ქართული რძის ნიშნით ბრენდირებული ყველი მარკეტებში უკვე იყიდება

 

ნედლი რძით ნაწარმოები პროდუქტების გამოსარჩევად შექმნილი ქართული რძის ნიშანი უკვე ბაზარზეა. ინდივიდუალური მეწარმე გოჩა ღაღაშვილი ( ბრენდული დასახელება „ცივის ყველი“), ი.მ ბადრი გოგოლაძე („ყველის ქოხი“), „წინწყარო +“ და „მილკენი“ - ეს ის საწარმოებია, რომლებმაც  ამ ეტაპზე რძის ნიშნის სერტიფიცირება წარმატებით გაიარეს და ეტიკეტზე დატანილი ამ აღნიშვნით პროდუქციის შეტანა მარკეტებში უკვე დაიწყეს.

„რძის ნიშნის დარეგისტრირება უკვე განხორციელდა საქპატენტში. ამ დროისთვის სერტიფიცირებული საწარმოების რაოდენობა მცირეა, მაგრამ უახლოეს ხანში მათ რიცხვს კიდევ 10 საწარმო მიემატება. ნიშნით ბრენდირების გამოყენების უფლებას ჯერ მხოლოდ ყველთან დაკავშირებით ვაძლევთ, მოგვიანებით კი რძე და რძემჟავა პროდუქტებიც დაემატებიან. იმედი გვაქვს, რომ ბევრი კარგი საწარმო გამოთქვამს სერტიფიცირების სურვილს და ჩვენ მზად ვართ, რომ მათ დავეხმაროთ“, - აცხადებს ქართული რძის ნიშნის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი.

როგორც უკვე ცნობილია, ქართული რძის ნიშნით ბრენდირებულ პროდუქტებს „გუდვილი“, „მადაგონი“, „სპარი“, „ზღაპარი“, „ორი ნაბიჯი“ და „ნიკორა“ თავიანთ სამომხმარებლო დახლებზე განათავსებენ.

ამ დროისთვის ნიშნის მიღებაზე განაცხადი ოცზე მეტმა კომპანიამ გააკეთა. თუმცა, ქართული რძის ნიშანი იმ პროდუქტზე მიეთითება, რომელიც  მხოლოდ ქართული ნედლი რძით დამზადებულია და რძის ფხვნილი ან/და ნებისმიერი მცენარეული დანამატი არ არის გამოყენებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული რძის ნიშნის სერთიფიკატის მოპოვება იმ საწარმოს შეეძლება, რომელიც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემას (HACCP) ფლობს.  ნიშნის მიზანია ბაზარზე არსებული ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს,  რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

ნიშნის გამოყენება დაეხმარება საუკეთესო პრაქტიკის საწარმოებს არაჯანსაღი კონკურენციის დაძლევაში იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც  რძის პროდუქტებს რძის ფხვნილით (აღდგენილი რძით) აწარმოებენ. ყოველთვიურად ქართული ნიშნით სარგებლობის საფასური ერთ პროდუქტზე 100 ლარი იქნება, ხოლო ყოველ შემდეგ პროდუქტზე მეწარმე ამ ნიშნით სარგებლობის უფლებას განახევრებული ტარიფით მიიღებს.

153

 

მსგავსი

 

ქართული რძის ნიშნის ვებგვერდი www.georgianmilk.ge უკვე გააქტიურდა

 

www.georgianmilk.ge ქართული რძის ნიშნის საინფორმაციო ვებგვერდი იქნება

სამომხმარებლო ბაზარზე ნდობის გამყარების მიზნით, ნედლი რძით ნაწარმოები პროდუქტების აღმნიშვნელი ქარ...

ქართული ნედლი რძის აღმნიშვნელი ბრენდი საერთაშორისო მარკეტინგულმა კომპანიამ (GMA) შექმნა

„ენდე ნიშანს, ქართულს ნიშნავს“ და „გამოარჩიე ქართული რძის ნიშნით“ - ეს ორ...

 

comments powered by Disqus