ინტენსიური ფერმის ინდექსები - 2019 წლის აგვისტო

 

წინა წლების პოზიტიური დინამიკა წელსაც გრძელდება. წლიურ ზრდასთან ერთად, კვლავ შეინიშნება ჩავარდნა ზაფხულის პერიოდში. სტატიაში იხილავთ დეტალურად თუ რას გვეუბნებიან ინდექსები, რომლებიც ტიპიური ქართული ინტენსიური ფერმის დინამიკას ასახავენ.

წყარო: GeorgianDairy.org

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, წლიდან წლამდე, ინტენსიური ფერმა საქართველოში ზრდას განაგრძობს. მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით:

  • რძის წარმოება ფერმაზე გაზრდილია 27%-ით.
  • მეწველი ფურის სულადობა - 23%-ით
  • ფურის წველადობა კი დაახლოებით 5%-თ

რძის წარმოების ზრდა კვლავ სულადობის ზრდის ხარჯზე ხდება. წარმოების წლიური ზრდის 85%-ზე მეტი პირუტყვის რაოდენობის ზრდით იქნა მიღწეული. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ტიპიური ინტენსიური ფერმა საქართველოში თავის მასშტაბებს ზრდის.

აღსანიშნავია რომ გაფართოებასთან ერთად, ქართული ინტენსიური ფერმა, მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც აუმჯობესებს ფურის პროდუქტიულობასაც: საწყის პერიოდთან შედარებით პროდუქტიულობა გაზრდილია 27%-ით. ფურის წველადობის პიკი წლევანდელ ივლისში დაფიქსირდა  და +35% შეადგინა (საწყის პერიოდთან). პროდუქტიულობის ზრდას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

  1. ჯიშის გაუმჯობესება - ფერმა ნახირში საუკეთესო მაჩვენებლების მქონე პირუტყვს იტოვებს
  2. წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა-განვითარება - ფერმა იძენს თანამედროვე ცოდნას, ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს (იქნება ეს კვების თუ სხვა)

მორიგი ჩავარდნა ზაფხულში

თუ გრაფიკს დააკვირდებით, ნახავთ რომ ცხელ პერიოდებში ქართული ინტენსიური ფერმა წარმოების მასშტაბებს ამცირებს. მსგავსი დინამიკა ჩვენს მიერ განხილულ სამივე წელიწადში დაფიქსირდა. უკანასკნელ ორ წელიწადში წარმოების შემცირება ხდება როგორც სულადობის, ისე პროდუქტიულობის მცირედი ვარდნების გამო.

შესაძლებელია რომ ქართულ ინტენსიურ ფერმას სიცხეში წარმოების პრობლემები ჰქონდეს. მაღალ სიცხეში ფერმას უწევს დიდი თანხების გაღება გაგრილებაზე, იზრდება დაავადებების რისკი და ა.შ.. ამიტომ, ფერმას შესაძლოა ნაკლების წარმოება უფრო მეტად უღირდეს ვიდრე მეტის. ამ ყველაფერთან ერთად, ბაზარზე კონკურენცია ზუსტად მეორე-მესამე კვარტალშია ყველაზე მაღალი[1]. ესეც შესაძლოა დამატებითი სტიმული იყოს რძის წარმოების ტემპების დაგდებისთვის.


საერთო ჯამში, ინტენსიური ფერმის ინდექსები ზრდას განაგრძობენ. წარმოება ძირითადად სულადობის ხარჯზე იზრდება, ანუ ქართული ინტენსიური ფერმა ფართოვდება. პარალელურად მცირე ნაბიჯებით უმჯობესდება პროდუქტიულობაც. ზაფხულში კვლავ მცირე ჩავარდნას აქვს ადგილი.

 

 


[1] საქართველოში რძის 90%-ზე მეტი სეზონურად (არა-ინტენსიურ ფერმებში) იწარმოება. ამ წარმოების პიკიც სწორედ მეორე-მესამე კვარტალში ფიქსირდება.


მეთოდოლოგია

ეყრდნობა ტიპიური ქართული 5 ინტენსიური ფერმის მონაცემებს

გამოიყენება ცვლადები (მაჩვენებლები):

  • რძის წარმოება - რძის წარმოება ფერმაზე, ლიტრი/დღე
  • წველადობა - მეწველი ფურის წველადობა, ლიტრი/დღე
  • სულადობა - მეწველი ფურის რაოდენობა, სული/დღე

ყოველ თვე, საშუალოთვიური მაჩვენებლების მისაღებად:

  1. დაითვლება საშუალო თვის დასაწყისსა და დასასრულს შორის თითოეული ფერმისთვის;
  2. (1)-დან დაითვლება მაჩვენებლების საშუალო შეოწნილი ცვლილება (%-ში); მაჩვენებლების საშუალო ცვლილება
  3. ახალ პერიოდში შესაბამისი მაჩვენებელი იცვლება (2)-ში მიღებული %-ით

მონაცემები გამოყენებულ ცვლადებზე მიიღება რძის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა მონიტორინგის შედეგად, რომელსაც GeorgianDairy.org ატარებს.

90

 

მსგავსი

 

სამომხმარებლო ფასების ინდექსი რძის პროდუქტებისთვის – GDPI – 2019 წლის აგვისტო

 

რძის პროდუქტების სამომხმარებლო კალათა სეზონურად გაძვირდა. წლიდან წლამდე კალათის...

აღდგენილი და ნედლი რძის ღირებულება საქართველოში - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ თვეში აღდგენილსა და ქართულ (შინამეურნეობებსა და ექსტენსიურ ფერმებში ნაწარმ...

სულგუნის ინდექსი - 2019 წლის აგვისტო

 

გასულ 6 თვეში პირველად, სულგუნის ინდექსმა, რომელიც რძის გადამამუშავებელთა მომგებ...