ინტენსიური ფერმების მომგებიანობის ინდექსი - 2018 წლის მაისი

GeorgianDairy-ს მიერ გამოქვეყნებული მომგებიანობის ინდექსის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში ინტენსიური ფერმების მომგებიანობა შემცირდა (წინა თვესთან). ინდექსის შემცირება ნიშნავს რომ ნედლი რძის ფასსა და საკვებდანამატთა რაციონს შორის თანაფარდობამ იკლო და შესაბამისად, საკვებზე დახარჯული თითოეული ლარი უფრო ნაკლებად შემოსავლიანი გახდა - ინტენსიური ფერმის ხარჯთეფექტურობა (საკვებზე) შემცირდა.

წყარო: GeorgianDairy.org

            გრაფიკიდან ვხედავთ რომ მიუხედავად თვიდან თვემდე კლებისა 113.5-დან 112-მდე (-1.3%), მომგებიანობის ინდექსი მაინც შარშანდელზე მაღალ დონეზე რჩება (+3.1%).

მნიშვნელოვანი დეტალები:

          საკვების ღირებულება

  • აპრილთან შედარებით, მაისში იმპორტირებული კონცენტრირებული საკვების კალათა გაძვირდა, საშუალოდ 1.3%-ით
  • აღნიშნული გაძვირება ძირითადად დოლარის კურსის ზრდამ გამოიწვია (+1.2% თვიდან-თვემდე)
  • მომგებიანობის თვიდან თვემდე შემცირება კურსის ცვლილებას უნდა მივაწეროთ
  • მიმდინარე წლის მაისში, იმპორტირებული კონც. საკვების კალათის ღირებულება შარშანდელზე 5.8%-ით ძვირი გახლდათ
  • ჩვენი შეფასებით, კონც. საკვების თვითწარმოების შემთხვევაში, ინტენსიურ ფერმას საკვების ხარჯთეფექტურობის გაზრდა მინიმუმ 14%-ით შეუძლია
  • აღსანიშნავია რომ მარცვლეულის ფასები მსოფლიო მასშტაბით ძვირდება (ძირითადად ამინდის გამო)

 

          ნედლი რძე ინტენსიურ ფერმებში

  • ფასი კვლავ მერყეობს 1 ლარიდან 1.25 ლარამდე
  • საშუალოდ ის 1.20 ლარს უდრის
  • მაისის საშუალო შარშანდელს 10 თეთრით აღემატება
  • ბოლო ორი თვეა მომგებიანობის ინდექსის მაღალ დონეზე შენარჩუნება სწორედ გაზრდილი ფასების წყალობით ხდება
  • შარშანდელი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, მიმდინარე წლის მაისში ინდექსი შარშანდელზე 9%-ით დაბალი იქნებოდა
  • საქართველოში ხარისხიანი ნედლი რძის ფასი საშუალოდ 25 თეთრით უფრო მაღალია ვიდრე ევროპაში

            შემდეგ ცხრილში გთავაზობთ საკვების ფასებზე (ლარი/კგ) GeorgianDairy-ს გამოკითხვის შედეგებს:

მასალის გამოყენების პირობები

72

 

მსგავსი

 

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 15-06-18

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნედლ რძეზე საბითუმო ფასები გაიზა...

რძის პროდუქტებზე საცალო ფასების მონიტორინგის შედეგები - 30-05-18

GeorgianDairy.org, საბითუმო ბაზარზე დაკვირვებასთან ერთა...

ნედლი რძის ფასები - გამოკითხვის შედეგები - 08-06-18

GeorgianDairy-ს გამოკითხვის მიხედვით, ბოლო 1 კვირის გან...

 

comments powered by Disqus