ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი - 2018 წლის ივნისი

 

GeorgianDairy-ს მიერ გამოქვეყნებული მომგებიანობის ინდექსის მიხედვით, ინტენსიური ფერმების მომგებიანობის კლება მიმდინარე წლის ივნისშიც გაგრძელდა. მართალია რომ წელი დადებითად დაიწყო, მაგრამ ინდექსი ახლა შარშანდელზე დაბალ მომგებიანობას გვიჩვენებს.

ინდექსმა ვარდნა აპრილში დაიწყო და კლებამ (აპრილთან შედარებით) სულ 3% შეადგინა. 2018 წელს მომგებიანობა სტაბილურად ნარჩუნდებოდა 2017 წლის დონეზე მაღლა, რაც ძირითადად ნედლი რძის ფასების წლიური ზრდით იყო განპირობებული, თუმცა უკვე ივნისისთვის, ინდექსი შარშანდელზე დაბალ მომგებიანობას გვიჩვენებს.

            მიმდინარე წლის ივნისში, ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი შარშანდელთან შედარებით 1%-ით (115.6-დან 114.4-მდე), ხოლო წინა თვესთან შედარებით კი 1.8%-ით არის შემცირებული (116.5-დან 114.4-მდე).

აღნიშნული ცვლილებები ივნისის თვისთვის ნიშნავს, რომ ინტენსიურ ფერმას 1 კგ რძის გაყიდვით მიღებული შემოსავლით, წინა წელთან შედარებით 1%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით ნაკლები საკვები რაციონის ყიდვა შეეძლო.

შეგახსენებთ რომ ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი, ამ ფერმებში 1კგ რძის საშუალო ფასისა და 1კგ გამარტივებული საკვები რაციონის ღირებულების თანაფარდობის ცვლილებას გვიჩვენებს.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • ივნისისთვის ნედლი რძის ფასი ინტენსიურ ფერმებში კვლავ უცვლელია და საშუალოდ კილოგრამზე 1.20 ლარს უდრის
  • 1კგ კონცენტრირებული საკვები ნაზავის ღირებულება[1] (სულზე დღეში) საშუალოდ 0.81 ლარს უდრის
  • შესაბამისად, 1კგ რძის გაყიდვით, ინტენსიურ ფერმას დაახლოებით 1.47კგ კონცენტრირებული საკვების ნაზავის შეძენა შეუძლია (რასაც რძისა და საკვების მიმდინარე ფასების თანაფარდობა გვეუბნება)
  • ზემოთხსენებული მაჩვენებელი მაისში 1.5კგ-ს უდრიდა, წინა წლის ივნისში კი 1.48-ს
  • ივნისისთვის საკვები ნაზავის ღირებულება წინა წლისას 10%-ით აღემატება, თუმცა პირველი 6 თვის საშუალო პრაქტიკულად თანაბარია
  • მიუხედავად ბოლოდროინელი კლებისა, 2018 წელს, მომგებიანობის ინდექსის პირველი ექვსი თვის საშუალო შარშანდელს 4%-ით აღემატება
  • საკვების გაძვირების შემთხვევა: თუ კონცენტრირებული საკვების ნაზავი წლის ბოლომდე 10%-ით გაძვირდება (დეკემბერში +10% ივნისთან შედარებით), მაშინ 2018 წლის მომგებიანობის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი 2017 წლისას მხოლოდ 0.7%-ით ჩამორჩება,
  • საკვების ღირებულების შენარჩუნება: თუ საკვების ღირებულება ივნისის დონეზე შენარჩუნდება, მაშინ 2018 წლის მომგებიანობის ინდექსი 2017 წლისას 2%-ით გადააჭარბებს
  • GeorgianDairy-ს საკვების ფასების გამოკითხვის მიხედვით, ნაზავისა და მისი კომპონენტების ღირებულების დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:


[1] გამარტივებული საკვები რაციონი რომელიც გამოიყენება ინდექსის დათვლაში

მასალის გამოყენების პირობები

63

 

მსგავსი

 

საგარეო ვაჭრობა - კარაქი - 2018 წლის ივნისი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 18-07-18

 

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში ექსტენსიური ფერ...

საგარეო ვაჭრობა - რძის ფხვნილი - 2018 წლის ივნისი

 

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 741 ათასი კილოგრამი რძის ფხვნილი შემოვიდა, რ...

 

comments powered by Disqus