იაპონელმა ექსპერტებმა ქართველ ფერმერებს იაპონური კოოპერაციის გამოცდილება გააცნეს

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა  და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით თემაზე „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ სემინარი  გაიმართა. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივმა წარმომადგენელმა  საქართველოში ეჯირი იოკიჰიკომ მიმართა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის ექსპერტები ონეკურა სუსუმუ   და ნაკადა შუნიჩი ხელმძღვანელობდნენ.  სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა კოოპერატივის, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული სუბიექტის  შექმნისა და  განვითარების  თავისებურებები განიხილეს და იაპონიაში სოფლის მეურნეობის და  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების განვითარების გამოცდილება გაიზიარეს.  

სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების მხარდაჭერაზე, მიმდინარე პროექტებსა და ღონისძიებებზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ ისაუბრა. სემინარს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და  საქართველოს პარლამენტის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა  და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“   ფარგლებში გაიმართა.

 

113

 

მსგავსი

comments powered by Disqus