის პროდუქტს ნაკლებად შეეხება: ხშირად ჩვენ მოწყვეტილები ვართ გლობალურ ტენდენციებს, რაც მეტწილად ტრადიციულ, ადგილობრივ რძის პროდუქტებზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნის გამო ხდება. თუმცაღა საერთაშორისო ტრენდები მაინც ახდენენ გარკვეულ გავლენას ქართულ ბაზარზე. საზღვარგარეთ რძის პროდუქტის გაიაფება საქართველოსთვის ნიშნავს გაიაფებულ იმპორტს, მათ შორის ფხვნილის იმპორტსაც.

მიმდინარე კურსით, 20-40%-ით გაიაფებული უცხოური რძის პროდუქტი ნიშნავს რომ საქართველოში ლიტრი რძის ფხვნილის აღდგენის ღირებულება[1] 1.10 ლარიდან დაახლოებით 0.77 ლარამდე შემცირდება. მართალია რომ ეს შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს, ან თუ მოხდება 2020 წლის მეორე ნახევარში, თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რეცესიის შანსები მაღალია. საქართველოში ლიტრი ნედლი რძის საშუალოწლიური ფასი (ფერმის კართან) 0.90 ლარის ფარგლებშია. ამიტომ ადგილობრივი ფერმერები უნდა მოემზადონ კონკურენციის შესაძლო ზრდისთვის და უფრო მეტი დრო დაუთმონ თავიანთი წარმოების ეფექტიანტობის ზრდას.


[1] იმპორტირებული ფხვნილითა და კარაქით

147

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...