ინოვაციებით და მაღალპროდუქტიული საქონლით დაკომპლექტებული „თეთრი ფერმა“ რძის ბაზარზე შედის

 

შპს „თერი ფერმა“-ში უკვე ჩამიყვანეს 200 ჰოლშტეინი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მდებარე ამ თანამედროვე ფერმამ უკვე ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. მაღალპროდუქტიული საქონელი მოგებას ნოემბრში დაასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნედლი რძის ბაზარძე „თერი ფერმა“ ეტაპობრივად შევა.

საქონლის მეორე ნაკადს  220 ჰოლშტეინს უკვე ოქტომბერში ელოდებიან, რომლებიც მოგებას წლის ბოლომდე დაასრულებენ და იანვრიდან ფერმა სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას და შესაბამისად,  რძის გადამამუშავებელ კომპანიებთან თანამშრომლობას.

„თერ ფერმაში“ საქონელი გერმანულ კოოპერატივ „მასტერ რინდი“-დან ჩამოიყვანეს. ფერმის მეჯმენტი აღნიშნავს, რომ  პირუტყვი განსაკუთრებით ჯიშიანი აღმოჩნდა. წლის და სამი თვის უშობელები 600 კილოგრამს იწონიდნენ და პირველივე ლაქტაციაზე ახლადმოგებული ფურების უმრავლესობამ კომბინირებული საკვების მიცემის გარეშე 32 ლიტრი მოიწველა.

ფერმა მთლიანად ჰოლანდიური ინვესტიციით შეიქმნა. ფერმის ქართველი დირექტორი დიმიტრი ბანკანაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის უკვე ბევრი ინოვაციები დანერგეს და მომავლი წლისთვის კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიური სიახლის შემოტანასაც გეგმავენ: „ამ დროისთვის უკვე გვაქვს იტალიური დანადგარი, რომლითაც ნაკელის და შარდის განცალკევებას ვაკეთებთ. ამ პროცესის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ბიო სასუქის მიღება, რომელიც მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია.  ასევე ჩვენ ვნერგავთ „ბოლუს სისტემა“ -ს. ეს არის ციფრული მოწყობილობა, რომელიც თავსდება პირუტყვის სხეულზე და მის მაკეობისთვის მზაობასა და დაავადებების შესახებ გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენ მანამდე ვიგებთ დაავადების შესახებ, სანამ ის თავს იჩენს, რაც პრევენციაში ძალიან გვეხმარება. და ბოლოს, ჩვენ გვაქვს პროგრამული უზრუნველყოფა „ქაუ ქონექთ“, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ კომპიუტერული გათვლებით, მაღალი სიზუსტით ისე შევადგინოთ საკვები რაციონი, რომ საქონლის მაღალპროდუქტიულობა ყოველთვის შევინარჩუნოთ. ეს ინოვაციები იმდენად მარტივი და მოსახერხებელია, რომ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ჩვენს სმარტფონებში, რადგან თითოეულ დეტალზე შეტყობინება მოგვდის“, - ამბობს დიმიტრი ბანკანაშვილი.

„თეთრ ფერმაში“ მხოლოდ ამ ინოვაციებით არ შემოიფარგლებიან და მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი სიახლის დანერგვას გეგმავენ, რადგან მიაჩნიათ რომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თანამედრევე ფერმების განვითარება ვერ მოხერხდება. „თეთრი ფერმის“ მმართველები მზად არიან, რომ დამწყებ ფერმერებს კარი გაუხსნან და ყველა ინოვაციის შესახებ ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

451

 

მსგავსი

 

თეთრიწყაროში გოჩა თუშიშვილმა 110 სულიანი თანამედროვე ფერმა შექმნა

 

გოჩა თუშიშვილმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბაღეთში მეცხ...

კახა მზარელუას თანამედროვე ფერმა ფუნქციონირებას შემოდგომიდან დაიწყებს

 

მინდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოს მეცხოველეობის სექტორს კიდევ ერთი თანამედ...

comments powered by Disqus