გურჯაანი ყველისა და კულინარიის ფესტივალს უმასპინძლებს

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება,  რომელიც მიზნად ისახავს ქართული ყველის სახეობების და ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყველისა და სხვა აგროპროდუქციის გამოფენა და მასტერ-კლასები ყველისგან კერძების მომზადებაში, რომელსაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი შეფ-მზარეულები გაუძღვებიან. ფესტივალის პროგრამაშია ასევე კულინარიული კონკურსები. ყველის ფესტივალზე გამოყოფილი იქნება სახელგანთქმული კახური ღვინის კუთხე.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ეთნო-ანსამბლები, მოწვეული მომღერლები და დიჯეი

მთავარი სიურპრიზი ფესტივალის სტუმრებს ღონისძიების ბოლოს ელოდება. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, კულინარიული ოსკარის" Bocuse d"Or ეროვნული შესარჩევი ტურის ფინალისტები გემრიელ შოუს" მოაწყობენ.

საქართველოში ამჟამად ოფიციალურად ყველის 14 ტრადიციული სახეობაა დარეგისტრირებული.

89

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის ოქტომბერი

 

სამომხმარებლო ფასების ზრდა ოქტომბრის თვეშიც გაგრძელდა. რძის პროდუქტების კალათის...

რძის ფხვნილის საერთაშორისო ბაზარი და საქართველო - 2019 წლის ოქტომბერი

 

საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი ფხვნილი კვლავ გაძვირებულია. საერთაშორისო ბაზა...

საქართველოში პირველი მესაქონლეობის ექსპო გაიმართა

2019 წ. 26 ოქტომბერს, საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და საქართველოს მერძევ...

 

comments powered by Disqus