იმერული ყველის ბაზრის კვლევის შედგები

საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რასაც ასოციაცია საქრძის მიერ ჩატარებული ყველის ბაზრის კვლევაც ადასტურებს (კვლევა მოამზადა მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსმა - TNS Georgia, ასოციაცია საქრძის დაკვეთით).

რას ფიქრობს მომხმარებელი?

ყველი - ქართველო მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია. აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა (953 ადამიანი) უმრავლესობა (93%) მიირთმევს.  ყველს მომხმარებელთა 26% სასურსათო მაღაზიებში და სუპერმარკეტების ქსელში ყიდულობს, 24% ბაზარში, ხოლო 14% ჰიპერმარკეტებში. გამოკითხულთა 84% იმერულს გემოვნური თვისებებით არჩევს,  61% კი თვლის რომ ყველი რომელსაც ყიდულობს შემოწმებულია. ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას გამოკითხულთა მხოლოდ 20% ეცნობა მუდმივად. ეტიკეტზე მოცემული ინფორმაციიდან ყველაზე მეტად ინტერესდებიან ბრენდის დასახელებით (78%), ცხიმის შემცველობით (59%), რძისგან თუ რძის ფხვნილისგან არის დამზადებული ყველი (54%).  ნაკლებად ინტერესდებიან მცენარეული ცხიმის შემცველობით (36%), ვადით (23%) და დამზადების თარიღით (6%).

გამოკითხვამ ასევე აჩვენა რომ მოსახლეობა ყველს საკმაოდ უსაფრთხო პროდუქტად აღიქვამს, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობას (62%) არ სმენია იმ დაავადებების შესახებ რომელიც მავნე რძის პროდუქტის (ამ შემთხვევაში იმერული ყველის) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.

რა არის რეალობა?

კვლევის ფარგლებში ლაბორატორიული შემოწმება ჩაუტარდა სხვადასხვა სავაჭრო პუნქტიდან აღებულ 15 ყველის ნიმუშს. ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა რომ 15 ნიმუშიდან 12 არ აკმაყოფილებდა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ნორმებს. ნიმუშების ნაწილში (8 ნიმუში) აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი, ნაწილში კი ნაწლავური ბაქტერიების რაოდენობა აღემატებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმას (ნჩჯბ - კოლიფორმული ბაქტერიები - 9 ნიმუში, კოაგულაზადადებითი სტაფილოკოკები - 7 ნიმუში).

კვლევაში ჩართული იყო ასევე სურსათის უვნებლობის კონსულტანტი - მიკრობიოლოგი ირმა ანთია, რომელმაც იმ საფრთხეებზე ისაუბრა რომელიც შესაძლოა დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას ბაქტერიებით დაბინძურებული რძის პროდუქტის (ყველის) მიღებისას. მისი განცხადებით პათოგენური ბაქტერიები წარმოადგენენ საფრთხეს უვნებლობისთვის და შესაძლოა გამოიწვიონ საკვებისმიერი დაავადებები როგორიცაა საკვებისმიერი ინფექცია, ინტოქსიკაცია, ან ტოქსიკოინფექცია.

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მეწარმემ უნდა დაიცვას როგორც ზოგადი ასევე პირადი ჰიგიენის მოთხოვნები, მოთხოვნები ინფრასტრუქტურის მიმართ, მოახდინოს პერსონალის დატრენინგება, დანერგოს HACCP-ის სისტემა საწარმოში.

ასოციაცია საქრძე მომავალში გეგმავს კამპანიის წამოწყებას რომლის მიზანიც იქნება მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება.

მასალის გამოყენების პირობები

866

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის აგვისტო

 

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათა სეზონურად გაძვირდა. წლიდან წლამდე კალათის...

აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ თვეში აღდგენილსა და ქართულ (შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში ნაწარმ...

ინტენსიური ფერმის ინდექსები - 2019 წლის აგვისტო

 

წინა წლების პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება. წლიურ ზრდასთან ერთად, კვლავ შეი...

 

comments powered by Disqus