ინფორმაცია რომელიც რძესა და რძის პროდუქტების შესახებ უნდა ვიცოდეთ

 

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული რძე და რძის ნაწარმის, ასევე რძის შემცველი პროდუქტის წარმოების და ბაზარზე განათავსებისას მწარმოებლები ვალდებული არიან ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, ასევე რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე აღნიშნული პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ჰიგიენის ზოგად წესებს უნდა შეესაბამებოდეს.  

რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. რძის ნაწარმის წარმოებისათვის ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნედლეულის და ინგრედიენტების, საკვებდანამატების გამოყენება.

გათვალისწინებული უნდა იქნას სპეციფიური მოთხოვნები ნედლი რძის მიმართ, რომ ის მიღებული უნდა იყოს ჯანმრთელი ცხოველისაგან, რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძით გადამდები ინფექციური დაავადებების სიმპტომები, არ მიუღია ისეთი ნივთიერება (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები), რომლის გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით; ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერებები (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები), მიღების შემთხვევაში, სრულად აქვს გამოდევნილი ორგანიზმიდან.

ადამიანის მიერ სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის გამოყენებული რძე სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტია, რომელიც ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან მიიღება, ერთი ან მეტი წველის შემდეგ, ნებისმიერი ნივთიერების დამატების ან მოცილების გარეშე. მისთვის თეთრი ფერი და სპეციფიური მოტკბო გემოა დამახასიათებელი. იგი 200-მდე სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებსა და ჰორმონებს, ბაქტერიციდული თვისების განმაპირობებელ იმუნურ ნივთიერებებს. მათგან აღსანიშნავია, რომ რძის შაქარი - ლაქტოზა წარმოადგენს მიკროორგანიზმებისთვის საუკეთესო საკვებ ნივთიერებას. მისი არსებობა  პროდუქტების მომჟავო გემოს განაპირობებს, რომლის თვისებაზეც არის დაფუძნებული მთელი რიგი რძის პროდუქტის წარმოება. რაც შეეხება ფერმენტებს, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რძის და მისი პროდუქტების გადამუშავების, ხარისხიანობის განსაზღვრის და შენახვისას. ფერმენტები თერმული დამუშავების დროს იშლებიან.  

381

 

მსგავსი

 

რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების მიზანშეწონილობა

 

15 აპრილს პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულები...

ქართული ნედლი რძის აღმნიშვნელი ბრენდი საერთაშორისო მარკეტინგულმა კომპანიამ (GMA) შექმნა

„ენდე ნიშანს, ქართულს ნიშნავს“ და „გამოარჩიე ქართული რძის ნიშნით“ - ეს ორ...

 

comments powered by Disqus