ინტენსიური ფერმების წარმოების ინდექსები - 2018 წლის იანვარი

GeorgianDairy-ს წარმოების ინდექსების მიხედვით, ექსტენსიური სეგმენტის მსგავსად, 2018 წელი ინტენსიური ფერმებისთვისაც დადებითად დაიწყო.

წყარო:GeorgianDairy.org

რძის წარმოების ინდექსმა იანვრის ბოლოსთვის 142-ს მიაღწია, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე (103) 1.38-ჯერ მეტია. ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი იანვრის ბოლოსთვის, ტიპიურ ინტენსიურ ფერმაზე საშუალოდ 38%-ით მეტი რძე მოიწველა.

ექსტენსიური ფერმებისგან განსხვავებით, ინტენსიური ფერმებში რძის წარმოების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც წველადობის (პირუტყვის პროდუქტიულობის) ზრდამ, ისე მეწველი ძროხების რაოდენობის მატებამ. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, ინტენსიური ფერმებისთვის, საშუალო წველადობის ინდექსმა 120-ს (+15%, იგივე პერიოდში შარშან უდრიდა 105-ს), ხოლო მეწველი პირუტყვის სულადობის ინდექსმა 115-ს მიაღწია (+16%, შარშან უდრიდა 99.6-ს).

ბაზრისთვის მიწოდებული ნედლი რძის რაოდენობის თვალსაზრისით, ინტენსიური ფერმების დინამიკა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე ექსტენსიურებისა. აღნიშნული მასშტაბებიდან გამომდინარეობს: ტიპიური ინტენსიური ფერმის მასშტაბები ბევრად აღემატება ტიპიური ექსტენსიური ფერმისას. შესაბამისად, მაგალითად წარმოებაში 10%-იანი ზრდა, რაოდენობრივად ინტენსიურ ფერმებში ბევრად მეტი გამოდის ვიდრე ექსტენსიურში.

უნდა ითქვას რომ, მიუხედავად ექსტენსიურ ფერმებზე ბევრად მსხვილი მასშტაბებისა, ბაზრის უდიდესი წილი არა ინტენსიურ ფერმებს, არამედ კვლავ დაბალპროდუქტიულ შინამეურნეობებს უჭირავთ (85-90%). შესაბამისად, ადგილობრივი ნედლი რძის ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის სპეციფიკა მნიშვნელოვან შესაძლებლობების ქმნის ინტენსიური სექტორის ზრდისათვის – შინამეურნეობებში წარმოებული რძის შემცირების ფონზე, ხარისხიანი რძის სტაბილურად მიწოდება ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად საჭირო ხდება.

მასალის გამოყენების პირობები

385

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასები, ოფიციალური სტატისტიკა - 2018 წლის ივლისი

 

comments powered by Disqus