ინფორმაცია არაჟნის შესახებ

 

არაჟანში რძესთან შედარებით 7-10-ჯერ მეტია А და Е ვიტამინი. ხარისხიანი არაჟნის შემადგენლობაში შედის ორი ძირითადი კომპონენტი: ნაღები და რძემჟავა ბაქტერიების დედო. უფრო დაბალხარისხიანი არაჟანი ნაწილობრივ ან მთლიანად აღდგენილი რძის ნაღებისაგან (რძის ფხვნილისგან დამზადებული რძე) მზადდება. იგი მცენარეულ ცხიმს არ უნდა შეიცავდეს.

თავისთავად, ეს პროდუქტი ძვირადღირებულია, ამიტომ მწარმოებლები მის ფალსიფიცირებას ხშირად მიმართავენ. ფალსიფიცირების სახეებია: არაჟნის განზავება წყლით, მაწვნით, კეფირით, მცენარეული ცხიმით ან სახამებლით. გამორიცხული არ არის გამოყენებული იქნას კვებითი დანამატები. მაგალითად, კარაგინანი.

კეთილხარისხოვნების მაჩვენებელია ერთგვაროვანი კონსისტენცია და სისქე. არაჟანი რაც უფრო სქელი და წელვადია, მაჩვენებელია იმის, რომ ის ცხიმიანია და ნორმალურ ტემპერატურაზე იყო შენახული. არაჟნის თხელი კონსისტენცია ნაკლები ცხიმის შემცველობის, ნედლეულის ტექნოლოგიური რეჟიმის, პასტერიზაციის, ჰომოგენიზაციის, უხარისხო ნედლეულის გამოყენების, მომწიფების პროცესის, დაფასოებისა და შენახვის პირობების დარღვევის მაჩვენებელია.

რეკომენდებულია ჰერმეტულ ტარაში მოთავსებული არაჟნის შენახვა 1- 8° C ტემპერატურაზე 6 დღე. თუ მწარმოებელი ეტიკეტზე მიუთითებს, რომ არაჟნის შენახვის ვადა ხანგრძლივია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მას  კონსერვანტები  დაამატეს ან გავლილი აქვს თერმული დამუშავება. ასეთი არაჟანი ნატურალურ პროდუქტად ვერ ჩაითვლება. საყინულეში არაჟნის შენახვა არ შეიძლება.  

 

136

 

მსგავსი

 

ხაჭოს დამზადების ტექნოლოგია და სასარგებლო თვისებები

 

ხაჭოს ნაწარმი  ეწოდება რძის ნაწარმს, რძის შედგენილ ნაწარმს, წარმოებული ხაჭო...

 

comments powered by Disqus