JRC-ის და „მაუწყებელთა ალიანსი“-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე აგროჟურნალისტები დააჯილდოვეს

26 დეკემბერს  „საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია“-ში „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“, „მაუწყებელთა ალიანსმა“ და გადაცემა ,,აგრო სიახლეებმა" განვლილი წელი "სოფლის მაშენებელი 2018" - ის დაჯილდოების ცერემონიით შეაჯამეს. პარტნიორ  მედიაში ხილვადობისა და სხვა ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი წვლილისთვის 5 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ღონისძიებაზე შედგა კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა. თანდართული დისკით ახალგაზრდები, ასევე, ხუთენოვან პრაქტიკულ მასალებს გაეცნობიან.

სახელმძღვანელო   შვეციარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS -ის ,,მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” (JRC) მიერ მომზადდა და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ ერთად გამოიცა.

JRC-ის ინიციტივით სოფლის მეურნეობის გაშუქება ცალკე მოდულად უკვე 6 უნივერსიტეტში ისწავლება. მოდულის დანერგვას დამატებით 7 სასწავლო დაწესებულებაც გეგმავს.

შეხვედრაზე, ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა (მაუწყებელთა ალიანსი, აგროკავკასია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და სხვა) სამეზობლო აგროგილდიის საწესდებო მიზნები წარადგინეს.  აგროგილდია სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კოორდინაციის, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საერთო სივრცის,  დარგის განვითარებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და ის მიზნად საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობას ისახავს.

შეხვედრა საქართველოს ყველა რეგიონისთვის ახალი ნიშური არხი - AGRO TV -ს წარმოდგენით დასრულდა. არხი 2019 წელს საქართველოს ყველა რეგიონში, სხვადასხვა სამაუწყებლო პლატფორმით, მათ შორის სიხშირულით, უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი იქნება.

304

 

მსგავსი

 

რძის კონგრესზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალების მომზადებისთვის თამთა წერეთელი და გვანცა მამაცაშვილი დააჯილდოვეს

დღეს თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რძის სექტორის მესამე კონგრესი იმართება....

 

comments powered by Disqus