ინფორმაცია რომელიც იოგურტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

 

იოგურტი ერთ-ერთი სასიამოვნო და გემრიელი, ნუგბარი რძემჟავა პროდუქტია. არსებობს სხვადასხვა სახეობის, რომლებიც კონსისტენციითა და გემოვნებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. შეძენისას უნდა გავარჩიოთ „ცოცხალი“ იოგურტი, რომელიც შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, განსხვავებით „არაცოცხალი“ პროდუქტისაგან, რომელშიც ყველა რძემჟავა ბაქტერია თერმული დამუშავების შედეგად განადგურებულია. ასეთი იოგურტის შენახვის ვადა ერთ თვეზე მეტია. ხოლო თუ პროდუქტს მხოლოდ ერთი კვირა აქვს შენახვის ვადა, იგი უფრო მეტად სასარგებლოა, რადგანაც მას არა აქვს დამატებული კონსერვანტები, ემულგატორები და არ არის თერმულად დამუშავებული.

„ცოცხალი“ იოგურტი  გამდიდრებულია ისეთი სასარგებლო ბაქტერიებით, როგორიცაა: ბულგარული ჩხირი, თერმოფილური სტრეპტოკოკი, აციდოფილური ჩხირი და ა.შ. ეს ბაქტერიები პასტერიზებულ რძეშია დამატებული. ხარისხიან იოგურტს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი სტრუქტურა, მოთეთრო რძის ფერი, არ უნდა იყოს ჟელეს ან კრემისმაგვარი და ძალიან წელვადი.

კეთილხარისხოვან პროდუქტს ნაზი სტრუქტურა და სასიამოვნო, მომჟავო, კარგად გამოხატული, მაგრამ არამკვეთრი გემო აქვს. მომწარო გემო, დუღილის ნიშნები (შეფუთვისას თავსახური გაბერილი არ უნდა იყოს) დაუშვებელია ასეთი სახის პროდუქტში.

 

49

 

მსგავსი

 

ხაჭოს დამზადების ტექნოლოგია და სასარგებლო თვისებები

 

ხაჭოს ნაწარმი  ეწოდება რძის ნაწარმს, რძის შედგენილ ნაწარმს, წარმოებული ხაჭო...

რძის ნაწარმის სასარგებლო თვისებები

 

რძის ნაწარმი - რძისგან ან/და რძის შემადგენელი კომპონენტებისგან წარმოებული სურსათ...

 

comments powered by Disqus