კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე ქართული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრეს

დღეს წინანდალში, სასტუმროშირედისონ კოლექშენკახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართა, რომელშიც 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე  ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას. ფორუმი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოსაწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდებოდა

ფორუმის მიზანს პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე მსჯელობდენ. 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ფორუმის სამუშაო სესიებზე ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნა.

ეკა დოჯურიშვილი „მართა ბებოს დამბალხაჭოს“ ბრენდის დამაარსებელია. დამბალხაჭოს დამზადება ბებიისგან ისწავლა. წლების შემდეგ კი ძველი ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტა და ბებიისგან ნასწავლი მეთოდით დამბალხაჭოს დამზადება და რეალიზაცია დაიწყო. კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე დოჯურიშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს დამბალხაჭოს საექსპორტო პოტენციალზე კითხვა დაუსვა, რაზეც მინისტრმა უპასუხა: „რეალურად საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს. მთავარი ამოცანაა, სადაც არის რეალური გაყიდვის არხები, იქ მოგეხმაროთ გაყიდვის კუთხით. ეს არის შიდა ტურიზმი ნიშური სეგმენტი, შიდა პუპულარიზაცია სჭირდება პროდუქციას. თუ საქართველოში ექნება სათანადო ცნობადობა, დარწმუნებული ვარ, რომ ის მოიპოვებს ძალიან დიდ პოპულარობას. ასევე ტურიზმი მზარდი სექტორია და ჩვენ ვისაუბრეთ, ყველა ტურისტულ ობიექტს განსაკუტრებული შეტავაზება სჭირდება იმისთვის, რომ უფრო მომხიბვლელი იყოს, არავინ არ ჩამოდის საქართველოში საერთაშორისო ბრენდების სანახავად, ყველას ადგილობრივი პროდუქტი უნდა და გასტრონომიული ელემები აგროტურიზმში დიდი დატვირთვის მატარებელია და ბოლოს, ვიტყვი ევროპასთან დაკავშირებით, ეს ცოტა ხანგძლივი პერსპექტივაა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობს, გამონაკლისების საშუალება თერმულად დამუავებულ პროდუქციაზე და ტრადიცულ პროდუქტებს შეიძლება განსაკუთრებული რეჟიმი მივუყენოთ.  თუმცა ეს რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელი არ არის. ყველის ნაწილში ჩვენ შიდა მოთხოვნა გვაქვს დასაკმაყოფილებელი და ასევე არის სხვადასხვა ქვეყნები, სადაც შეიძლება ჩვენი ყველის ექსპორტირება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

44

 

მსგავსი

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორებში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით...

 

comments powered by Disqus