ქართული რძის ნიშნის ვებგვერდი www.georgianmilk.ge უკვე გააქტიურდა

 

www.georgianmilk.ge ქართული რძის ნიშნის ოფიციალური ვებგვერდია. აღნიშნული საიტი უკვე მუშა რეჟიმში ფუნქციონირებს, რომელზე შესვლის დროსაც მომხმარებელს ქართული რძის ნიშნის მფლობელი კომპანიების შესახებ ინფორმაციების მიღება შეუძლია. ამ დროისთვის ნიშანს 4 კომპანია - ინდივიდუალური მეწარმე გოჩა ღაღაშვილი ( ბრენდული დასახელებაცივის ყველი“), . ბადრი გოგოლაძე („ყველის ქოხი“), „წინწყარო +“ დამილკენი ფლობს. საიტზე განთავსებულია იმ ქალაქების რუკაც, სადაც  ქართული რძის ნიშნით ბრენდირებული ყველი იყიდება. ქართული რძის ნიშნით სერტიფიცირებული პროდუქტები „გუდვილში“, „მადაგონში“, „სპარში“, „ზღაპარში“, „ორ ნაბიჯსა“ და „ნიკორაში“ გაიყიდება. მომავალში ნიშანთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსდება.

ქართული რძის ნიშნის შექმნის ისტორია

ნიშანი „ქართული რძეშეიქმნა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციისკავკასიის რესურსცენტრისმიერ ჩატარებულ ურბანულ მომხმარებელთა ეროვნული კვლევის საფუძველზე. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური, როგორც ისინი თავად უწოდებენ, „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც, მათივე განმარტებითსუფთა ბალახით ნაკვები ცხოველისგან მიღებული სუფთა რძით მზადდება სუფთა და უვნებელ საწარმოო პირობებში. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას უჭირს განასხვავოს ასეთი პროდუქტი მაღაზიებში არსებული სხვა რძის პროდუქტებისგან. ქართული რძის ნიშანი  მომხმარებელს ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.

"ქართული რძე" არის რძის პროდუქტების განმასხვავებელი ნიშანი და მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ ნედლი რძით. ნიშნის მიზანია ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს  ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას. ნიშნის გამოყენება შეეძლებათ იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას მხოლოდ ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს.

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშანს. საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს აუდიტს საწარმოებში, რათა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ნიშნის გამოყენების კრიტერიუმებს და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭებაზე. ინსტიტუტი ადმინისტრირებას უწევს ქართული რძის ნიშნის ვებგვერდს, ქმნის რძის გადამამუშავებელი საწარმოების მონაცემთა ბაზას, რომელიც აიტვირთება ვებგვერდზე, და ლობირებას გაუწევს რძის მეწარმეებს მათთვის საჭირო და  მნიშვნელოვან საკითხებზე.

ინსტიტუტი უფასო კონსულტაციას გაუწევს ქართული რძის ნიშნის ბაზაში დარეგისტრირებულ მეწარმეებს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ბაზრის კვლევების და მარკეტინგის საკითხებზე.

ვის შეუძლია მიიღოს ნიშანი?

 საწარმოს შეუძლია მოიპოვოს ნიშნის გამოყენების უფლება  იმ პროდუქციაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

საწარმო უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეესტრში;

საწარმოს უნდა ჰქონდეს აღიარება სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ;

საწარმოს უნდა ჰქონდეს დანერგილი ან დანერგვის ეტაპზე უნდა იყოს  HACCP;

საწარმო უნდა იყოს მოქმედი და აწარმოებდეს პროდუქციას განაცხადის წარდგენის დროს;

საწარმოს უნდა ჰქონდეს რძის სექტორში მუშაობის მინიმუმ სამთვიანი გამოცდილება;

საწარმო უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ ნედლი რძით, რომელსაც აგროვებს ფერმერებისგან, რომელთა საქონელი თავისუფლად ძოვს საძოვრებზე წელიწადში მინიმუმ ექვსი თვე, ხოლო ზამთრის საკვების ძირითადი ნაწილი ბალახზე დამზადებული საკვებს წარმოადგენს;

რძის პროდუტები არ უნდა შეიცავდეს რძის ფხვნილს ან მცენარეულ ცხიმს;

როგორ ხდება ნიშნის ადმინისტრირება?

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად ადგილზე ამოწმებს იმ საწარმოს, ვისაც შევსებული აქვს განაცხადი ნიშნის გამოყენებაზე:

ატარებს იმ რძის პროდუქტების ლაბორატორიულ ანალიზს, რომელსაც უნდა მიენიჭოს ნიშანი.

ფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულება რძის საწარმოსა და საქართველოს ბიზნესს ინსტიტუტს შორის

თუ შემოწმებამ დადებითად ჩაიარა, საწარმო იხდის ყოველთვიურ გადასახადს ყველის შემთხვევაში 100 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენი პროდუქტების შემთხვევაში, როგორებიცაა მაწონი, არაჟანი, კარაქი - 50 ლარს, თითო სახეობის პროდუქტზე, თვეში.

საწარმო, რომელიც ხდება ნიშნის მომხმარებელი, საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტისგან სხვადასხვა სახის დამატებით მომსახურებას ღებულობს.

როგორ გავაკეთო განაცხადი?

რძის საწარმოებს შეუძლიათ ნიშნის გამოყენების უფლების მოპოვებისთვის შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი ონლაინ ან ჩამოტვირთონ ის.

 

117

 

მსგავსი

 

ქართული რძის ნიშნით ბრენდირებული ყველი მარკეტებში უკვე იყიდება

 

ნედლი რძით ნაწარმოები პროდუქტების გამოსარჩევად შექმნილი ქართული რძის ნიშანი უკვე...

ქართული ნედლი რძის აღმნიშვნელი ბრენდი საერთაშორისო მარკეტინგულმა კომპანიამ (GMA) შექმნა

„ენდე ნიშანს, ქართულს ნიშნავს“ და „გამოარჩიე ქართული რძის ნიშნით“ - ეს ორ...

ქართული რძის ნიშნით სარგებლობის კრიტერიუმები და სერტიფიცირების პროცედურები

ქართული რძის ნიშანს, რომელიც ნედლი რძით ნაწარმოები პროდუქტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ადმინი...

 

comments powered by Disqus