იაპონელი აგროექსპერტები ქართველი ფერმერებისთვის ტრენინგკურსებს შეიმუშავებენ

 

ქართველიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა  და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელი ექსპერტები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების შესაძლებლობებს გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელთან, ეჯირი იოკიჰიკოსთან  და იაპონელ ექსპერტებთან ერთად პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი მიმართულებები განიხილეს.  

პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელმა ექსპერტებმა  საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში მოქმედი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა ადგილზე შეისწავლეს. იაპონელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას  წილკნის ბაზაზე გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის  და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ იაპონელი სპეციალისტები ქართველი ფერმერებისთვის/კოოპერატივის წევრებისთვის სასწავლო და ტრენინგ კურსების პროგრამას შეადგენენ.

 

 

104

 

მსგავსი

 

იაპონელმა ექსპერტებმა ქართველ ფერმერებს იაპონური კოოპერაციის გამოცდილება გააცნეს

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენ...

საქართველოში კოოპერატივის წევრების დასატრენინგებლად იაპონელი სპეციალისტები ჩამოვლენ

 

მიმდინარე წლის ზაფხულში იაპონელი ექსპერტები  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქა...

 

comments powered by Disqus