„ჯავახეთის მდელოები“ ყველს ნედლი რძით და HACCP -ის სტანდარტის გამოყენებით აწარმოებს

 

„ჯავახეთის მდელოები“ ინდივიდუალური მეწარმე კარენ სიმონიანის მიერ დაარსებული ყველის საწარმოს ბრენდული დასახელებაა. აღნიშნული საწამო სვილი წლის წინ შეიქმნა და ახალქალაქში მდებარეობს. ყველი „ლორი“ - ასე ჰქვია ი.მ. კარენ სიმონიანის გემოვნური თვისებებით გამორჩეულ პროდუქტს.

სურსათის უვნებლობის კუთხით „ჯავახეთის მდელოები“  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რადგან საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგილი აქვთ. თანამშრომლების რაოდენობას რაც შეეხება, ამ ყველის საწრმოში 10 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო რძეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების ოკამისა და ოლავერის მცირე და საშუალო ფერმერებისგან აგროვებს. მაღალი წველადობის სეზონზე დღიურად შეგროვებული რძის მოცულობა 10 ტონასაც კი აღწევს. „ჯავახეთის მდელოებს“ HACCP-ის ფლობის გარდა ნედლი რძით წარმოების აღმნიშვნელი ორიგინალური ქართული ხარისხის ნიშნის „ქართული რძე“ პროდუქტზე დატანის უფლებაც მოპევებული აქვს.

 

 

 

47

 

მსგავსი

comments powered by Disqus