კახა მზარელუას თანამედროვე ფერმა ფუნქციონირებას შემოდგომიდან დაიწყებს

 

მინდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოს მეცხოველეობის სექტორს კიდევ ერთი თანამედროვე ფერმა შეემატება. კახა მზარელუას ფერმა კოდაში მდებარეობს. 70 სულზე თანამედროვე ფერმის ინფრასტრუქტურა უკვე დასრულებულია. 14 ჰოლანდიური შავ-ჭრელი შემოდგომაზე მოიგებს და ქართული ნედლი რძის წარმოებაში თავის წვლილს შეიტანენ.

მაღალპროდუქტიული ჰოლანდიური პირუტყვის გარდა ფერმაში ადგილობრივი ჯიშის 21 ძროხაც ჰყავთ. შავ-ჭრელის წველადობა 25 ლიტრს, ხოლო ადგილობრივების საშუალო წველოდობა 20 ლიტრამდეც კი აღწევს. ჰოლანდიურებიდან შვიდი ჩამოყვანილია, ხოლო დანარჩენები ადგილზე შეიძინეს და მიაჩნიათ, რომ საქრთველოში ნაყიდი უფრო მეტად ადაპტირებულია ადგილობრივ პირობებს.

ფერმაში თურქეთიდან ჩამოტანილი აღჭურვილობით გაწყობილი საწველი დარბაზი აქვთ, რომელიც ერთდროულად რვა ძროხის მოწველვისთვისაა გათვლილი. ნახირის მართვის პროგრამა არ აქვთ, თუმცა როგორც კახა მზარელუა ამბობს, სხვამხრივ ფერმის ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.

„ჩემნაირი ფერმერისთვის კარგი იქნება, ხელმისაწვდომი, შეღავათიანი კრედიტების აღება ადვილად შევძლოთ, რადგან ჩვენს სფეროში ყველა ტექნოლოგია თუ ჯიშიანი პუირუტყვის შეძენა, ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ფინანსებზე ხელმისაწვდომაობა ფერმერისთვის ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა, ჯერ დამწყები ვარ ამ საქმეში და სხვა დაბრკოლებებზე, თუნდაც საკანონმდებლო ბარიერებზე ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია“, - ამბობს კაზა მზარელუა.

ფერმაში ოჯახის 6 წევრია დასაქმებული და ვარაუდობენ, რომ  ოქტომბრისთვის ყოველდღიურად 300 ლიტრი რძე ექნებათ. თუმცა რძის გადამამუშავებელ კომპანიებთან თანამშრომლობაზე ამ დროისთვის არა ფიქრობენ, რადგანაც უკვე მცირე საწარმო ააშენეს და რძის, მაწვნის და არაჟნის წარმოების ხაზის გაკეთებას თავადვე გეგმავენ.

316

 

მსგავსი

 

ინოვაციებით და მაღალპროდუქტიული საქონლით დაკომპლექტებული „თეთრი ფერმა“ რძის ბაზარზე შედის

 

შპს „თერი ფერმა“-ში უკვე ჩამიყვანეს 200 ჰოლშტეინი და სიღნაღის მუნიცი...

ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთში მესაქონლეობის ფერმა შექმნა

 

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ფერმერმა შოთა მუხიგულაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტ...

მუხრან მეტრეველი თანამედროვე მერძეული ფერმისთვის ათას ჰოლშტეინს შემოიყვანს

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში 1000 სულიანი მაღალპროდუქტიული მერძევ...

 

comments powered by Disqus