ქართველი საჯარო მოხელეები ესპანური წარმატებული კოოპერატივების მუშაობას გაეცნენ

 

საქართველოს აგრობიზნესის შესაძლებლობების შესახებ ესპანეთის სამეფოში, კერძოდ კი  ალმერიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში  შესახებ  პრეზენტაცია  გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ალმერიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორ კრუსმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ალმერიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან  დიეგო ლოპესთან შედგა.

საქართველოს დელეგაციის წევრები ადგილობრივი კოოპერატივების „ვიკასოლისა“ და „კასის“  მუშაობას გაეცნენ.  კოოპერატივი „ვიკასოლი“ ლოჯისტიკის ცენტრია რომელიც 1000-ზე მეტი  ფერმერის სასათბურე მეურნეობას  აერთიანებს და პროდუქტს საექსპორტოდ ამზადებს.  კოოპერატივი „კასი“ 1500 -ზე მეტ ფერმერს აერთიანებს, სადაც  ბოსტნეულის აუქციონის წესით რეალიზაცია ხორციელდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ  თავის გამოსვლაში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები და  საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ასოცირებულ წევრად თანამშრომლობის შესაძლებლობები  მიმოიხილა.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ალმერიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „ევრობიზნეს კონსალთინგის“ ორგანიზებით მოეწყო.

 

33

 

მსგავსი

 

საქართველოს მთავრობა 20 კოოპერატივს გრძელვადიანი იჯარით სათიბ-საძოვრებს გადასცემს

მიმდინარე წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო...

კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგე...

 

comments powered by Disqus