იმპორტირებული საკვები იაფდება - საკვების ფასების ინდიკატორი - 2018 წლის სექტემბის მაჩვენებლები

 

საქართველოში იმპორტირებული სოიოს შროტი და სიმინდი ბოლო 2 თვეა იაფდება, თუმცა GeorgianDairy-ს საკვების ფასების ინდიკატორი ჯერ კვლავ შარშანდელზე მაღალ დონეზე რჩება.


საკვების ფასების ინდიკატორი გვიჩვენებს მერძეული ფერმის საკვების საბაზრო ფასების დონეს საქართველოში. ის ითვლის 100 კილოგრამი გამარტივებული კომბინირებული საკვები რაციონის ღირებულებას. გამარტივებული რაციონი შედგება 70 კგ სიმინდისა და 30 კგ სოიოს შროტისაგან. ინდიკატორი ეფუძნება სიმინდისა და სოიოს შროტის იმპორტის ღირებულებებს. GeorgianDairy-ს საკვების ფასების ინდიკატორი IFCN-ის მიერ გამოქვეყნებული საკვების ინდიკატორის ქართული ანალოგია. 


2018 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში რაციონის ფასი (100 კგ-ზე) 70 ლარიდან 94 ლარამდე გაიზარდა, რაც რაღათქმაუნდა ზედმეტ ტვირთად დააწვა ქართულ ფერმებს, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან საკვებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ინდიკატორი 6 ლარით შემცირდა და (100 კგ) რაციონის ღირებულება 88 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია რომ კლების მიუხედავად, მიმდინარე სექტემბერში გამარტივებული რაციონი ფერმერს 16%-ით უფრო ძვირი უჯდება ვიდრე ერთი წლის წინ.

ინდიკატორის შემცირება (აგვისტო-სექტემბერში) ორივე პროდუქტის გაიაფებით იყო გამოწვეული: გაიაფდა როგორც იმპორტირებული სოიოს შროტი, ისე - სიმინდიც. საერთო ჯამში, გამარტივებულ კომბინირებულ რაციონში 6 ლარიანი შემცირებიდან (94 ლარიდან 88-მდე) 4 ლარი სიმინდზე მოდის, 2 კი - სოიოს შროტზე. 


კონკრეტულად პროდუქტების მიხედვით სიტუაცია შემდეგია:


 
სიმინდი (100 კგ)  ბოლო 2 თვეში 6 ლარით გაიაფდა და მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ის ზუსტად შარშანდელის დონეზეა. საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტიორებს შორის არსებული მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, სავარაუდოა რომ სიმინდი უახლოეს მომავალში არ გაძვირდება. აღსანიშნავია რომ სიმინდი საქართველოში ძირითადად რუსეთიდან შემოდის.

 


 
სექტემბერში სოიოს შროტის ფასმა (100 კგ-ზე) 160 ლარამდე დაიკლო, თუმცა ეს ფასი წინა წლის მაჩვენებელზე 37%-ით მაღალია. სოიოს შროტი ძირითადად უკრაინიდან შემოდის, სადაც პროდუქტის გაიაფება მაღალმა მიწოდებამ და დაბალმა მოთხოვნამ განაპირობა. 


საერთო ჯამში, ველოდებით რომ ოქტომბერ-ნოემბერში საკვების იმპორტის ღირებულება დოლარებში მიმდინარეზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება. აღნიშნული ფერმების მომგებიანობაზე დადებითად აისახება, თუ რაღათქმაუნდა გაცვლითმა კურსმა არ გააძვირა იმპორტირებული საქონელი.


საკვების ფასების დათვლისას გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
წარმოდგენილი ფასი = იმპორტის ფასი (საშუალოთვიური გაცვლითი კურსით კონვერტირებული დოლარიდან ლარში; აქ შედის საქართველომდე ტრანსპორტირება და დაზღვევა) + 18% (გადასახადები, დღგ) + 15% (საქართველოში რეალიზაციის ხარჯები და იმპორტიორის მოგება)



 

271

 

მსგავსი

 

2018 წლის პირველ ორ კვარტალში ადგილობრივი რძის წარმოება 5 პროცენტით შემცირდა

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში ნედლი რძის...

სულგუნის ინდექსი - 2018 წლის სექტემბერი

​​​​

სულგუნის ინდექსის მიხედვით, რძის გადამამუშავებელთა მომგებიანობა სეზონურ შემცირებას...

 

comments powered by Disqus