ინტერვიუ ესტონელ ცხოველთა კვების სპეციალისტ მეელს ოტსთან

 

მიმდინარე წლის 3 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოს მერძევეობს ასოციაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით ესტონელი ცხოველთა კვების სპეციალისტი მეელს ოტსი სტუმრობდა. ექსპერტი ასოციაციის წევრ მერძევე ფერმებს ადგილზე ესტუმრა, შეისწავლა იქ არსებული მერძეული საქონლის კვების მეთოდები, გასცა შესაბამისი რეკომენდაციები მათ გასაუმჯობესებლად და ფერმერებს  საკვები რაციონების შედგენაში დაეხმარა.

ჩვენ ვესაუბრეთ ბატონ მეელს ოტს მის შთაბეჭდილებებზე და კვების ტექნოლოგიების გაუმჯობესების საკითხებზე კითხვებიც დავუსვით.

ბატონო მეელის რა არის მთავარი შენიშვნები იმ მერძეული ფერმერების მიმართ, რომლებიც მოინახულეთ?

აუცილებელია ფერმერებმა დააბალანსონ თავიანთი რაციონები პროტეინისა და ენერგიის შემცველობაზე. ამასთან მხოლოდ ნედლი პროტეინის შემცველობა ვერ იქნება  სათანადო რაციონის შედგენის საფუძველი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, ერთის მხრივ, მაღალი რძის პროდუქტიულობა ცხოველებში, ხოლო, მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის შენარჩუნება. საჭიროა, ვიცოდეთ, რამდენია ამ პროტეინში“სასარგებლო“ ანუ მეტაბოლიზებადი (მონელებადი) პროტეინი. ამასთან უნდა ვაკონტროლოთ საკვებში სახამებლის, შაქრების შემცველობა. ყველაფერი ეს საკვების ზუსტი ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე ხდება, რომ რაციონმა შედეგი მოგვცეს. საკვებში უჯრედანაც შესაბამისი შემცველობის უნდა იყოს, რომ საქონელმა ერთის მხრივ მისგან ენერგია მიიღოს, ხოლო მორეს მხრივ საქონელმა იცოხნოს.

ფერმერმა შესაძლებელია მარტივი ხერხი გამოიყენოს იმისთვის, რომ დაადგინოს საქონელი იღებს თუა არა საკმარის უჯრედანას ცოხნის უზრუნველსაყოფად. დადექით დაწოლილი საქონლების წინ (ამ დროს საქონელი როგორც წესი უფრო მეტად იცოხნება), ცოტა ხანი დაელოდეთ, რადგან საქონელმა თქვენზე დაკვირვების გამო შესაძლებელია დროებით შეწყვიტოს ცოხნა და დათვალეთ 10 სულიდან რამდენი იცოხნება. ასეთი რაოდენობა მინიმუნ 5 უნდა იყოს. თუ ასეა ესე იგი საქონელში საკვების მონელების და შესაბამისად რძის წარმოქმნის პროცესესები ნორმალურად მიმდინარეობს.

ასევე საკვებმა უნდა უზრუნველყოს ცხოველისთვის საჭირო მინერალებისა და ვიტამინების შემცველობა, რაც მაღალპროდუქტიულებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებლბის შეთხვევაში ის საკვებდანამატების - პრემიქსების სახით უნდა მიეცეს ანუ დანაკლისი ამ სახით შეივსოს.

რა გავაკეთოთ თუ ასე არ არის?

საკვებნარევში უჯრედანის  შემადგენლობა უნდა გაზარდოთ, მასში უმთავრესად თივის ან ნამჯის  დამატებით. თუ თქვენ თივას არ ამზადებთ, შეგიძლიათ მცირე რაოდენობით ნამჯა შეისყიდოთ და დაუმატოთ საკვებში, დაახლოებით  500-700 გრამი ერთ სულზე. წესით ამ რაოდენობის დადგენაც საკვების ანალიზის საფუძველზე უნდა მოხდეს. უმჯობესია ხორბლის ნამჯა, რადგან ქერის შედარებით რბილია. საკვებიდანაც შეგიძლია დაადგინოთ უჯრედანა აკლია თუ არა საკვებნარევს. მუჭში მოიქციეთ და თუ ის ფაფუკია და არა უხეში, ანუ ხელში ვერ გრძნობთ, ესეიგი უჯრედანით მდიდარი საკვები უნდა დაამატოთ.

შესაძლებელია ეს ზედმეტი დაქუცმაცების ბრალიც იყოს, როდესაც შემრევ-დამჭრელში (მიქსერში) დიდხანს ვურევთ საკვებნარევს. ამ დროს საკვები ფაფისმაგვარი, რბილი გამოდის. ამას კონტროლი სჭირდება და შესაძლებელია ცხოველის ისეთი დაავადებაც გამოიწვიოს, როგორიც აციდოზია.

რა რაოდენობის საკვები სჭირდება დღეში ბაგურ კვებაზე მყოფ საქონელს, რომ მისი მოთხოვნა საკვებზე და მაღალი პროდუქტიულობა უზრუნველყოთ?

მშრალი ნივთიერებაზე გადაანგარიშებით ცხოველს ლაქტაციის ციკლის სხვადასახვა ეტაპზე სხვადასხვა რაოდენობა სჭირდება მის ცოცხალ წონასთან შეფარდებით. ესენია ლაქტაციის პირველი პერიოდი, ლაქტაციის მეორე პერიოდი, გვიანი ლაქტაციის პერიოდი ანუ გაშრობამდე ერთი თვით ადრე, ადრეული და გვიანი მშრალობის პერიოდები. შესაბამისად ყველა ამ ეტაპზე საკვებში პროტეინის კონცენტრაციაც, მინერალებისა და ვიტამიების შემცველბაც განსხვავებული უნდა იყოს.  მაგალითად, მაღალპროდუქტიულ საქონელი ლაქტაციის პიკის დროს მისი ცოცხალი წონის 3.8 %-ს უნდა იღებდეს საკვებს მშრალი ნივთიერების სახით. რამდენი მშრალი ნივთიერებაა თქვენს საკვებნარევში, ამის გამოანგარიშება საკმაოდ მარტივია. გამოაშრეთ თქვენი საკვებნარევის სინჯი მიკროღუმელში იქამდე სანამ ის წონაში უკვე აღარ იკლებს. რაც დარჩება, იმის წონა შეფარდებული საკვენარევის თავდაპირველ წონასთან გამოშრობამდე, წარმოადგენს საკვებში მშრალი ნივთიერების პროცენტულ შემცველობას.

აკეთებენ თუ არ სათანადოდ აღრიცხვას ფერმერები?

ის ფერმერები, ვინც მე მოვინახულე აკეთებენ ყოველდღიურად მიწოდებული და მოხმარებული საკვების რაოდენობის და ნარჩენების ასევე ყოველდღიური წველადობის  აღრიცხვას. საერთოდ კი ფერმერი ამ მონაცემებთან ერთად უნდა იწერდეს სხვა მონაცემებსაც, როგორციცაა რძის შემცველობა, მაგალითად ცხიმიანობა, ცილების რაოდენობა,  შარდოვანის შემცველობა. ეს მონაცემები შემდეგ კვების სპეციალსტს საშუალებას მისცემს უფრო ნათლად დაინახოს და გაანალიზოს ფერმაში კვებასთან დაკავშირებული  პროცესები და გასაუმჯობესებლად შესაბამისი რჩევები მოგცეთ.

რაციონის შედგენისას მხოლოდ მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველყოფა არაა მთავარი, ასევე ამ რაციონის ღირებულება ოპტიმალური იყოს, რომ ფერმის მოგების მიზნობრივი მაჩვენებელი უზრუნველყოს ცხოველის ჯანმრთელობასთან ერთად. ამიტომ საკვების კომპონეტების შემადგენლობის და რაოდენობის შედგენისას მათი ღირებულებაც უნდა მივიღოთ მხედველობაში.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მშრალ ძროხას იონჯის და სხვა პარკოსნების თივა ან სილოსი არ მივცეთ.

ეს სწორია, რადგან პარკოსნებში კალციული მაღალი შემცველობითაა. მშრალად მყოფ ძროხის ორგანიზმს კი მოთხოვნა კაციუმზე არ აქვს. ამიტომ ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელია საკვებიდან სისხლში კალციუმის მიწოდებაზე „იძინებენ“, დეაქტიურდებიან. როდესაც ძროხა მოგების შემდეგ წველას იწყებს, ორგანიზმის მოთხოვნა კალციუმზე მკვეთრად იზრდება, ეს მიძინებული ჰორმონები კი მყისიერად ვეღარ რეაგირებენ და ვერ აქტიურდებიან, რის გამოც ორგანიზმში (სისხლში) კალიუმის მკვეთრი ნაკლებობა იქმნება და ცხოველი ავადდება. მაღალპროდუქტიულებში ეს განსაკუთრებით გართულებულლ ფორმებში ხდება. ამას დიკალცემია ჰქვია.

გვიან მშრალობაში საქონელს მარილიც ნაკლები რაოდენობით უნდა მივაწოდოთ, რადგან ეს ცურის შეშუპებას იწვევს.

თქვენ მოინახულეთ ფერმერების მიერ დამზადებული სილოსი, რას გვეტყდით ამაზე?

ბევრი ფერმერი საქართველოში უკვე იყენებს სახდასხვა სახის მწვანე მასისგან: სიმინდის, იონჯის, მდელოს ბალახის, მარცვლეულის მწვანე მასისგან დამზადებულ სილოსს. ეს კარგია, მაგრამ ხშირად ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. ფერმერებმა უნდა დაიცვან მწვანე მასის აღების სწორი ფაზები და დახვეწონ ორმოში მათი ჩადების ტექნოლოგიები. შემდეგ სილოსის ამოღებაც ტექნოლოგიების დაცვით უნდა მოხდეს. ბევრს სილოსი არა მარტო მისი ორმოში ფერმერტაციის დროს, არამედ ორმოს გახსნის შემდეგ უფუჭდება, რადგან ამოღების წესებს არ იცავს. ეს ნიშნავს, რომ საქონელს დაობებულ, ტოქსინების შემცველ ანუ შხამიან სილოსს აჭმევს, რაც ცხოველთა ჯანმრთელობაზე და საბოლოო ჯამში პროდუქტიულობაზეც აისახება.

სხვადასხვა მასალისგან სილოსის დასამზადებას ფერმენტაციისთვის სხვადასხვა ვადა სჭირდება, სიმინდს მეტი, ბალახის სილოსს ნაკლები და ა.შ.. ესეც სილოსის ხარისხზე გავლენას ახდენს.

ზოგიერთი კონსერვანტი, მაგალითად ჰეტერობაქტერიები, რომლებსაც ფერმერები სიმინდის სილოსში ფერმენტაციის პროცესის გასააქტიურებლად იყენებენ, ორმოს გახსნის შემდეგაც იცავს მას გაფუჭებისგან, ანუ ჩახურებისგან. მე ვნახე, რომ ზოგიერთი ფერმერის  სილოსში ჩახურების პროცესი მიმდინარეობდა.

ჩვენთან ფერმერებმა საკვებში შარდოვანის გამოყენებაც დაიწყეს, რას გვეტყოდით ამაზე?

ეს საქონლის საკვებში არაორგანული პროტეინის წყაროა და შესაბამისად წველადობის გაზრდის საშუალებაა, მაგრამ მცოდნე სპეციალისტის ჩარევის გარეშე რისკის შემცველია. ის ნორმირებულად უნდა მიეცეს, მაგალითად ბალახის სილოსში პროტეინები მეტია, ამიტომ მასში შარდოვანის ზედმეტი დოზით დამატება ცხოველის ჯანმრთელობისთვის შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს.

ფერმერები ხშირად მარილთან ერთად საქონელს ცარცი (კირქვა) და სოდას უმატებენ, ან ცალკე აძლევენ.

დიახ, ცარცი კალციუმის იაფფასიანი წყაროა, რაც შეეხება სოდას, ის კუჭში pH-ის დასარეგულირებლად მოიხმარება. თუ თქვენ მაღალკონცენტრიებული საკვებს აძლევთ საქონელს, ანუ მასში კონცენტრატების (მარცვლეულის, შროტების და ა.შ. სახით) ხვედრითი წილი მაღალია (50%-ზე მეტი მრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით)  მაშინ საკვებნარეში სოდის დამატება დაგჭირდებათ.

ცალკე ნებაზე (ანუ როდესაც საქონელს თავისუფალი წვდომა აქვს მასზე)  მათ მიცემას არ გირჩევთ, რადგან შესაძლებლია საქონელმა იმაზე მეტი მოიხმაროს ვიდრე რეალურად სჭირდება.

 

162

 

მსგავსი

 

ფერმერმა კახა ავაზაშვილმა ახმეტაში თანამედროვე ჯიშებით დაკომპლექტებული ფერმა შექმნა

 

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში კახა ავაზაშვილი თანამედროვე მეცხოველეობის ფერმის...

სარძეო ფერმა აიოვას შტატში - Bloods dairy farm

ქართველი ფერმერების ვიზიტი აღნიშნულ ფერმაში ორგანიზ...

 

comments powered by Disqus